პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება
როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება

20 წლის წი­ნათ, 1996 წლის მარ­ტში ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნის აშე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ეკო­ნო­მი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის გარ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ზო­ნან­სიც ადექ­ვა­ტუ­რი იყო.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რე კერ­ძო სა­უბ­რებ­ში ამ­ბობ­და, რომ ხელ­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბის, დახ­ვე­წი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი და თავ­გან­წი­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბის წყა­ლო­ბით. ბევ­რი მო­ნა­წი­ლე გულ­წრფე­ლად აღი­ა­რებ­და, რომ თა­ვი­დან არც სჯე­რო­დათ, რომ იმ­ჟა­მინ­დელ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში ასე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო.

ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დენ­ზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ღვე­ვა იყო. სკეპ­ტი­ციზ­მი და პე­სი­მიზ­მი ოპ­ტი­მიზ­მმა შეც­ვა­ლა. "შე­ვიმ ჭეშ­მა­რი­ტად შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო - სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მი­მართ რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდათ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ებს. ამან შე­იძ­ლე­ბა უფრო დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნო­ბის დაც­ვა­ში, ვიდ­რე მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან მო­წე­რილ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­მა",- ენ­თუ­ზი­აზ­მით გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი.

სწო­რედ ბაქო-სუფ­სის პრო­ექ­ტმა გზა გა­უ­კა­ფა ჭეშ­მა­რი­ტად გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს, ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­მა­ვალ ბაქო-ჯე­ი­ხა­ნის ნავ­თობ­სა­დენს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 1999 წლის ნო­ემ­ბერ­ში სტამ­ბოლ­ში და­დე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბოთ­შო­რი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით და­ი­წყო. ბო­ლოს, 2002 წელს, ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას ბაქო-თბი­ლი­სი-ერ­ზე­რუ­მის გაზ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. სი­ცო­ცხლის ყო­ველ­დღი­უ­რი რის­კის და და­უ­ღა­ლა­ვი მოქ­მე­დე­ბის ფა­სად შე­ვარ­დნა­ძემ მი­აღ­წია თა­ვის გრან­დი­ო­ზულ მი­ზანს - ამ პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მძლავ­რი სატ­რან­ზი­ტო ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა.

ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბის პრო­ექ­ტებ­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ და­ი­წე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ­ში. ამ მოკ­ლე წე­რილ­ში მე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დის გახ­სე­ნე­ბა მინ­და.

შე­ვარ­დნა­ძემ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სად 1995 წლის იან­ვარ­ში დამ­ნიშ­ნა. მა­შინ პირ­ვე­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა თა­ვის გეგ­მებ­ზე და მთხო­ვა ყვე­ლა თათ­ბირს დავ­სწრე­ბო­დი, რომ ყვე­ლაფ­რის კურ­სში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რაც გა­მი­ად­ვი­ლებ­და შემ­დგომ­ში მისი შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. კარ­გად მახ­სოვს პირ­ვე­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რა. ჩა­მო­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია იმ კომ­პა­ნი­ე­ბის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბო­და, რომ­ლებ­საც უნდა მი­ე­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნავ­თობ­სა­დე­ნის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რა გზით უნდა გა­ეყ­ვა­ნათ ეს ნავ­თობ­სა­დე­ნი. სა­უბ­რის და­სა­წყი­სი ჩვენ­თვის ყვე­ლა იმე­დის გა­მა­ქარ­წყლე­ბე­ლი იყო: შე­ვარ­დნა­ძი­სათ­ვის მრა­ვა­ლი ქა­თი­ნა­უ­რის თქმი­სა და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ სტუმ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ იყ­ვნენ რუ­სეთ­ში, ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ა­ში და მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნავ­თობ­სა­დე­ნი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ით ნო­ვო­რო­სი­ის­კამ­დე; რომ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ მხო­ლოდ იმი­სათ­ვის, რომ პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ე­ხა­ტათ შე­ვარ­დნა­ძი­სად­მი და პი­რა­დად ეთ­ქვათ მის­თვის ეს ამ­ბა­ვი. ხაზი გა­უს­ვეს, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არ იყო გა­რე­უ­ლი. სტუმ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მხო­ლოდ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ და პო­ლი­ტი­კას სა­ერ­თოდ არ ეკა­რე­ბოდ­ნენ. შე­ვარ­დნა­ძე მშვი­დად, თა­ვა­ზი­ა­ნი ღი­მი­ლით უს­მენ­და დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს და სხვა წევ­რებ­საც. შემ­დეგ კი ხუმ­რო­ბის ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბით და მე­გობ­რუ­ლი ღი­მი­ლით თქვა:"აი ასე­თე­ბი ვართ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი: რო­გორც კი საქ­მე ჭეშ­მა­რი­ტად დიდ პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა, მა­ში­ნათ­ვე ვა­ცხა­დებთ, რომ პო­ლი­ტი­კას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი გვაქვს".

სტუმ­რე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბით უყუ­რებ­დნენ, შე­ვარ­დნა­ძემ კი დას­ძი­ნა: "თუ მხო­ლოდ კო­მერ­ცი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბით სარ­გებ­ლობთ, გა­იყ­ვა­ნეთ ნავ­თობ­სა­დე­ნი პირ­და­პირ სომ­ხე­თის გავ­ლით თურ­ქეთ­ში, ეს ხომ გა­ცი­ლე­ბით იაფი იქ­ნე­ბა ნო­ვო­რო­სი­ის­კის მარ­შრუტ­ზე". თქვა ეს და გა­ი­ცი­ნა და სტუმ­რე­ბიც აყვნენ, ერთი-ორი მათ­გა­ნი პირ­და­პირ ხარ­ხა­რებ­და. (სომ­ხეთ­ზე გა­მა­ვა­ლი მარ­შრუ­ტი ხომ აპ­რი­ო­რი გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის სომ­ხეთ­თან მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბის, ანუ სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო). სა­უბ­რის ატ­მოს­ფე­რო უცებ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. შე­ვარ­დნა­ძემ უთხრა სტუმ­რებს (და ყვე­ლას ეს­მო­და, რომ სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი იყო): "ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ის მარ­შრუ­ტი ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ასე­თი მარ­შრუ­ტის გაყ­ვა­ნა ჩრდი­ლო-კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გახ­დე­ბო­და და ამ მშვი­დო­ბა­ში და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში ეს პრო­ექ­ტი და­მა­ტე­ბით თა­ვის დიდ წვლილს შე­ი­ტან­და. მშვი­დო­ბა კი ყვე­ლა­ფერ­ზე უფრო ძვირ­ფა­სია ჩვენს რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. მაგ­რამ ვწუხ­ვარ, რომ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ისევ გამ­წვავ­დეს და ნავ­თობ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნაც უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. ჩვენ კი მყა­რად ვდგა­ვართ სტა­ბი­ლუ­რო­ბის და დე­მოკ­რა­ტი­ის აღმშე­ნებ­ლო­ბის გზა­ზე და ამ გზი­დან არ­სად გა­და­ვუხ­ვევთ, ამის სრულ გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ. ასე რომ და­ფიქ­რე­ბა და რე­გი­ო­ნის ღრმა მცოდ­ნე ექ­სპერ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცია ნამ­დვი­ლად ღირს". ჩვენ­ში მა­შინ არ­სე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ სა­უბ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე 1995 წლის იან­ვარ­ში, კი­ტო­ვან­მა ისევ შეკ­რი­ბა"რაზ­მი" და და­იძ­რა აფხა­ზე­თის"გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად", მაგ­რამ მო­ხერ­ხდა მისი და­პა­ტიმ­რე­ბა. ეს ამ­ბა­ვი მსოფ­ლიო პრე­სა­შიც მოხ­ვდა. მკი­თხველს ემახ­სოვ­რე­ბა, რომ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ კი­ტო­ვა­ნი მოს­კოვ­ში გა­და­ბარ­გდა სა­ცხოვ­რებ­ლად და პრე­სა წერ­და, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის პავ­ლე გრა­ჩო­ვის აგა­რაკ­ზე ცხოვ­რობ­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება

როგორ ემუქრებოდა ელცინი შევარდნაძეს - ნავთობსადენები, საიდუმლო წერილი და შეუძლებელის შესაძლებლად გარდაქმნის ხელოვნება

20 წლის წინათ, 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აშენების შესახებ. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა ხელშეკრულებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და საერთაშორისო რეზონანსიც ადექვატური იყო.

ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე ყველა მხარე კერძო საუბრებში ამბობდა, რომ ხელმოწერა შესაძლებელი გახდა უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძის შორსმჭვრეტელობის, დახვეწილი დიპლომატიისა და დაუღალავი და თავგანწირული მოქმედების წყალობით. ბევრი მონაწილე გულწრფელად აღიარებდა, რომ თავიდან არც სჯეროდათ, რომ იმჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ასეთი პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილი პოლიტიკური გარღვევა იყო. სკეპტიციზმი და პესიმიზმი ოპტიმიზმმა შეცვალა. "შევიმ ჭეშმარიტად შეუძლებელი შეძლო - საქართველოს ტერიტორიის მიმართ რეალური ეკონომიკური ინტერესი გაუჩნდათ მსოფლიოს წამყვან ნავთობკომპანიებს. ამან შეიძლება უფრო დიდი წვლილი შეიტანოს თქვენი სახელმწიფოს სუვერენობის დაცვაში, ვიდრე მეგობარ ქვეყნებთან მოწერილმა ხელშეკრულებებმა",- ენთუზიაზმით გვეუბნებოდნენ ამერიკელი მეგობრები.

სწორედ ბაქო-სუფსის პროექტმა გზა გაუკაფა ჭეშმარიტად გრანდიოზულ პროექტს, ისევ საქართველოზე გამავალ ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენს, რომლის განხორციელება 1999 წლის ნოემბერში სტამბოლში დადებული სამთავრობოთშორისი ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო. ბოლოს, 2002 წელს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე. სიცოცხლის ყოველდღიური რისკის და დაუღალავი მოქმედების ფასად შევარდნაძემ მიაღწია თავის გრანდიოზულ მიზანს - ამ პროექტების დასრულების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი და მძლავრი სატრანზიტო ფუნქცია შეიძინა.

ნავთობსადენების პროექტებზე საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა, განსაკუთრებით დასავლეთში. ამ მოკლე წერილში მე მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გახსენება მინდა.

შევარდნაძემ სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსად 1995 წლის იანვარში დამნიშნა. მაშინ პირველად დამელაპარაკა თავის გეგმებზე და მთხოვა ყველა თათბირს დავსწრებოდი, რომ ყველაფრის კურსში ვყოფილიყავი, რაც გამიადვილებდა შემდგომში მისი შესაბამისი დავალებების შესრულებას. კარგად მახსოვს პირველი ასეთი შეხვედრა. ჩამოსული დელეგაცია იმ კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლებისაგან შედგებოდა, რომლებსაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ნავთობსადენის დაფინანსებაზე და იმაზე, თუ რა გზით უნდა გაეყვანათ ეს ნავთობსადენი. საუბრის დასაწყისი ჩვენთვის ყველა იმედის გამაქარწყლებელი იყო: შევარდნაძისათვის მრავალი ქათინაურის თქმისა და დიდი პატივისცემის დადასტურების შემდეგ სტუმრებმა განაცხადეს, რომ იყვნენ რუსეთში, ჩრდილო-კავკასიაში და მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობსადენი გაეტარებინათ ჩრდილო-კავკასიით ნოვოროსიისკამდე; რომ თბილისში ჩამოვიდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ პატივისცემა გამოეხატათ შევარდნაძისადმი და პირადად ეთქვათ მისთვის ეს ამბავი. ხაზი გაუსვეს, რომ ამ გადაწყვეტილებაში არანაირი პოლიტიკა არ იყო გარეული. სტუმრებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ და პოლიტიკას საერთოდ არ ეკარებოდნენ. შევარდნაძე მშვიდად, თავაზიანი ღიმილით უსმენდა დელეგაციის ხელმძღვანელს და სხვა წევრებსაც. შემდეგ კი ხუმრობის ინტონაციებით და მეგობრული ღიმილით თქვა:"აი ასეთები ვართ პოლიტიკოსები: როგორც კი საქმე ჭეშმარიტად დიდ პოლიტიკას ეხება, მაშინათვე ვაცხადებთ, რომ პოლიტიკასთან საერთო არაფერი გვაქვს".

სტუმრები გაკვირვებით უყურებდნენ, შევარდნაძემ კი დასძინა: "თუ მხოლოდ კომერციული მოსაზრებებით სარგებლობთ, გაიყვანეთ ნავთობსადენი პირდაპირ სომხეთის გავლით თურქეთში, ეს ხომ გაცილებით იაფი იქნება ნოვოროსიისკის მარშრუტზე". თქვა ეს და გაიცინა და სტუმრებიც აყვნენ, ერთი-ორი მათგანი პირდაპირ ხარხარებდა. (სომხეთზე გამავალი მარშრუტი ხომ აპრიორი გამორიცხული იყო აზერბაიჯანის და თურქეთის სომხეთთან მწვავე დაპირისპირების, ანუ სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო). საუბრის ატმოსფერო უცებ რადიკალურად შეიცვალა. შევარდნაძემ უთხრა სტუმრებს (და ყველას ესმოდა, რომ სრულიად გულწრფელი იყო): "ჩრდილოკავკასიის მარშრუტი ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, ვინაიდან ასეთი მარშრუტის გაყვანა ჩრდილო-კავკასიაში მშვიდობის დამყარების საუკეთესო მტკიცებულება გახდებოდა და ამ მშვიდობაში და სტაბილურობაში ეს პროექტი დამატებით თავის დიდ წვლილს შეიტანდა. მშვიდობა კი ყველაფერზე უფრო ძვირფასია ჩვენს რეგიონში, მათ შორის ეკონომიკის განვითარებისათვის. მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩრდილო კავკასიაში ვითარება შეიძლება ისევ გამწვავდეს და ნავთობსადენის გაყვანაც უბრალოდ შეუძლებელი გახდეს. ჩვენ კი მყარად ვდგავართ სტაბილურობის და დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე და ამ გზიდან არსად გადავუხვევთ, ამის სრულ გარანტიას გაძლევთ. ასე რომ დაფიქრება და რეგიონის ღრმა მცოდნე ექსპერტებთან კონსულტაცია ნამდვილად ღირს". ჩვენში მაშინ არსებული სტაბილური ვითარების დასახასიათებლად შეგახსენებთ, რომ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე 1995 წლის იანვარში, კიტოვანმა ისევ შეკრიბა"რაზმი" და დაიძრა აფხაზეთის"გასათავისუფლებლად", მაგრამ მოხერხდა მისი დაპატიმრება. ეს ამბავი მსოფლიო პრესაშიც მოხვდა. მკითხველს ემახსოვრება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიტოვანი მოსკოვში გადაბარგდა საცხოვრებლად და პრესა წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლე გრაჩოვის აგარაკზე ცხოვრობდა... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია