პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე
"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ცხე­ლის #53-ე უბან­ზე მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე. ვრცელ ფე­ის­ბუქ-პოსტთან ერ­თად თარ­გა­მა­ძე ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლებ­ზეც მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დელ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ზონ­დერჯგუ­ფის" წევ­რე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ცხე­ლის #53-ე უბან­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

"კორ­ცხე­ლის დღე­ვან­დე­ლი უმ­სგავ­სო­ბოს ანა­ტო­მია ახა­ლი არაა. აგერ უკვე ორი წე­ლი­წა­დია ვამ­ბობ, რომ კახი კა­ლა­ძის ცო­ლისძმის ქა­ლა­ქის სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მას შე­უქ­მნეს არა­სამ­თავ­რო­ბო, რომ­ლის სა­ფარ­ქვე­შაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ზონ­დერჯგუ­ფი. ხალ­ხის მოგ­რო­ვე­ბას ამ ჯგუფ­ში ახ­დენს გეგა გე­გე­ში­ძე - ჭი­კა­ი­ძის დაც­ვის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან შსს-ს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის გამბმე­ლი, ლა­ვას ოღ­ლის სა­ზღვა­რე გად­მომ­ყვა­ნი, 20 წლის პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლის სა­ზღვარ­ზე გამ­პა­რე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი მო­ჭი­და­ვე.

ასე­ვე სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას ამ ჯგუფ­ში ახ­დენს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როს ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში, სოჭ­ში მცხოვ­რე­ბი და­ვით ქარ­სე­ლა­ძე, იგი­ვე კა­ლა­ტო­ზა, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ ალი­ან­სში მოწ­მობს რო­გორც რუ­სე­თი­დან მისი მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გა­და­რი­ცხვა კა­ლა­ძეს­თან, ასე­ვე მისი ძმის, ყო­ფი­ლი კრი­მი­ნალ-პო­ლი­ცი­ე­ლის "არ­ჩე­ვა" თბი­ლი­სის ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რედ. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ის ქურ­დე­ბიც, ვის­თა­ნაც კონ­ტაქ­ტობს გეგა გე­გე­ში­ძე. სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურ­დის მონა ვიცე-პრე­მი­ე­რი კა­ლა­ძე.

დღეს ზუგ­დიდ­ში თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს გეგა გე­გე­ში­ძის ძმამ, ასე­ვე მო­ჭი­და­ვე ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძემ, მი­სი­ვე ბი­ძაშ­ვილ­მა გი­ორ­გი (ჯიჯა) გი­გა­ურ­მა, კა­ლა­ძის უკვე სამ­ტრე­დი­ი­სა და გარ­დაბ­ნის არ­ჩევ­ნე­ბი­დან ცნო­ბილ­მა პი­რად­მა ზონ­დერ­მა კობა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა და ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­მა. კა­ლა­ძე­ე­ბო, გე­გე­ში­ძე­ე­ბო, გი­გა­უ­რე­ბო, ტყე­შე­ლაშ­ვი­ლე­ბო, 8 ოქ­ტომ­ბერს თქვე­ნი გლუ­ვი ხა­ზე­ი­ნის ხეზე გა­და­იმ­ტვრევთ ხერ­ხე­მალს! P.S. ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბის - გეგა და ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძე­ე­ბის, ჯიჯა გი­გა­უ­რის, კობა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის სუ­რა­თებს" - წერს გივი თარ­გა­მა­ძე პი­რად გვერ­დზე და მისი თქმით, "ოც­ნე­ბის" ზონ­დერე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე

"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე. ვრცელ ფეისბუქ-პოსტთან ერთად თარგამაძე ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებზეც მისივე თქმით, დღევანდელ ჩხუბში მონაწილე "ქართული ოცნების ზონდერჯგუფის" წევრები არიან ასახულნი. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"კორცხელის დღევანდელი უმსგავსობოს ანატომია ახალი არაა. აგერ უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ კახი კალაძის ცოლისძმის ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ, მას შეუქმნეს არასამთავრობო, რომლის საფარქვეშაც ჩამოყალიბდა ქართული ოცნების ზონდერჯგუფი. ხალხის მოგროვებას ამ ჯგუფში ახდენს გეგა გეგეშიძე - ჭიკაიძის დაცვის ყოფილი უფროსი, ქურდულ სამყაროსთან შსს-ს დანაშაულებრივი კავშირების გამბმელი, ლავას ოღლის საზღვარე გადმომყვანი, 20 წლის პოლიციელის მკვლელის საზღვარზე გამპარებელი, ყოფილი მოჭიდავე.

ასევე საკუთარი ხალხის მობილიზაციას ამ ჯგუფში ახდენს დამნაშავეთა სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ამჟამად რუსეთში, სოჭში მცხოვრები დავით ქარსელაძე, იგივე კალატოზა, რომლის მონაწილეობას ამ ალიანსში მოწმობს როგორც რუსეთიდან მისი მილიონიანი გადარიცხვა კალაძესთან, ასევე მისი ძმის, ყოფილი კრიმინალ-პოლიციელის "არჩევა" თბილისის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ. მობილიზაციაში მონაწილეობას იღებენ ის ქურდებიც, ვისთანაც კონტაქტობს გეგა გეგეშიძე. საერთო ხელმძღვანელობას ამ ჯგუფს უწევს რვა ქურდის მონა ვიცე-პრემიერი კალაძე.

დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს გეგა გეგეშიძის ძმამ, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძემ, მისივე ბიძაშვილმა გიორგი (ჯიჯა) გიგაურმა, კალაძის უკვე სამტრედიისა და გარდაბნის არჩევნებიდან ცნობილმა პირადმა ზონდერმა კობა ტყეშელაშვილმა და ამ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა. კალაძეებო, გეგეშიძეებო, გიგაურებო, ტყეშელაშვილებო, 8 ოქტომბერს თქვენი გლუვი ხაზეინის ხეზე გადაიმტვრევთ ხერხემალს! P.S. ქვემოთ გთავაზობთ ამ ჯგუფის წევრების - გეგა და ვლადიმერ გეგეშიძეების, ჯიჯა გიგაურის, კობა ტყეშელაშვილის სურათებს" - წერს გივი თარგამაძე პირად გვერდზე და მისი თქმით, "ოცნების" ზონდერების ფოტოებს ავრცელებს.

"აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი..." - რას წერს მილანიდან საქართველოში დაბრუნებულ მგზავრებზე ინტერნეტმომხმარებელი

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა