მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონამ პოლიციელი, რომელმაც იგი ხანძრისგან იხსნა, 18 წლის შემდეგ თავის გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა
გოგონამ პოლიციელი, რომელმაც იგი ხანძრისგან იხსნა, 18 წლის შემდეგ თავის გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა

ჯო­სი­ბელ აპონ­ტემ კო­ნე­კტი­კუ­ტის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­სულ კვი­რა­ში და­ამ­თავ­რა და გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე ის ადა­მი­ა­ნი მი­იწ­ვია,რო­მელ­მაც 18 წლის წინ ის სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა...

18 წლის წინ პო­ლი­ცი­ის ოფი­ცერ­მა პი­ტერ გეტც­მა 5 წლის ჯოსი ბი­ძა­მი­სის ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ბი­ნი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნა უგო­ნოდ იყო, მაგ­რამ გეტც­მა მას ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც თა­ვად­ვე გა­და­იყ­ვა­ნა.

ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ის გმი­რებს ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის მან­ძილ­ზე არ და­უ­კარ­გავთ. ოფი­ცე­რი გეტ­ცი, რო­მელ­საც თა­ვად ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე ინა­ხავ­და ხან­ძრის ად­გი­ლას ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კადრს, რო­მელ­ზეც ჯო­სი­ბე­ლის გა­დარ­ჩე­ნაა ასა­ხუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და გო­გო­ნას გა­ნათ­ლე­ბას სკო­ლა­ში: "უბ­რა­ლოდ მინ­დო­და დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, რომ ის კარ­გად იყო" - უთხრა აწ უკვე გა­დამ­დგარ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ად­გი­ლობ­რივ პრე­სას.

თა­ვის მხრივ, არც პა­ტა­რა ჯო­სი­ბელს და­ვი­წყე­ბია პო­ლი­ცი­ე­ლის სი­კე­თე: "მან მე მე­ო­რედ მა­ჩუ­ქა სი­ცო­ცხლე" - ამ­ბობს გო­გო­ნა.

გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე აპონ­ტემ გეტ­ცი დიდი სი­ხა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ი­პა­ტი­ჟა და 18 წლის შემ­დეგ, მათ კი­დევ ერთი, ბევ­რად უფრო ბედ­ნი­ე­რი ფოტო აქვთ ერ­თად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

გოგონამ პოლიციელი, რომელმაც იგი ხანძრისგან იხსნა, 18 წლის შემდეგ თავის გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა

გოგონამ პოლიციელი, რომელმაც იგი ხანძრისგან იხსნა, 18 წლის შემდეგ თავის გამოსაშვებ საღამოზე დაპატიჟა

ჯოსიბელ აპონტემ კონეკტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასულ კვირაში დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე ის ადამიანი მიიწვია,რომელმაც 18 წლის წინ ის სიკვდილს გადაარჩინა...

18 წლის წინ პოლიციის ოფიცერმა პიტერ გეტცმა 5 წლის ჯოსი ბიძამისის ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანა. გოგონა უგონოდ იყო, მაგრამ გეტცმა მას ადგილზევე აღმოუჩინა პირველადი დახმარება და საავადმყოფოშიც თავადვე გადაიყვანა.

ემოციური ისტორიის გმირებს ერთმანეთი წლების მანძილზე არ დაუკარგავთ. ოფიცერი გეტცი, რომელსაც თავად ორი ქალიშვილი ჰყავს, სამუშაო მაგიდაზე ინახავდა ხანძრის ადგილას ფოტორეპორტიორის მიერ გადაღებულ კადრს, რომელზეც ჯოსიბელის გადარჩენაა ასახული, ყურადღებას აქცევდა გოგონას განათლებას სკოლაში: "უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის კარგად იყო" - უთხრა აწ უკვე გადამდგარმა პოლიციელმა ადგილობრივ პრესას.

თავის მხრივ, არც პატარა ჯოსიბელს დავიწყებია პოლიციელის სიკეთე: "მან მე მეორედ მაჩუქა სიცოცხლე" - ამბობს გოგონა.

გამოსაშვებ საღამოზე აპონტემ გეტცი დიდი სიხარულითა და პატივისცემით მიიპატიჟა და 18 წლის შემდეგ, მათ კიდევ ერთი, ბევრად უფრო ბედნიერი ფოტო აქვთ ერთად...

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა