პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ-5 ყველაზე მადისაღმძვრელი საიტი ქართულ ინტერნეტსივრცეში
ტოპ-5 ყველაზე მადისაღმძვრელი საიტი ქართულ ინტერნეტსივრცეში

პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა, კულ­ტუ­რა, სპორ­ტი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, მე­დი­ცი­ნა... - ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სის სფე­რო აქვს, თუმ­ცა საკ­ვე­ბი ის სა­სი­ცო­ცხლო მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლას სჭირ­დე­ბა და იზი­დავს.

საკ­ვე­ბი ბუ­ნე­ბა­ში, სა­ვაჭ­რო ობი­ე­ტებ­ში, ჩვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში - ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­შიც კი. ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო უხ­ვად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კერ­ძის, დე­სერ­ტი­სა თუ სას­მე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ით. არც ამა თუ იმ რე­ცეპ­ტის მო­ძი­ე­ბა არის რთუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას მთა­ვა­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა და სი­ზუს­ტეა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ნეტ წყა­როს მო­ძი­ე­ბა.

გარ­და იმი­სა, რომ არ­სე­ბობს უშუ­ა­ლოდ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­ი­ტე­ბი, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი რე­ცეპ­ტის მო­ძი­ე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ი­ნერ­გა ახა­ლი ტენ­დენ­ცია, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც ცდი­ლო­ბენ შექ­მნან რა­ღაც ახა­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი. ადრე მათ სა­ი­ტებ­ზე მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ მშრალ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვნა­ხავ­დით და ვებ-გვერ­დზე სტუმ­რო­ბა მათ­თვის, ვინც კონ­კრე­ტუ­ლად კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ეძებ­და, ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნი იყო. ახლა კი, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ი­ტე­ბი ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. კომ­პა­ნი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ შექ­მნან მიმ­ზიდ­ვე­ლი კონ­ტენ­ტი, რათა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სონ.

გთა­ვა­ზობთ ტოპ-5 მა­დი­საღ­მძვრელ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­იტს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც გულ­გრილს არ­ცერთ ვი­ზი­ტორს და­ტო­ვებს.

1. სა­ოც­რად "ტკბი­ლი" და ლა­მა­ზია "ასორ­ტის" კა­ფე­ტე­რი­ა­თა ქსე­ლის სა­ი­ტი www.assorti.ge. ვებ-გვერ­დზე გან­სა­კუთ­რე­ბით თვა­ლის­მომჭრე­ლი ფე­რა­დი მა­ფი­ნე­ბია. ულა­მა­ზე­სი ტორ­ტე­ბი და სხვა სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი ტკბი­ლე­უ­ლის მოყ­ვა­რუ­ლებს თა­ვის­თა­ვად აღაფრ­თო­ვა­ნებს, თუმ­ცა არც იმ ადა­მი­ა­ნებს და­ტო­ვებს გულ­გრილს, ვინც ცო­მე­ულს ერი­დე­ბა. შთამ­ბეჭ­და­ვია სა­ქორ­წი­ლო ტორ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თვალ­ში­სა­ცე­მია კორ­პო­რა­ტი­უ­ლი ტორ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ის ბრენ­დით, ან სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მხი­ა­რუ­ლი და ზღაპ­რუ­ლი ვი­ზუ­ა­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა სა­ბავ­შვო ტორ­ტე­ბი. გო­გო­ნე­ბის, ბი­ჭე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი თე­მა­ტუ­რი ტორ­ტე­ბის სიმ­რავ­ლე, სი­ლა­მა­ზე და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გა­გი­ტა­ცებთ და გა­გა­ო­ცებთ.

2. ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს გან­სხვა­ვე­ბულ და სა­ინ­ტე­რე­სო სა­იტს სთა­ვა­ზობს "იკა­ნო". ვებ-გვერ­დი www.ikano.ge ჩატ­ვირ­თვის შემ­დეგ ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­თა და ანი­მა­ცი­ე­ბით ხიბ­ლავს მნახ­ველს. კონ­ტენტზე იუ­მო­რის ელე­მენ­ტე­ბიც შე­იმ­ჩნე­ვა. ვებ-გვერ­დზე თვალ­ში­სა­ცე­მი სწო­რედ ანი­მა­ცია და იუ­მო­რია. სა­იტ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის - წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი, ლურ­ჯი და მწვა­ნე "იკა­ნოს" შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მა­ცია მო­ცე­მუ­ლი. რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვებ-გვერ­დზე "იკა­ნოს" ღვი­ნის­გან უგემ­რი­ე­ლე­სი კოქ­ტე­ი­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტე­ბიც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

3. სა­ოც­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მა­დი­საღ­მძვრე­ლია "ნი­კო­რას" სა­ი­ტი www.nikoraproducts.ge. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "ნი­კო­რა" რამ­დე­ნი­მე შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს. სა­იტ­ზეც თი­თო­ე­უ­ლი შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დის ნა­წარ­მია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის, სო­სი­სე­ბი, ძეხ­ვე­უ­ლი, თევ­ზე­უ­ლი, რძის ნა­წარ­მი, ცო­მე­უ­ლი. სა­ი­ტი მომ­ხმა­რებ­ლებს რე­ცეპ­ტე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენტს სთა­ვა­ზობს. არ გე­გო­ნოთ, რომ სა­იტ­ზე მხო­ლოდ ხორ­ცი­სა და თევ­ზის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტებს ნა­ხავთ, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, აქ არის ინ­ფორ­მა­ცია მუ­რა­ბე­ბის, ნა­ყი­ნის, ლი­მო­ნა­თის, ტყლა­პის, სო­უ­სე­ბი­სა და სხვა უამ­რა­ვი გემ­რი­ე­ლი დე­სერ­ტე­ბი­სა თუ სას­მე­ლის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ.

"ნი­კო­რას"ვებ-გვერ­დი მომ­ხმა­რებ­ლებს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ცეპ­ტებ­საც სთა­ვა­ზობს. ასე შე­უძ­ლი­ათ ვი­ზი­ტო­რებს მო­ამ­ზა­დონ პიცა ბრედ პი­ტის რე­ცეპ­ტით, ქამა სო­კოს წვნი­ა­ნი მე­რილ სტრი­პის­გან, დი­ე­ტუ­რი სა­ლა­თა ჯუ­ლია რო­ბერტსის­გან და ა.შ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ კუ­ლი­ნა­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა ყვე­ლა ასა­კის მომ­ხმა­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მათ შო­რის პა­ტა­რე­ბის გა­სა­ხა­რად, უფ­რო­სე­ბი გემ­რი­ე­ლი ბატი-ბუ­ტის მომ­ზა­დე­ბის ხერ­ხებ­საც კი გა­ი­გე­ბენ. სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რია ეთ­მო­ბათ სა­მარ­ხვო, ან დი­ე­ტუ­რი მე­ნი­უ­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს. სა­ი­ტის ვი­ზი­ტო­რებს სამ­ზა­რე­უ­ლოს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­საც უმ­ხე­ლენ და საკ­ვე­ბის შერ­ჩე­ვა-და­მუ­შა­ვე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც აძ­ლე­ვენ.

4. გულ­გრი­ლი ვერ და­ტო­ვებთ რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ "და­უნ­თა­უ­ნის" ვებ-გვერდს www.downtown.ge. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­ტი "გემ­რი­ე­ლი" გა­ლე­რე­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვია. დე­სერ­ტე­ბი, სენდვი­ჩე­ბი, წვნი­ა­ნი, თევ­ზე­უ­ლი, სა­ლა­თე­ბი, კოქ­ტე­ი­ლი, ყავა, ფურ­შე­ტე­ბი, - ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­იტ­ზე სა­ო­ცა­რი ვი­ზუ­ა­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ახლო ხე­დით გა­და­ღე­ბუ­ლი მა­დი­საღ­მძვრე­ლი სა­ლა­თე­ბი, კრემ-სუ­პე­ბი გარ­ნი­რით, ლუ­დის მე­ნიუ, ყვე­ლის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი, დაბ­რა­წუ­ლი, ან სხვა­დას­ხვა მე­თო­დით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, ნა­ყი­ნის ბურ­თუ­ლე­ბი, დე­სერ­ტე­ბი შო­კო­ლა­დით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია. ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ყა­ვის ასორ­ტი­მენ­ტი. ასე ლა­მა­ზად გა­ფორ­მე­ბუ­ლი ყავა, იშ­ვი­ა­თად გექ­ნე­ბათ ნა­ნა­ხი და და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლი. კოქ­ტე­ი­ლე­ბი კი, სულ რომ არ გიყ­ვარ­დეთ, ისე­თი ლა­მა­ზი და ფე­რა­დია, გა­სინ­ჯვა მო­გინ­დე­ბათ. უკეთ აღ­ქმის­თვის, ვებ-გვერ­დი ვი­ზი­ტო­რებს ფი­ლი­ა­ლებ­ში ვირ­ტუ­ა­ლურ ტუ­რებ­საც უწყობს.

