"ჯობდა თქვენს "ნაციონალებს" არ გაენადგურებინათ მეცნიერება" - ბიძინა ივანიშვილის მწვავე რეპლიკა "რუსთავი 2"-ის კითხვაზე

 "ჯობდა თქვენს "ნაციონალებს" არ გაენადგურებინათ მეცნიერება" - ბიძინა ივანიშვილის მწვავე რეპლიკა "რუსთავი 2"-ის კითხვაზე

"ჯობდა "ნაციონალებს" არ გაენადგურებინათ მეცნიერება" - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის თაობაზე, ხომ არ დაგვიანდა ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა და მიმართა, რომ "ნაციონალებს" ჰკითხონ, რატომ გაანადგურეს და "ფუნდამენტამდე დაიყვანეს" მეცნიერება". ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციამდე განუცხადა ჟურნალისტებს. პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

"ჯობდა თქვენს "ნაციონალებს" არ გაენადგურებინათ მეცნიერება, როგორც გაანადგურა და ყურადღება მიექციათ დროზე. დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამ პროექტის განხორციელების საშუალება და კერძო დაფინანსება მიდის ძირითადად. ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ბიუჯეტისთვის. თქვენ რომ სვამთ ამ შეკითხვებს, ვისი სააგიტაციო ტელევიზიაც თქვენ ბრძანდებით, კითხეთ თქვენს "ნაციონალებს", რა უქნეს მეცნიერებას, რანაირად გაანადგურეს, ფუნდამენტამდე დაიყვანეს. რაც ჩვენ მოვედით ყურადღება დავუთმეთ მეცნიერებას და ახლა ახალი გუნდი ახალი ძალებით, პოლიტიკოსებიც და მეცნიერებიც, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაუბრუნდეს მეცნიერებას ის ღირსება, რაც ჰქონდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, ყოფილმა პრემიერმა მას "მეგაპროექტი" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება რამდენიმე მიმართულების მეცნიერებას შეეძლება.

"ალბათ, იცით, ამ პროექტის ამაჩქარებელი თერაპია რაც იყო. ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ მეცნიერება აღორძინდეს. მოგეხსენებათ, მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ისტორია. გვყავდა და დღესაც გვყავს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერები, მაგრამ მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ბოლო ეტაპზე, ძალიან რთულ პირობებში ვვითარდებოდით. მეცნიერებამ ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები და ჩვენი მეცნიერება ავაღორძინოთ. ტექნოლოგიურ ცენტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ამით ისარგებლებენ ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ჯანდაცვის და სხვა დარგების მეცნიერები და მათ ექნებათ შესაძლებლობა მეცნიერული უნარები აღორძინდეს საქართველოში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი დიღომში აშენდება. პროექტის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ესწრება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."