სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები - "ნაციონალური მოძრაობა" "ზონდერჯგუფის" წევრებს ასახელებს
ვინ არიან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები - "ნაციონალური მოძრაობა" "ზონდერჯგუფის" წევრებს ასახელებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას ასა­ხე­ლებს. პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და დღე­ვან­დე­ლი ჩხუ­ბის კად­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

მისი თქმით, "ზონ­დერჯგუფს" უშუ­ა­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლობს გი­ორ­გი არე­ში­ძე, რო­მელ­თა­ნაც სპორ­ტსმე­ნე­ბი მო­სამ­ზა­დებ­ლად შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის დაც­ვის უფ­როსს გეგა გე­გე­ში­ძეს მიჰ­ყავს. შემ­კვე­თი და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი კი, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვიცე-პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძეა.

"ამ ზონ­დერჯგუ­ფე­ბის უშუ­ა­ლო შემ­ქმნე­ლი და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი არის ვიცე-პრე­მი­ე­რი კახა კა­ლა­ძე. უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს გი­ორ­გი არე­ში­ძე. სწო­რედ ის ქი­რა­ობს სპორ­ტულ დარ­ბაზს, სა­დაც ასე­თი ცემა-ტყე­პის­თვის იწ­ვრთნე­ბი­ან ეს ზონ­დერე­ბი. გი­ორ­გი არე­ში­ძის "ენ­ჯე­ოს" სა­ფარ­ქვეშ კეთ­დე­ბა ეს ზონ­დერ ჯგუ­ფი. რეკ­რუ­ტი­რე­ბას ახ­დენს გეგა გე­გე­ში­ძე, რო­მე­ლიც იყო ჭი­კა­ი­ძის დაც­ვის უფ­რო­სი. მისი ბი­ძაშ­ვი­ლი - ჭი­და­ო­ბის ნაკ­რე­ბის წევ­რი ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძე იყო დღეს მთა­ვა­რი ინი­ცი­ა­ტო­რი ცემა-ტყე­პი­სა. კახი კა­ლა­ძეს­თან ერ­თად არის კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დღეს ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი იყო და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ დარ­ბე­ვას. ეს იგი­ვე კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც გარ­დაბ­ნის არ­ჩევ­ნებ­ზე იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზონ­დერე­ბის უფ­რო­სი. აქ თქვენ ხე­დავთ ჯიჯა გი­გა­ურს, რო­მე­ლიც არის ასე­ვე სპორ­ტსმე­ნი და ზონ­დერჯგუ­ფის წევ­რი. ჩვენ ვახ­დენთ სა­ხე­ე­ბით თი­თო­ე­უ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. ჯერ­ჯე­რო­ბით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს 14 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ში. ესე­ნია: კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი; გიგა ტყე­მა­ლა­ძე - ბრძო­ლა წე­სე­ბის გა­რე­შე; ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძე- ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა; გიო უბი­ლა­ვა - მკლავ­ჭი­დის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია; ნოშ­რე­ვან წურ­წუ­მია - კა­რა­ტეს ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია; ლე­ვან დე­მუ­რია, გი­ორ­გი გი­გა­უ­რი, ლაშა დვა­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ყუ­რუა, და­ვით ხო­რა­ვა, ნიკა ჭკა­დუა, ნიკა ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი და ვახ­ტანგ წურ­წუ­მია", - გა­ნა­ცხა­და გა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ესაა მთა­ვა­რო­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლია კრი­მი­ნა­ლე­ბის ჯგუ­ფი. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გეგ­მავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვინ არიან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები - "ნაციონალური მოძრაობა" "ზონდერჯგუფის" წევრებს ასახელებს

ვინ არიან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები - "ნაციონალური მოძრაობა" "ზონდერჯგუფის" წევრებს ასახელებს

"ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ვინაობას ასახელებს. პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენების ფოტოსურათები და დღევანდელი ჩხუბის კადრები წარმოადგინა.

მისი თქმით, "ზონდერჯგუფს" უშუალოდ ხელმძღვანელობს გიორგი არეშიძე, რომელთანაც სპორტსმენები მოსამზადებლად შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსს გეგა გეგეშიძეს მიჰყავს. შემკვეთი და დამფინანსებელი კი, "ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა.

"ამ ზონდერჯგუფების უშუალო შემქმნელი და დამფინანსებელი არის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებს გიორგი არეშიძე. სწორედ ის ქირაობს სპორტულ დარბაზს, სადაც ასეთი ცემა-ტყეპისთვის იწვრთნებიან ეს ზონდერები. გიორგი არეშიძის "ენჯეოს" საფარქვეშ კეთდება ეს ზონდერ ჯგუფი. რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი. მისი ბიძაშვილი - ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე იყო დღეს მთავარი ინიციატორი ცემა-ტყეპისა. კახი კალაძესთან ერთად არის კობა ტყეშელაშვილი, რომელიც დღეს ასევე ძალიან აქტიური და აგრესიული იყო და ხელმძღვანელობდა ამ დარბევას. ეს იგივე კობა ტყეშელაშვილია, რომელიც გარდაბნის არჩევნებზე იყო "ქართული ოცნების" ზონდერების უფროსი. აქ თქვენ ხედავთ ჯიჯა გიგაურს, რომელიც არის ასევე სპორტსმენი და ზონდერჯგუფის წევრი. ჩვენ ვახდენთ სახეებით თითოეულის იდენტიფიცირებას. ჯერჯერობით იდენტიფიცირებული გვყავს 14 ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. ესენია: კობა ტყეშელაშვილი; გიგა ტყემალაძე - ბრძოლა წესების გარეშე; ვლადიმერ გეგეშიძე- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; გიო უბილავა - მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია; ნოშრევან წურწუმია - კარატეს ეროვნული ფედერაცია; ლევან დემურია, გიორგი გიგაური, ლაშა დვალიშვილი, გიორგი ყურუა, დავით ხორავა, ნიკა ჭკადუა, ნიკა ნანობაშვილი და ვახტანგ წურწუმია", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ესაა მთავარობიდან დაფინანსებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულია კრიმინალების ჯგუფი. დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში გეგმავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."