საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე
 "ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო სა­გა­რეო უწყე­ბა 19 მა­ისს, დე-ფაქ­ტო სა­ზღვარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­ღუპ­ვის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და აცხა­დებს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გან­ხილ­ვას ქარ­თულ მხა­რეს­თან გეგ­მავს.

ე.წ. უწყე­ბის ვერ­სი­ით, სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვებ პუნ­ქტ ნა­ბა­კე­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­სა­ზღვრო და­ნა­ყო­ფის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­სა და ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გიგ­ლა ოთხო­ზო­რი­ას შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი იმის გამო, რომ მას სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბის არ­ქო­ნის გამო, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა აეკ­რძა­ლა. მოვ­ლე­ნე­ბი გაგ­რძელ­და ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ოთხო­ზო­რია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს.

უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტის გან­ხილ­ვას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, გალ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე გეგ­მავს.

გარ­და ამი­სა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რა, ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით, 14-15 ივ­ნისს, ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის მო­რიგ რა­უნ­დზე აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მი­მარ­თვას თხოვ­ნით, გა­დას­ცენ მხა­რეს მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ე.წ. უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ე.წ. სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით.

"ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას იწ­ვევს. ამას­თა­ნა­ვე, სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ, კერ­ძოდ კი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, გა­და­წყვი­ტა ამ ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვის მიზ­ნით და სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის მო­სა­გე­ბად. უწყე­ბამ შე­ა­ფა­სა აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია რო­გორც "სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლო" და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ინ­ცი­დენ­ტის­თვის რუ­სულ მხა­რეს და­ა­კის­რა, რო­მელ­საც "სა­ო­კუ­პა­ციო ძალა" უწო­და", - ნათ­ქვა­მია ე.წ. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 მა­ისს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ქარ­თვე­ლოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოთხმა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბარ­ღე­ბის მკვიდ­რი გიგა ოთხო­ზო­რია, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზუგ­დი­დის ჰოს­პი­ტალ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ძა­ლას.რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბამ სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა მა­ლე­ვე გა­ავ­რცე­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ "თბი­ლის­ში მშვე­ნივ­რად იცი­ან, რომ არც მე­სა­ზღვრე­ებს და არც რუ­სე­თის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს არ ჰქონ­დათ კავ­ში­რი ამ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვას­თან".

"ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

 "ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება 19 მაისს, დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული ინციდენტის განხილვას ქართულ მხარესთან გეგმავს.

ე.წ. უწყების ვერსიით, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ნაბაკევის ტერიტორიაზე აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის სამხედრო მოსამსახურესა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქე გიგლა ოთხოზორიას შორის მოხდა კონფლიქტი იმის გამო, რომ მას საჭირო დოკუმენტების არქონის გამო, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. მოვლენები გაგრძელდა ქართულ ტერიტორიაზე, სადაც ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

უწყება აღნიშნავს, რომ ამ ინციდენტის განხილვას უახლოეს მომავალში, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე გეგმავს.

გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურა, ე.წ. საგარეო უწყების შუამავლობით, 14-15 ივნისს, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე აპირებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვას თხოვნით, გადასცენ მხარეს მათ ხელთ არსებული ყველა მასალა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ე.წ. უწყება აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

"ტრაგიკული ინციდენტი ღრმა მწუხარებას იწვევს. ამასთანავე, სამწუხაროა ისიც, რომ ქართულმა მხარემ, კერძოდ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადაწყვიტა ამ ინციდენტის გამოყენება ვითარების დაძაბვის მიზნით და საინფორმაციო ომში პოლიტიკური ქულების მოსაგებად. უწყებამ შეაფასა აფხაზეთში არსებული სიტუაცია როგორც "სრულიად უკონტროლო" და პასუხისმგებლობა ინციდენტისთვის რუსულ მხარეს დააკისრა, რომელსაც "საოკუპაციო ძალა" უწოდა", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.რუსეთის საგარეო უწყებამ საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა და განაცხადა, რომ "თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონდათ კავშირი ამ სამწუხარო შემთხვევასთან".

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?