"არასდროს მისაუბრია პირად ცხოვრებაზე და მინდა გითხრათ, რომ..." - ქუმსიშვილის პასუხი ბლოგერს ოჯახის ბიუჯეტზე

"არასდროს მისაუბრია პირად ცხოვრებაზე და მინდა გითხრათ, რომ..." - ქუმსიშვილის პასუხი ბლოგერს ოჯახის ბიუჯეტზე

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" დაიწყო. პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. პირველი გადაცემის სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გადაცემაში მესამე მოქალაქე, რომელიც მინისტრს ღია ეთერში ესაუბრა, ბლოგერი ანა გელბახიანია.

ანა გელბახიანი: როგორ შეიძლება ეყოს 100 ლარიანი შემოსავალი ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი შვილი?

მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი: "არასდროს მისაუბრია პირად ცხოვრებაზე. სამი შვილის მამა ვარ. მყავს უფროსი ბიჭი, რომელიც არის 20 წლის, მეორე ბიჭი არის 13 წლის და პატარა გოგო 7 წლის. მე ვიცი რას ნიშნავს შვილებზე ზრუნვა და რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი შვილები იყვნენ კარგად.

სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს გაუმჯობესება და გვექნება. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ვალუტის კურსის ევალვაცია. შესაბამისად შემოსვალი, რომელიც მიგვქონდა ოჯახში რომ შვილებისთვის დაგვეხარჯა მცირდებოდა, კომუნალური და ბანკების გადასახადების გამო. მე ვიცი რამდენია საარსებო მინიმუმი ოჯახზე, მაგრამ არ გამოვიყენებ არგუმენტად... 1000 ლარად სამშვილიანი ოჯახის რჩენა ძალიან ძნელია...

საშუალო ხელფასი 2012 წელს თუ გვქონდა 750 ლარი, 2015 წლის მეორე კვარტალში ის ავიდა 1012 ლარზე. რეალური ზრდა საშუალო ხელფასზე გვაქვს 254 ლარი... რომ დავკონკრეტდე, ანა, პასუხი ასეთია: 1000 ლარად ხუთსულიანი ოჯახის რჩენა რთულია. თუმცა ეს არის საცხოვრებელ მინიმუმზე მეტი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: ქუმსიშვილისა და ქართველი ემიგრანტის ემოციური და ცხარე დიალოგი, რომლის შემდეგ მინისტრმა მოქალაქეს გასაუბრება მოუწყო

ყურადღება!!!

27 მაისს, ჩემი კითხვა ირაკლი ალასანიას!

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი მოქალაქეების პირისპირ, ღია ეთერში, Palitranews-ის ტელემაყურებლის კითხვებს უპასუხებს.

26 მაისის ჩათვლით, დასვით ნებისმიერი, თამამი და კრიტიკული კითხვები. ეს არის გადაცემა, სადაც კითხვებს არა ჟურნალისტები, არამედ ხალხი სვამს!

როგორ დავსვა კითხვა? გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

▪ ეწვიეთ Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვით შეკითხვა და გააკეთეთ თეგი ‪#‎ჩემიკითხვა‬,

▪ ან გამოგზავნეთ E-mail მისამართზე info@palitranews.ge,

▪ ან მოგვწერეთ SMS ნომერზე - 577 11 11 30,

▪ ან მოგვწერეთ Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30,

▪ ან მოგვწერეთ Skype-ში: Palitra.news

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."