27 მაისს Palitranews-ის მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ღია ეთერში, რეალურ დროში, ვიდეოთვალის საშუალებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას ნებისმიერი თამამი და კრიტიკული შეკითხვა დაუსვას. ირაკლი ალასანია დიმიტრი ქუმსიშვილის შემდეგ პირველი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც გამოიჩინა მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ესაუბროს მოქალაქეებს და ნებისმიერი სახის შეკითხვას პასუხი გასცეს ასეთ ღია სატელევიზიო ფორმატში.
ირაკლი ალასანია მოქალაქეების პირისპირ 27 მაისს წარსდგება, თუმცა შეკითხვების მიღება უკვე დაიწყო.
მათ, ვისაც სურს გახდეს ახალი, ინოვაციური სატელევიზიო პროექტის მონაწილე, შეკითხვების გამოგზავნა უკვე უნდა დაიწყოს.
გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება:
✔ Palitranews-ის Facebook გვერდზე დასვით შეკითხვა და გააკეთეთ თეგი #ჩემიკითხვა,
✔ ან გამოგზავნეთ E-mail მისამართზე info@palitranews.ge,
✔ ან მოგვწერეთ SMS ნომერზე - 577 11 11 30,
✔ ან მოგვწერეთ Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30,
✔ ან მოგვწერეთ Skype-ში: Palitra.news
ეს უკვე მოხდა, ჩვენ უკვე ვიხილეთ მაყურებელი რეალურ დროში, სახლიდან გაუსვლელად, გადაცემაში "ჩემი კითხვა" დიმიტრი ქუმსიშვილის პირისპირ;ამჯერად თქვენს კითხვებს ირაკლი ალასანია ელის!
Palitranews-ი, ერთადერთი სრულიად ახალი ამბების ფორმატის ქართული ტელეარხი, ნახევარი წელია მაუწყებლობს. არხისთვის პრიორიტეტული არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მაყურებელთან სრული ინტერაქციაა. ამას მოწმობს Palitranews-ის ორი ახალი პროექტი, - "360 გრადუსი" და ახალი, ინოვაციური ფორმატის პროექტი "ჩემი კითხვა". "360 გრადუსი" Palitranews-ის მთავარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუა, რომელსაც ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გიორგი მიქანაძე უძღვება, 20 მაისიდან კი არხზე "ჩემი კითხვა" გამოჩნდა. გადაცემის წამყვანი ემა ტუხიაშვილია, მასთან ერთად კი, გადაცემის მთავარ სტუმრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკითხვებს მოქალაქეები სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, რეალურ დროში, ვიდეოთვალის საშუალებით, ღია ეთერში უსვამენ.
20 მაისს, გადაცემაში "ჩემი კითხვა" პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ხალხის კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხა, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო. ვიცე-პრემიერმა გადაცემაში 7 მოქალაქის შეკითხვებს უპასუხა.
გადაცემის მიწურულს, "ჩემი კითხვის" წამყვანი ემა ტუხიაშვილი დაინტერესდა, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მინისტრისთვის ახალი, ინოვაციური სატელევიზიო ფორმატი. ჰქონდა თუ არა ღელვასა და ნერვიულობის მომენტი მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტისას, რადგან უშუალოდ მოქალაქესთან კომუნიკაცია გაცილებით რთულია, ვიდრე თუნდაც სხვა ფორმატში ჟურნალისტებთან, ან საზოგადოების სხვა ნაწილთან.
"ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანი ფორმატია, ვიდრე დებატები, რომლებიც იმართება ხოლმე ზოგჯერ ჩვენს მედიაში. მინდა მოგილოცოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული გადაცემაა და წარმატებული გადაცემები იქნება სამომავლოდაც. კომუნიკაცია მოსახლეობასთან არის პრინციპულად აუცილებელი. კითხვები იყო ძალიან კარგი, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი და არ ველოდი ამდენად კარგ კითხვებს. შესაბამისად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს, ვინც კითხვები დამისვა. დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად სრულყოფილად გავეცი პასუხი ამ კითხვებს და სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს გადაცემაში მონაწილეობას", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა გადაცემის ბოლოს.
იხილეთ პირველი გადაცემის სრული ჩანაწერი PALITRANEWS.GE-ზე, ან PALITRANEWS-ის ფეისბუქის გვერდზე.