5. მომ­ხმა­რებ­ლებს ვი­დეო რე­ცეპ­ტებ­სა და ექ­სპერ­ტის რჩე­ვებს სთა­ვა­ზობს გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გიდი ბორ­ჯო­მიwww.gastroguide.borjomi.com/ge . ვებ-გვერ­დი ვი­ზი­ტო­რებს რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე მსოფ­ლიო სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი, გას­ტრო კულ­ტუ­რა, კვე­ბის იდე­ა­ლუ­რი რა­ცი­ო­ნი, ბავ­შვთა კვე­ბა, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბი - მა­გა­ლი­თად, ჩაის და­ყე­ნე­ბის წესი და სხვა. სა­ი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბის სიმ­რავ­ლი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. მა­გა­ლი­თად, ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კა­ზე რაჭა-ლე­ჩხუ­მის მო­ნიშ­ვნით, ის­წავ­ლით შქმე­რუ­ლის, ქო­თან­ში ლო­ბი­ოს, წაბ­ლით სა­ქონ­ლის ჩა­შუ­შუ­ლი­სა და რა­ჭუ­ლი ლო­ბი­ოს წვნი­ა­ნის მომ­ზა­დე­ბას. აფხა­ზე­თის მი­თი­თე­ბით გა­ი­გებთ რო­გორ მზად­დე­ბა აშვჩა­პა­ნი და არიცვმგე­ლი, აყ­რდცა - ლო­ბი­ოს შე­ჭა­მან­დი და აფხა­ზუ­რა. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან კი, ყარ­სუ­ლი მწვა­დი­სა და ფა­რავ­ნის კალ­მა­ხის სუ­ფის მომ­ზა­დე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. აღ­ნიშ­ნულ სა­იტ­ზე, კერ­ძე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვრცე­ლი და "გემ­რი­ე­ლია", რჩე­ვე­ბი კი მე­ტად სა­სარ­გებ­ლო და გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი.

თქვენ ალ­ბათ, ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­ი­ტე­ბის ხში­რი ვი­ზი­ტო­რე­ბი ბრძან­დე­ბით და იქ მო­ცე­მუ­ლი რჩე­ვე­ბი­თაც ხში­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობთ. თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ აქამ­დე არ გსმე­ნი­ათ, წინ მა­დი­საღ­მძვრე­ლი, გემ­რი­ე­ლი და ეს­თე­ტი­კუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა გე­ლით.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ტოპ-5 ყველაზე მადისაღმძვრელი საიტი ქართულ ინტერნეტსივრცეში

ტოპ-5 ყველაზე მადისაღმძვრელი საიტი ქართულ ინტერნეტსივრცეში

პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, სპორტი, არქიტექტურა, მედიცინა... - ყველა ადამიანს თავისი ინტერესის სფერო აქვს, თუმცა საკვები ის სასიცოცხლო მიმართულებაა, რომელიც ყველას სჭირდება და იზიდავს.

საკვები ბუნებაში, სავაჭრო ობიეტებში, ჩვენს სამზარეულოებში და თანამედროვე ეპოქაში - ინტერნეტ სივრცეშიც კი. ვირტუალური სამყარო უხვად არის გაჯერებული სხვადასხვა კერძის, დესერტისა თუ სასმელის შესახებ ინფორმაციით. არც ამა თუ იმ რეცეპტის მოძიება არის რთული, მაგრამ როგორც საკვების მომზადებისას მთავარი ინგრედიენტების სწორად შერჩევა და სიზუსტეა, ასევე მნიშვნელოვანია საუკეთესო ინტერნეტ წყაროს მოძიება.

გარდა იმისა, რომ არსებობს უშუალოდ კულინარიული საიტები, სადაც ძალიან ბევრი რეცეპტის მოძიება შეგვიძლია, ბოლო პერიოდში დაინერგა ახალი ტენდენცია, კორპორატიული კომპანიებიც ცდილობენ შექმნან რაღაც ახალი და გამორჩეული. ადრე მათ საიტებზე მხოლოდ კომპანიის შესახებ მშრალ ინფორმაციას ვნახავდით და ვებ-გვერდზე სტუმრობა მათთვის, ვინც კონკრეტულად კომპანიის შესახებ ინფორმაციას არ ეძებდა, ძალიან მოსაწყენი იყო. ახლა კი, კორპორატიული საიტები ბევრად განსხვავებულია. კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მიმზიდველი კონტენტი, რათა მომხმარებლები დააინტერესონ.

გთავაზობთ ტოპ-5 მადისაღმძვრელ კორპორატიულ საიტს ქართულ ინტერნეტსივრცეში, რომელიც გულგრილს არცერთ ვიზიტორს დატოვებს.

1. საოცრად "ტკბილი" და ლამაზია "ასორტის" კაფეტერიათა ქსელის საიტი www.assorti.ge. ვებ-გვერდზე განსაკუთრებით თვალისმომჭრელი ფერადი მაფინებია. ულამაზესი ტორტები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი ტკბილეულის მოყვარულებს თავისთავად აღაფრთოვანებს, თუმცა არც იმ ადამიანებს დატოვებს გულგრილს, ვინც ცომეულს ერიდება. შთამბეჭდავია საქორწილო ტორტები, რომლებიც მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს. თვალშისაცემია კორპორატიული ტორტებიც, რომლებიც საქართველოში მოქმედი ამა თუ იმ კომპანიის ბრენდით, ან სხვა მახასიათებლებით არის გაფორმებული. მხიარული და ზღაპრული ვიზუალით გამოირჩევა საბავშვო ტორტები. გოგონების, ბიჭების, ქალებისა და კაცებისათვის განკუთვნილი თემატური ტორტების სიმრავლე, სილამაზე და მრავალფეროვნება გაგიტაცებთ და გაგაოცებთ.

2. ღვინის მოყვარულებს განსხვავებულ და საინტერესო საიტს სთავაზობს "იკანო". ვებ-გვერდი www.ikano.ge ჩატვირთვის შემდეგ ლამაზად გაფორმებული ვიზუალითა და ანიმაციებით ხიბლავს მნახველს. კონტენტზე იუმორის ელემენტებიც შეიმჩნევა. ვებ-გვერდზე თვალშისაცემი სწორედ ანიმაცია და იუმორია. საიტზე სხვადასხვა სახეობის - წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე "იკანოს" შესახებ არის ინფორმაცია მოცემული. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვებ-გვერდზე "იკანოს" ღვინისგან უგემრიელესი კოქტეილების დამზადების რეცეპტებიც არის განთავსებული.

3. საოცრად მრავალფეროვანი და მადისაღმძვრელია "ნიკორას" საიტი www.nikoraproducts.ge. როგორც ცნობილია, "ნიკორა" რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს. საიტზეც თითოეული შვილობილი ბრენდის ნაწარმია წარმოდგენილი, მათ შორის, სოსისები, ძეხვეული, თევზეული, რძის ნაწარმი, ცომეული. საიტი მომხმარებლებს რეცეპტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. არ გეგონოთ, რომ საიტზე მხოლოდ ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძების რეცეპტებს ნახავთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აქ არის ინფორმაცია მურაბების, ნაყინის, ლიმონათის, ტყლაპის, სოუსებისა და სხვა უამრავი გემრიელი დესერტებისა თუ სასმელის მომზადების შესახებ.

"ნიკორას"ვებ-გვერდი მომხმარებლებს ცნობილი ადამიანების რეცეპტებსაც სთავაზობს. ასე შეუძლიათ ვიზიტორებს მოამზადონ პიცა ბრედ პიტის რეცეპტით, ქამა სოკოს წვნიანი მერილ სტრიპისგან, დიეტური სალათა ჯულია რობერტსისგან და ა.შ. საგულისხმოა, რომ კულინარიის განყოფილება ყველა ასაკის მომხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს, მათ შორის პატარების გასახარად, უფროსები გემრიელი ბატი-ბუტის მომზადების ხერხებსაც კი გაიგებენ. სპეციალური კატეგორია ეთმობათ სამარხვო, ან დიეტური მენიუთი დაინტერესებულ პირებს. საიტის ვიზიტორებს სამზარეულოს საიდუმლოებასაც უმხელენ და საკვების შერჩევა-დამუშავებისას აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებსაც აძლევენ.

4. გულგრილი ვერ დატოვებთ რესტორნების ქსელ "დაუნთაუნის" ვებ-გვერდს www.downtown.ge. აღნიშნული საიტი "გემრიელი" გალერეით გამოირჩევა. ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოები მართლაც შთამბეჭდავია. დესერტები, სენდვიჩები, წვნიანი, თევზეული, სალათები, კოქტეილი, ყავა, ფურშეტები, - ეს ყველაფერი საიტზე საოცარი ვიზუალით არის წარმოდგენილი. ახლო ხედით გადაღებული მადისაღმძვრელი სალათები, კრემ-სუპები გარნირით, ლუდის მენიუ, ყველის ფართო არჩევანი, დაბრაწული, ან სხვადასხვა მეთოდით დამუშავებული საკვები, ნაყინის ბურთულები, დესერტები შოკოლადით, ეს ყველაფერი საოცარი სანახავია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ყავის ასორტიმენტი. ასე ლამაზად გაფორმებული ყავა, იშვიათად გექნებათ ნანახი და დაგემოვნებული. კოქტეილები კი, სულ რომ არ გიყვარდეთ, ისეთი ლამაზი და ფერადია, გასინჯვა მოგინდებათ. უკეთ აღქმისთვის, ვებ-გვერდი ვიზიტორებს ფილიალებში ვირტუალურ ტურებსაც უწყობს.

5. მომხმარებლებს ვიდეო რეცეპტებსა და ექსპერტის რჩევებს სთავაზობს გასტრონომიული გიდი ბორჯომი www.gastroguide.borjomi.com/ge . ვებ-გვერდი ვიზიტორებს როგორც ქართული, ასევე მსოფლიო სამზარეულოს შესახებ აწვდის ინფორმაციას. პოპულარული რეცეპტები, გასტრო კულტურა, კვების იდეალური რაციონი, ბავშვთა კვება, სასარგებლო რჩევები - მაგალითად, ჩაის დაყენების წესი და სხვა. საიტი საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი კერძების რეცეპტების სიმრავლითაც გამოირჩევა. მაგალითად, ვებ-გვერდზე განთავსებულ საქართველოს რუკაზე რაჭა-ლეჩხუმის მონიშვნით, ისწავლით შქმერულის, ქოთანში ლობიოს, წაბლით საქონლის ჩაშუშულისა და რაჭული ლობიოს წვნიანის მომზადებას. აფხაზეთის მითითებით გაიგებთ როგორ მზადდება აშვჩაპანი და არიცვმგელი, აყრდცა - ლობიოს შეჭამანდი და აფხაზურა. სამცხე-ჯავახეთის სამზარეულოდან კი, ყარსული მწვადისა და ფარავნის კალმახის სუფის მომზადებას მოახერხებთ. აღნიშნულ საიტზე, კერძების ჩამონათვალი ვრცელი და "გემრიელია", რჩევები კი მეტად სასარგებლო და გასათვალისწინებელი.

თქვენ ალბათ, ჩამოთვლილი საიტების ხშირი ვიზიტორები ბრძანდებით და იქ მოცემული რჩევებითაც ხშირად ხელმძღვანელობთ. თუ რომელიმე მათგანის შესახებ აქამდე არ გსმენიათ, წინ მადისაღმძვრელი, გემრიელი და ესთეტიკური მოგზაურობა გელით.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს