წლების წინ ერთი ინგილო გოგო, მარტოხელა დედა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცარიელი ხელებით, დაბნეული თვალებით ბედთან საბრძოლველად ჩავიდა და მძიმე რეალობას დაუპირისპირდა. მარტივი არ იყო მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ უზარმაზარ სამყაროში ცხოვრების დაწყება. ბევრი ქარტეხილი დაატყდა თავს, ბევრი სირთულე გადალახა. ალბათ მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ცხოვრება ძალიან ძლიერ ქალად ჩამოაყალიბებდა და წლების შემდეგ სხვის შვილებზე, მათ მომავალსა და ბედნიერებაზე იზრუნებდა. ნანა დუკაშვილ-ზემლოკმა ამერიკაში შროშანების ბაღი გააშენა, რომლის რეალიზებით მიღებულ თანხას ქართველ მიუსაფარ და მარტოხელა ბავშვებს გადმოურიცხავს.
- ამერიკაში პირველად 2006 წლის დეკემბერში ჩამოვედი ჩემს უფროს შვილთან ერთად, მისთვის კარგი მომავლის შექმნა მქონდა ჩაფიქრებული. თუ გახსოვთ, ადრე გადიოდა "მალბოროს" რეკლამა, სადაც ჩანს რანჩო და ფერმერი კაცი ცხენით. მეც მინდოდა, ასეთი რანჩო მქონოდა, მაგრამ მარტოხელა დედა ვიყავი და ეს მხოლოდ ოცნება იყო. ერთადერთი საზრუნავი ჩემი შვილი გახლდათ, რომელ რანჩოზე იყო საუბარი (იღიმის).
- ყვავილების სიყვარული და ინტერესი საიდან გაქვთ?
- ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ჩემს მშობლებს საინგილოში დიდი ეზო და ბაღი აქვთ, იქ დავიბადე და გავიზარდე. დედამ მასწავლა ყვავილების სიყვარული, მამამ - ბაღის მოვლა, ხეხილის მოშენება და ოჯახის სიყვარული. როცა რამე ხეხილი პირველად მოისხამდა, მამა მოკრეფდა და ყველას გვიყოფდა. ბაღში ყოველ წელს მატულობდა ყვავილები. დედა ზოგჯერ უცვლიდა სხვა მეყვავილეებს, ან ჩუქნიდნენ. ყველამ იცის დღესაც, რომ დედას ყვავილები ძალიან უყვარს. ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ყვავილების შეგროვება დამოუკიდებლად დავიწყე. მშობლები ხელს მიწყობდნენ. მამა უვლიდა, გამარგლიდა და რწყავდა, მერე ვარდებიც მოვამრავლე, ამჟამად ძალიან ბევრი ვარდის ძირი უდგათ ჩემს მშობლებს. მამა ხშირად გველაპარაკებოდა მომავალზე, ლამაზ ეზოსა და სიყვარულზე.
- რატომ მოაშენეთ მაინცდამაინც შროშანები?
- შროშანები დედას განსაკუთრებულად უყვარდა განაგრძეთ კითხვა