პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით" - შს მინისტრის მოადგილე ხურჩაში მომხდარ დანაშაულზე
 "სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით" - შს მინისტრის მოადგილე ხურჩაში მომხდარ დანაშაულზე

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ მე­ქა­ნიზმს გა­მო­ი­ყე­ნებს, რათა ხურ­ჩა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩეს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

თა­ლაკ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს მალე მი­მარ­თავს მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლის ძებ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც და­ი­წყე­ბა.

"მინ­და, სამ­ძი­მა­რი ვუ­თხრა გიგა ოთხო­ზო­რი­ას ოჯახს, ეს არის ნამ­დვი­ლად ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა. კი­დევ ერთი უდა­ნა­შა­უ­ლო მსხვერ­პლი იმ უსა­მარ­თლო­ბის, რაც ხდე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. სა­ნამ მკვლე­ლი არ და­ის­ჯე­ბა, ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ მე­ქა­ნიზმს, რომ ეს ფაქ­ტი არ დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი. იცით, რომ შსს-მ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და სუს-ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დახ­მა­რე­ბით უმოკ­ლეს დრო­ში და­ად­გინ­და სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი. რა­შიდ კან­ჯი­ოღ­ლი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით, ასე­ვე, და­მა­ტე­ბით უნდა გი­თხრათ, რომ სულ მალე პრო­კუ­რა­ტუ­რა მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს ძებ­ნის თა­ო­ბა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­თაც და­ი­წყე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა. ეს ადა­მი­ა­ნი უკვე მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. მას ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სრულ­დე­ბა. ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მეგ­რო­ბას­თან, ასე­ვე, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ას­თან და გვაქვს შიდა ეროვ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თას და მის დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ხურ­ჩა­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა ერ­თა­დერ­თი არაა და მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი წარ­სულ­შიც ხდე­ბო­და. არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ 2007-2012 წლებ­ში მომ­ხდა­რი კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც მო­იყ­ვა­ნა. აქვე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ შს სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ პატ­რუ­ლი­რე­ბა შე­სუს­ტე­ბუ­ლი არ არის. "შს სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ პატ­რუ­ლი­რე­ბა არა­თუ შე­სუს­ტე­ბუ­ლი, პი­რი­ქით – გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გარ­კვე­ულ ზო­ნებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ა­საც კი არ უშ­ვე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბე­ბი თა­ვის დრო­ზე იყო მიღ­წე­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, არც ქარ­თულ მხა­რეს და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ა­კონ­ტრო­ლონ სი­ტუ­ა­ცია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს ინ­ცი­დენ­ტი კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნებს, რომ იქ სი­ტუ­ა­ცია არის უკონ­ტრო­ლო. ასე­უ­ლო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლი პატ­რუ­ლი­რებს ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან და რომ არა ჩვე­ნი და­ნა­ყო­ფე­ბის პატ­რუ­ლი­რე­ბა ამ ხა­ზებ­თან, შე­საძ­ლოა, მეტი ინ­ცი­დე­ნი მომ­ხდა­რი­ყო", – გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში.

მი­სი­ვე თქმით, თუ სა­გუ­შა­გო­ე­ბის და­მა­ტე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა მზად არის, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­ზარ­დოს. ამას­თან, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუს-ის ძა­ლის­ხმე­ვით, აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

იკარ ტონიანი
0

ჰო, სულ მაგაზე ფიქრობ შე ჩარუმ შალახო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით" - შს მინისტრის მოადგილე ხურჩაში მომხდარ დანაშაულზე

 "სანამ მკვლელი არ დაისჯება, არ გავჩერდებით" - შს მინისტრის მოადგილე ხურჩაში მომხდარ დანაშაულზე

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო ყველა ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს გამოიყენებს, რათა ხურჩაში მომხდარი ფაქტი დაუსჯელი არ დარჩეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს მალე მიმართავს მომხდარში დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე და რაშიდ კანჯიოღლის ძებნა საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება.

"მინდა, სამძიმარი ვუთხრა გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ეს არის ნამდვილად ტრაგიკული შემთხვევა. კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი იმ უსამართლობის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სანამ მკვლელი არ დაისჯება, ჩვენ არ გავჩერდებით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ მექანიზმს, რომ ეს ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი. იცით, რომ შსს-მ დაიწყო გამოძიება დაუყოვნებლივ და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დახმარებით უმოკლეს დროში დაადგინდა სავარაუდო მკვლელი. რაშიდ კანჯიოღლი პასუხისგებაში მისცა პროკურატურამ 108-ე და 236-ე მუხლებით, ასევე, დამატებით უნდა გითხრათ, რომ სულ მალე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს ძებნის თაობაზე და საერთაშორისო მასშტაბითაც დაიწყება ამ ადამიანის ძებნა. ეს ადამიანი უკვე მიეცა პასუხისგებაში. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და დარწმუნებული ვარ, მასთან მიმართებაში მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგრობასთან, ასევე, ვთანამშრომლობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და გვაქვს შიდა ეროვნული მექანიზმები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის აღკვეთას და მის დასჯას ითვალისწინებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შს მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ ხურჩაში მომხდარი შემთხვევა ერთადერთი არაა და მსგავსი შემთხვევები წარსულშიც ხდებოდა. არჩილ თალაკვაძემ 2007-2012 წლებში მომხდარი კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. აქვე შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება შესუსტებული არ არის. "შს სამინისტროს დანაყოფების მიერ პატრულირება არათუ შესუსტებული, პირიქით – გაძლიერებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გარკვეულ ზონებში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასაც კი არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმებები თავის დროზე იყო მიღწეული. სამწუხაროდ, არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საშუალება, გააკონტროლონ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ იქ სიტუაცია არის უკონტროლო. ასეულობით პოლიციელი პატრულირებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან და რომ არა ჩვენი დანაყოფების პატრულირება ამ ხაზებთან, შესაძლოა, მეტი ინციდენი მომხდარიყო", – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, თუ საგუშაგოების დამატება გახდება საჭირო, ძალოვანი უწყება მზად არის, წარმომადგენლობა კიდევ უფრო გაზარდოს. ამასთან, შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სუს-ის ძალისხმევით, აფხაზეთის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა

"გუმათში შეკრებილები პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ... დაწყებულია გამოძიება" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ - გორის რაიონში ერთი პირია დაკავებული