პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ასეული მილიონი ევროა
როგორი იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ასეული მილიონი ევროა

თბი­ლის­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ქარ­თუ" აფი­ნან­სებს, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ევ­როა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა დი­ღომ­ში მშე­ნებ­ლო­ბას სა­ფუძ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად ჩა­უ­ყა­რა.

პრე­მი­ერ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ასე­ვე სა­ხე­ლო­ვან მეც­ნი­ე­რებს, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ინ­სტი­ტუ­ტი გახ­დე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი რე­გი­ონ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ამ პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტის - ნა­წი­ლაკ­თა ამაჩ­ქა­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ფარ­თო წრე­ებ­ში "კო­ლა­ი­დე­რად" ცნო­ბი­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ამაჩ­ქა­რებ­ლის კომ­პლექ­სის მეშ­ვე­ო­ბით ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს და მეც­ნი­ერ­თა ახალ თა­ო­ბებს შე­ეძ­ლე­ბათ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მათ შო­რის მე­დი­ცი­ნის, კერ­ძოდ კი, ონ­კო­ლო­გი­ის "ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის" მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მე­ხუ­თე - იტა­ლი­ის, შვე­ი­ცა­რი­ის, ია­პო­ნი­ი­სა და ავ­სტრი­ის შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბამ ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვი­თი ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან ისეთ ცენ­ტრებ­თან, რო­გო­რიც არის CERN (ბირ­თვულ კვლე­ვა­თა ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი), CNAO (ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი), INFN (იტა­ლი­ის ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი) და სხვა, რომ­ლებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ნა­წი­ლა­კე­ბის ამაჩ­ქა­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამ ინ­სტი­ტუტს ექ­ნე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვი­თი ცენ­ტრის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. იგი იმუ­შა­ვებს ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის ეს უახ­ლე­სი მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ეს ინ­სტი­ტუ­ტი გახ­დეს წამ­ყვა­ნი უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მეც­ნი­ე­რე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი. ეს არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის კვლე­ვი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად. აქ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით; აქ იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ბაზა თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში. მათ სწავ­ლას და პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მივ­ლი­ნე­ბებს მთლი­ა­ნად ფონ­დი "ქარ­თუ" და­ა­ფი­ნან­სებს, რაც, პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, უდი­დე­სი და უპ­რე­ცე­დენ­ტო მხარ­და­ჭე­რაა. ამას­თან, ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტე­ბი თვი­თონ მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბა­ში, რაც მათ და­მა­ტე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბას შეს­ძენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორი იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ასეული მილიონი ევროა

როგორი იქნება ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ასეული მილიონი ევროა

თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელსაც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს, რამდენიმე ასეული მილიონი ევროა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიღომში მშენებლობას საფუძველი მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩაუყარა.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, ასევე სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. "დარწმუნებული ვარ, ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის - ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა.

ფართო წრეებში "კოლაიდერად" ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის "ადრონული თერაპიის" მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე - იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა, რომლებთან ერთად აღნიშნული პროექტი ხორციელდება.

"ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, ეს ინსტიტუტი გახდეს წამყვანი უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მათ სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მივლინებებს მთლიანად ფონდი "ქართუ" დააფინანსებს, რაც, პრემიერის შეფასებით, უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა. ამასთან, ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში, რაც მათ დამატებით გამოცდილებას შესძენს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს