სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ
გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ცხე­ლის #53-ე უბან­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ჩხუბ­ში სპორ­ტსმე­ნე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო ხელ­კე­ტე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ. და­შა­ვე­ბუ­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რი, მათ შო­რის ნიკა მე­ლია, გიგა ბო­კე­რია და თენ­გიზ გუ­ნა­ვა, ასე­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ გზით უს­წორ­დე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, რად­გან არ­ჩევ­ნებს აგებს.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ლაშა გვა­სა­ლია კი, არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვინ მი­იყ­ვა­ნა უბან­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბი. მისი თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მოჰ­ყვა. ასე­ვე, ხელი და­არ­ტყეს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

იხი­ლეთ ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის კად­რე­ბი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, "ოც­ნე­ბა" ამ მე­თო­დით ცდი­ლობს მთა­ვა­რი ოპო­ნენ­ტის ჩა­მო­ცი­ლე­ბას, რად­გან კორ­ცხელ­ში არ­ჩევ­ნებს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" იგე­ბენ: "მსგავ­სი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არას­დროს მი­ნა­ხავს. არ იყო პო­ლი­ცია. თბი­ლი­სი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და რაგ­ბის­ტე­ბი რკი­ნის დუ­ბინ­კე­ბით და კას­ტე­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ კორ­ცხელ­ში არ­ჩევ­ნებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იგებს" - და­წე­რა ნა­დი­რაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

წა­ი­კი­თხეთ:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ზონ­დერჯგუ­ფი... დღეს ზუგ­დიდ­ში თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს" - რა ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს გივი თარ­გა­მა­ძე

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­ცხელ­ში მომ­ხდარ ჩხუბ­ში ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე მო­ჭი­და­ვე ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.

იხილეთ ხელჩართული ჩხუბის კადრები

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით კი, "ოცნება" ამ მეთოდით ცდილობს მთავარი ოპონენტის ჩამოცილებას, რადგან კორცხელში არჩევნებს "ნაციონალები" იგებენ: "მსგავსი განუკითხაობა არასდროს მინახავს. არ იყო პოლიცია. თბილისიდან ჩამოყვანილი მოჭიდავეები და რაგბისტები რკინის დუბინკებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კორცხელში არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" იგებს" - დაწერა ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე.

წაიკითხეთ:

"ქართული ოცნების ზონდერჯგუფი... დღეს ზუგდიდში თავი გამოიჩინეს" - რა ფოტოებს ავრცელებს გივი თარგამაძე

თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, კორცხელში მომხდარ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძეა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."