პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური ინტერვიუ: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში იყიდო"
"დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური ინტერვიუ: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში იყიდო"

სამ­ხედ­რო-სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ "დელ­ტას" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, უჩა ძო­ძუ­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხეთ­ში სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის უმ­ტე­სო­ბამ რა­კე­ტე­ბის არ­ქო­ნის გამო ვერ იმუ­შა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ძო­ძუ­აშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "დელ­ტამ" რა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის თან­ხა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან პრო­ცე­დუ­რე­ბი­სა და ვა­დე­ბის დაც­ვით მო­ი­თხო­ვა. ძო­ძუ­აშ­ვი­ლის თქმით, გარ­და იმი­სა, რომ იყო სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნდათ რა­კე­ტე­ბი, ასე­ვე შე­ზღუდ­ვა არ­სე­ბობ­და "საქ­ჰა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ის­გან", რად­გან სა­ჰა­ე­რო ზო­ნა­ში თვითმფრი­ნა­ვი იყო და იმ სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც რა­კე­ტე­ბით იყო აღ­ჭურ­ვი­ლი, ცა შე­ზღუ­დუ­ლი იყო.

"რა თქმა უნდა, რა­დარ­მა ღრუ­ბე­ლი და­ა­ფიქ­სი­რა, შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ით­ქვა, რომ ის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია და თუ სე­ტყვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ არ გა­ის­რო­ლა, ეს ნიშ­ნავს, რომ რა­კე­ტა არ იყო. გას­რო­ლე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა "საქ­ჰა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ის" მხრი­და­ნაც იყო შე­ზღუდ­ვა - თვითმფრი­ნა­ვი ჰა­ერ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იმ სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც რა­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი იყო, ცა შე­ზღუ­დუ­ლი იყო. თუმ­ცა იყო სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლე­ბი რა­კე­ტე­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და ძო­ძუ­აშ­ვილ­მა და აქვე დას­ძი­ნა, რომ სა­ცე­ცხლე წერ­ტი­ლებ­ში რა­კე­ტე­ბი არ იყო იმის გამო, რომ არ იყო წარ­მო­ე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

სსტც "დელ­ტას" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტავს, რომ შარ­შან რა­კე­ტე­ბის ნა­წი­ლის შეს­ყიდ­ვა მოხ­და, ნა­წი­ლის­თვის კი კომ­პო­ნენ­ტე­ბი იქნა შე­ძე­ნი­ლი, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ძო­ძუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა უფრო იაფი დაჯ­დე­ბო­და.

"არ­სე­ბობს "თა­იმ­ლა­ი­ნი", რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ვი­თხო­ვეთ თან­ხა სა­მი­ნის­ტროს­გან. ამ "თა­იმ­ლა­ი­ნის" მი­ხედ­ვით, რა­კე­ტე­ბი დამ­ზად­დე­ბო­და 15 აპ­რი­ლის­თვის და სის­ტე­მაც სრუ­ლად იქ­ნე­ბო­და მზად. ეს თან­ხა არა­ერ­თხელ მო­ვი­თხო­ვეთ. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა და და­ვე­ლო­დოთ შე­დე­გებს. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გე­სა­უბ­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი რა­კე­ტის წარ­მო­ე­ბა 150 ლარი და­მიჯ­დე­ბო­და, რაც რამ­დე­ჯერ­მე უფრო ია­ფია, ვიდ­რე მისი სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ტა­ნა. როცა არ ხდე­ბა თან­ხის დრო­უ­ლი გა­მო­ყო­ფა, შე­სა­ბა­მი­სად არ ხდე­ბა რა­კე­ტე­ბის დრო­უ­ლი წარ­მო­ე­ბა. მარ­ტი­ვი მა­თე­მა­ტი­კაა: 0 ლარს + 0 რა­კე­ტა=მი­ლი­ო­ნის ზა­რალს", - გა­ნა­ცხა­და ძო­ძუ­აშ­ვილ­მა.

კი­თხვას, რა­ტომ არ მოხ­და რა­კე­ტე­ბის შე­ძე­ნა, "დელ­ტას" ხელ­მძღვა­ნელ­მა ასე უპა­სუ­ხა: "რა­კე­ტა "სნი­კერ­სი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში გა­იქ­ცე და იყი­დო. ეს არის რთუ­ლი კომ­პო­ნენ­ტუ­რი სის­ტე­მა. მწარ­მო­ე­ბე­ლი არას­დროს აწარ­მო­ებს კომ­პო­ნენტს წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის გა­რე­შე", - აღ­ნიშ­ნა ძო­ძუ­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 23 მა­ი­სის ნო­მერ­ში, ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და მი­ი­ღეთ წვდო­მა სტა­ტი­ებ­ზე

"დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური ინტერვიუ: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში იყიდო"

"დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური ინტერვიუ: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში იყიდო"

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა.

ამის შესახებ ძოძუაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "დელტამ" რაკეტების წარმოებისთვის თანხა, თავდაცვის სამინისტროსგან პროცედურებისა და ვადების დაცვით მოითხოვა. ძოძუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ იყო საცეცხლე წერტილები, რომლებსაც არ გააჩნდათ რაკეტები, ასევე შეზღუდვა არსებობდა "საქჰაერონავიგაციისგან", რადგან საჰაერო ზონაში თვითმფრინავი იყო და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით იყო აღჭურვილი, ცა შეზღუდული იყო.

"რა თქმა უნდა, რადარმა ღრუბელი დააფიქსირა, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა "საქჰაერონავიგაციის" მხრიდანაც იყო შეზღუდვა - თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით აღჭურვილი იყო, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე წერტილები რაკეტების გარეშე", - განაცხადა ძოძუაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საცეცხლე წერტილებში რაკეტები არ იყო იმის გამო, რომ არ იყო წარმოებული.

იხილეთ ვიდეო

სსტც "დელტას" ყოფილი ხელმძღვანელი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განმარტავს, რომ შარშან რაკეტების ნაწილის შესყიდვა მოხდა, ნაწილისთვის კი კომპონენტები იქნა შეძენილი, რათა საქართველოში წარმოება მომხდარიყო. ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი დაჯდებოდა.

"არსებობს "თაიმლაინი", რომლის მიხედვითაც მოვითხოვეთ თანხა სამინისტროსგან. ამ "თაიმლაინის" მიხედვით, რაკეტები დამზადდებოდა 15 აპრილისთვის და სისტემაც სრულად იქნებოდა მზად. ეს თანხა არაერთხელ მოვითხოვეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გესაუბრებით დეტალებზე. საქართველოში ერთი რაკეტის წარმოება 150 ლარი დამიჯდებოდა, რაც რამდეჯერმე უფრო იაფია, ვიდრე მისი სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა. როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს", - განაცხადა ძოძუაშვილმა.

კითხვას, რატომ არ მოხდა რაკეტების შეძენა, "დელტას" ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში გაიქცე და იყიდო. ეს არის რთული კომპონენტური სისტემა. მწარმოებელი არასდროს აწარმოებს კომპონენტს წინასწარი შეკვეთის გარეშე", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.

წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ვრცლად "კვირის პალიტრის" 23 მაისის ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი და მიიღეთ წვდომა სტატიებზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."