სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანების მეუღლეები
ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანების მეუღლეები

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს. "ambebi.ge" მომ­ხიბ­ვლე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ანუ­კი ქორ­ქია

ანუ­კი ქორ­ქი­ას მე­უღ­ლე კახა ჩი­ქო­ვა­ნია. ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჯერ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, შემ­დეგ კი სა­ერ­თო მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნეს, 2012 წელს კი იქორ­წი­ნეს. კახა ეს­პა­ნეთ­ში სწავ­ლობ­და, მას მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ევ­რო­პა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. კახა ჩი­ქო­ვა­ნი წამ­ყვან არ­ტის­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და მისი მოწ­ვე­ვით ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­საც ხში­რად სტუმ­რო­ბენ.

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლის და ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლა­პა­რა­კობ­და. როცა და­ქორ­წინ­დნენ ორი­ვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. სა­ნამ ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნებ­და, სა­ლო­მე მა­ნამ­დე იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში ტატო აბუ­ლა­ძეს­თან, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი და­თუ­ნა ჰყავს. თუმ­ცა ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელ­ზე ზურა ხი­ზა­ნიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­თა­ნაც ორი გოგო ჰყავს. ზურა თა­მა­შობ­და შოტ­ლან­დი­ა­ში, ინ­გლის­ში, ამ­ჯე­რად კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

მა­რი­კა თხე­ლი­ძე

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­კა თხე­ლი­ძე ერთი წლის წინ გა­თხოვ­და. მისი ქმა­რი გიგა ან­დრი­ა­ძეა. გიგა ან­დრი­ა­ძე ბიზ­ნეს­მე­ნია. მა­რი­კა და გიგა რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო.

ქეთა თო­ფუ­რია

ქეთა თო­ფუ­რი­ას ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ გე­იხ­მა­ნია. ის 42 წლის არის. ერ­თმა­ნე­თი თვითმფრი­ნავ­ში გა­იც­ნეს და რო­გორც გე­იხ­მა­ნი აღ­ნიშ­ნავს, და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ჭკუ­ი­დან შე­ი­შა­ლა. პირ­ვე­ლად ლევ ისა­ა­კის ძე გე­იხ­მა­ნის სა­ხე­ლი 1991 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ბი­უ­ლე­ტენ­ში გა­მოჩ­ნდა. იქ ეწე­რა, რომ ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ­მა ბიჭ­მა თა­ვის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე პა­ტენ­ტი მი­ი­ღო. შემ­დეგ გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი მოს­კო­ვის სამ­თო ინ­სტი­ტუ­ტი­დან კერ­ძო ფირ­მა­ში გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ. შემ­დეგ გახ­და რუ­სე­თის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი, 2002 წლი­დან კი ნავ­თო­ბის და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შემ­დეგ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ პრე­სა­ში აღარ და­წე­რი­ლა.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე და­ქორ­წინ­და. ბაჩო ბიზ­ნეს­მე­ნია და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვი­ლი გახ­ლავთ. ის თბი­ლის­ში საკ­მა­ოდ სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძოს იმი­ჯით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა სა­სურ­ველ სარ­ძლო­ზე, ლელა მე­ბუ­რიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ბაჩო "არ­ქი­მე­დეს გლო­ბალ ჯორ­ჯი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლია. წყვილს ერთი ვაჟი ალექ­სან­დრე ჰყავთ, ახლა მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბი­ან.

ნინო მა­ჩა­ი­ძე

ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის ნინო მა­ჩა­ი­ძის ქმა­რი გვი­დო ლო­კონ­სო­ლოა.

ნი­ნომ იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გა გვი­დო "ლა სკა­ლას" აკა­დე­მი­ა­ში გა­იც­ნო. პირ­ველ წელს იყო მე­გობ­რო­ბა. შემ­დეგ ორი­ვეს "ლა სკა­ლამ" "რი­გო­ლე­ტო­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"მე და გვი­დოს ხში­რად გვი­წევს ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა, მე ერთ ქა­ლაქ­ში, გვი­დოს - მე­ო­რე­ში. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გა­მოგ­ვიჩ­ნდე­ბა, ერ­თმა­ნეთ­თან ჩავ­დი­ვართ. ეს არის მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა. აქვს კარ­გი მხა­რე­ე­ბიც და ცუ­დიც. უარ­ყო­ფი­თი ის არის, რომ ახ­ლობ­ლე­ბის­გან შორს ხარ, მაგ­რამ, როცა ხან­გრძლი­ვი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ხვდე­ბი, ეს ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა", - აღ­ნიშ­ნავს ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანების მეუღლეები

ვინ არიან და რას საქმიანობენ ცნობილი ქართველი ლამაზმანების მეუღლეები

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. "ambebi.ge" მომხიბვლელი და წარმატებული ქართველი მანდილოსნების მეუღლეებით დაინტერესდა.

ანუკი ქორქია

ანუკი ქორქიას მეუღლე კახა ჩიქოვანია. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. კახა ესპანეთში სწავლობდა, მას მუსიკალურ წრეებში როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში კარგად იცნობენ. კახა ჩიქოვანი წამყვან არტისტებთან თანამშრომლობს და მისი მოწვევით ისინი საქართველოსაც ხშირად სტუმრობენ.

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილის და ზურა ხიზანიშვილის სიყვარულის ისტორიაზე თითქმის მთელი საქართველო ლაპარაკობდა. როცა დაქორწინდნენ ორივე ძალიან პოპულარული იყო. სანამ ზურა ხიზანიშვილზე იქორწინებდა, სალომე მანამდე იყო ქორწინებაში ტატო აბულაძესთან, რომელთანაც ვაჟი დათუნა ჰყავს. თუმცა ოჯახის დანგრევის შემდეგ, წარმატებულ ფეხბურთელზე ზურა ხიზანიშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი გოგო ჰყავს. ზურა თამაშობდა შოტლანდიაში, ინგლისში, ამჯერად კი საქართველოში დაბრუნდა.

მარიკა თხელიძე

მომღერალი მარიკა თხელიძე ერთი წლის წინ გათხოვდა. მისი ქმარი გიგა ანდრიაძეა. გიგა ანდრიაძე ბიზნესმენია. მარიკა და გიგა რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრების მეშვეობით გაიცნო.

ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას ქმარი ბიზნესმენი ლევ გეიხმანია. ის 42 წლის არის. ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნეს და როგორც გეიხმანი აღნიშნავს, დანახვისთანავე ჭკუიდან შეიშალა. პირველად ლევ ისააკის ძე გეიხმანის სახელი 1991 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კომიტეტის ბიულეტენში გამოჩნდა. იქ ეწერა, რომ ახალგაზრდა ნიჭიერმა ბიჭმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო. შემდეგ გამომგონებელი მოსკოვის სამთო ინსტიტუტიდან კერძო ფირმაში გადავიდა სამუშაოდ. შემდეგ გახდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, 2002 წლიდან კი ნავთობის და გაზის კორპორაციას ხელმძღვანელობდა. სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მისი საქმიანობის შესახებ პრესაში აღარ დაწერილა.

ლელა მებურიშვილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი რამდენიმე წლის წინ ბაჩო საგანელიძეზე დაქორწინდა. ბაჩო ბიზნესმენია და დავით საგანელიძის ძმისშვილი გახლავთ. ის თბილისში საკმაოდ სასურველი სასიძოს იმიჯით სარგებლობდა, თუმცა სასურველ სარძლოზე, ლელა მებურიშვილზე იქორწინა. ბაჩო "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ხელმძღვანელია. წყვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ, ახლა მეორე შვილს ელოდებიან.

ნინო მაჩაიძე

ქართველი საოპერო მომღერლის ნინო მაჩაიძის ქმარი გვიდო ლოკონსოლოა.

ნინომ იტალიელი კოლეგა გვიდო "ლა სკალას" აკადემიაში გაიცნო. პირველ წელს იყო მეგობრობა. შემდეგ ორივეს "ლა სკალამ" "რიგოლეტოში" მონაწილეობა შესთავაზა.

"მე და გვიდოს ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მე ერთ ქალაქში, გვიდოს - მეორეში. თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, ერთმანეთთან ჩავდივართ. ეს არის მომღერლის ცხოვრება. აქვს კარგი მხარეებიც და ცუდიც. უარყოფითი ის არის, რომ ახლობლებისგან შორს ხარ, მაგრამ, როცა ხანგრძლივი განშორების შემდეგ ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა", - აღნიშნავს ქართველი სოპრანო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)