მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - ყვითელბოტასიანი ფეხი და გურიაში მიღებული დეპეშა
"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - ყვითელბოტასიანი ფეხი და გურიაში მიღებული დეპეშა

რა­ტომ არ უყ­ვარს ლე­ვან წუ­ლა­ძეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი? არის თუ არა იგი ხელ­მარ­ჯვე? ვინ ამ­ზა­დებ­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის კუ­ლი­სებ­ში ხარ­ჩოს? რო­გორ იქ­ცე­ვი­ან მსა­ხი­ო­ბე­ბი გას­ტრო­ლებ­ზე ყოფ­ნი­სას? - ლე­ვან წუ­ლა­ძე თავს გა­დახ­დე­ნილ მხი­ა­რულ ამ­ბებს იხ­სე­ნებს.

ტე­ლე­ფო­ნი

- ტე­ლე­ფო­ნი მა­ღი­ზი­ა­ნებს იმი­ტომ, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ბი­ლურს ვერ სწყდე­ბი­ან. მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი არა ადა­მი­ანს, არა­მედ ქსელს, სამ­ყა­როს. "გა­მორ­თე მო­ბი­ლუ­რი!" - ვე­უბ­ნე­ბი მსა­ხი­ობს, ის კი მი­ყუ­რებს და ამ დროს, "ესე­მესს" წერს. თუ ასე მე­ორ­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე, მერე უკვე ვბრაზ­დე­ბი. ისიც, ჯი­ბე­ში იდებს ტე­ლე­ფონს (ვიბ­რა­ცი­ა­ზე აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი), მაგ­რამ ისევ მო­ლო­დინ­შია. ჰოდა, ვი­თომ მის­მენს, სი­ნამ­დვი­ლე­ში, გო­ნე­ბით სხვა­გან არის. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვრე­კავ. განა, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ? უბ­რა­ლოდ, არ მიყ­ვარს.

"ნე­ტარ­მო­სა­გო­ნე­ბე­ლი" კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო არ­სე­ბობ­და, სა­დაც რე­ჟი­სო­რებს ჰო­ნო­რარს ური­ცხავ­დნენ. ერთხელ და­მე­ზა­რა მის­ვლა და აი, ეს იყო ჩემი შეც­დო­მა. დავ­რე­კე: ბო­დი­ში, მე გახ­ლა­ვართ რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე. - უი, თქვე­ნა ხართ? რა კარ­გია! - გა­ვი­ფიქ­რე, თუ უხა­რი­ათ, ფულს რა­ტომ არ მი­რი­ცხა­ვენ-მეთ­ქი? მერე კი ვუ­თხა­რი: დავ­დგი სპექ­ტაკ­ლი ამა და ამ თე­ატ­რში. - კი, ჩვენ ვნა­ხეთ თქვე­ნი დად­გმა, ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა. - დიდი მად­ლო­ბა, თუკი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩით. ბო­დიშს გიხ­დით, არ შე­გა­წუ­ხებ­დით, მაგ­რამ გა­მი­ჭირ­და და რა­ღაც თან­ხაა, მგო­ნი, 300 მა­ნე­თი. იქ­ნებ მომ­ცეთ. - ვა­ი­მე, 300 მა­ნე­თი უნდა მოგ­ცეთ? - უნდა მომ­ცეთ, აბა, რო­გორ?! - და­ი­ცა­დეთ ერთი წუთი. ლიკა (ვი­ღა­ცას გას­ძა­ხა), რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე რე­კავს, 300 მა­ნე­თი მინ­დაო. ახლა იმის ხმა ის­მის: რა ვქნათ, რომ არა გვაქვს? აბა, ზა­ი­რას ვკი­თხავ. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. - რა ხდე­ბა, რა ორ­გა­ნი­ზა­ცია ხართ-მეთ­ქი? - არა, ბა­ტო­ნო, ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ვარ­თო... თუ რამე შე­მე­შა­ლა, ბო­დი­ში და დიდი მად­ლო­ბა იმ ხალ­ხს, მარ­თლა რომ მო­ი­წა­დი­ნეს ჩემი დახ­მა­რე­ბა და ასე შე­ე­ცად­ნენ.

სურ­ნე­ლი კუ­ლი­სე­ბი­დან

- 90-იანი წლე­ბია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკლს ვდგამ. მა­შინ ყვე­ლას გვცი­ო­და და გვში­ო­და. ბნე­ლი პე­რი­ო­დია, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში ამ­ზა­დებს საჭ­მელს. დად­გმა­ში ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვხე­დავ, მსა­ხი­ო­ბე­ბი კუ­ლი­სის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს იკ­რი­ბე­ბი­ან და ამ მხრი­დან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხარ­ჩოს სუნი მო­დის. ვგრძნობ, ჯერ ხორ­ცი რო­გორ მო­ი­შუ­შა, მერე ნი­ო­რი, ხმე­ლი სუ­ნე­ლი, ძირა ჩა­უ­მა­ტეს. სცე­ნა­ზე წინ მდგო­მი მსა­ხი­ო­ბე­ბი მხრებ­ში იშ­ლე­ბი­ან, ამ დროს სიღ­რმე­ში ვინც დგას, იფა­რე­ბა. თურ­მე, ეს ნა­წი­ლი შერ­ბის კუ­ლის­ში, შე­ჭამს ხარ­ჩოს და გა­მო­დის, მერე მე­ო­რე ნა­წი­ლი შე­დის. გა­დავ­წყვი­ტე, გა­მერ­კვია, რა ხდე­ბო­და. მეც შე­ვე­დი კუ­ლი­სებ­ში. ერთი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რეკ­ვი­ზი­ტო­რი, საშა გვყავს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის დრო­ი­დან მუ­შა­ობს ამ თე­ატ­რში. ის ყო­ველ­დღე, კუ­ლი­სებ­ში კერძს ამ­ზა­დებს. თან, ირ­გვლივ სულ რა­რი­ტე­ტე­ბია. ძია საშა ამ­ბობს, რომ ეს ქვა­ბი კვან­ტა­ლი­ან­მა მო­ი­ტა­ნა, ჭიქა - შავ­გუ­ლი­ძემ, კი­დევ რა­ღაც ნივ­თი - მარ­ჯა­ნიშ­ვილ­მა და ა.შ. ვხე­დავ, რიგი დგას. - ე, ბიჭო, მეც მა­ჭა­მეთ-მეთ­ქი. რაც მთა­ვა­რია, ეს სა­დი­ლე­ბი სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბის დრო­საც კეთ­დე­ბო­და. ასეთ ხარ­ჩო­ზე უარს არც მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ­ბობ­და და ზოგ­ჯერ ისი­ნიც შე­დი­ოდ­ნენ კუ­ლი­სებ­ში, და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად. ისე გა­მო­ვი­და, რომ სპექ­ტაკლს მარ­ტო ვი­ზუ­ა­ლუ­რი კი არა, ყნოს­ვი­თი ეფექ­ტიც შევ­ძი­ნეთ. ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - ყვითელბოტასიანი ფეხი და გურიაში მიღებული დეპეშა

"ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე" - ყვითელბოტასიანი ფეხი და გურიაში მიღებული დეპეშა

რატომ არ უყვარს ლევან წულაძეს მობილური ტელეფონი? არის თუ არა იგი ხელმარჯვე? ვინ ამზადებდა მარჯანიშვილის თეატრის კულისებში ხარჩოს? როგორ იქცევიან მსახიობები გასტროლებზე ყოფნისას? - ლევან წულაძე თავს გადახდენილ მხიარულ ამბებს იხსენებს.

ტელეფონი

- ტელეფონი მაღიზიანებს იმიტომ, რომ მსახიობები მობილურს ვერ სწყდებიან. მე ველაპარაკები არა ადამიანს, არამედ ქსელს, სამყაროს. "გამორთე მობილური!" - ვეუბნები მსახიობს, ის კი მიყურებს და ამ დროს, "ესემესს" წერს. თუ ასე მეორდება რამდენჯერმე, მერე უკვე ვბრაზდები. ისიც, ჯიბეში იდებს ტელეფონს (ვიბრაციაზე აქვს დაყენებული), მაგრამ ისევ მოლოდინშია. ჰოდა, ვითომ მისმენს, სინამდვილეში, გონებით სხვაგან არის. საერთოდ, ძალიან იშვიათად ვრეკავ. განა, წინააღმდეგი ვარ? უბრალოდ, არ მიყვარს.

"ნეტარმოსაგონებელი" კომუნისტების დროს საავტორო უფლებების სპეციალური ორგანო არსებობდა, სადაც რეჟისორებს ჰონორარს ურიცხავდნენ. ერთხელ დამეზარა მისვლა და აი, ეს იყო ჩემი შეცდომა. დავრეკე: ბოდიში, მე გახლავართ რეჟისორი ლევან წულაძე. - უი, თქვენა ხართ? რა კარგია! - გავიფიქრე, თუ უხარიათ, ფულს რატომ არ მირიცხავენ-მეთქი? მერე კი ვუთხარი: დავდგი სპექტაკლი ამა და ამ თეატრში. - კი, ჩვენ ვნახეთ თქვენი დადგმა, ძალიან მოგვეწონა. - დიდი მადლობა, თუკი კმაყოფილი დარჩით. ბოდიშს გიხდით, არ შეგაწუხებდით, მაგრამ გამიჭირდა და რაღაც თანხაა, მგონი, 300 მანეთი. იქნებ მომცეთ. - ვაიმე, 300 მანეთი უნდა მოგცეთ? - უნდა მომცეთ, აბა, როგორ?! - დაიცადეთ ერთი წუთი. ლიკა (ვიღაცას გასძახა), რეჟისორი ლევან წულაძე რეკავს, 300 მანეთი მინდაო. ახლა იმის ხმა ისმის: რა ვქნათ, რომ არა გვაქვს? აბა, ზაირას ვკითხავ. ატყდა ერთი ამბავი. - რა ხდება, რა ორგანიზაცია ხართ-მეთქი? - არა, ბატონო, ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი ვართო... თუ რამე შემეშალა, ბოდიში და დიდი მადლობა იმ ხალხს, მართლა რომ მოიწადინეს ჩემი დახმარება და ასე შეეცადნენ.

სურნელი კულისებიდან

- 90-იანი წლებია, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვდგამ. მაშინ ყველას გვციოდა და გვშიოდა. ბნელი პერიოდია, ხალხი ქუჩაში ამზადებს საჭმელს. დადგმაში ბევრი მსახიობი მონაწილეობს. რეპეტიციებზე ვხედავ, მსახიობები კულისის მარჯვენა მხარეს იკრიბებიან და ამ მხრიდან, არაჩვეულებრივი ხარჩოს სუნი მოდის. ვგრძნობ, ჯერ ხორცი როგორ მოიშუშა, მერე ნიორი, ხმელი სუნელი, ძირა ჩაუმატეს. სცენაზე წინ მდგომი მსახიობები მხრებში იშლებიან, ამ დროს სიღრმეში ვინც დგას, იფარება. თურმე, ეს ნაწილი შერბის კულისში, შეჭამს ხარჩოს და გამოდის, მერე მეორე ნაწილი შედის. გადავწყვიტე, გამერკვია, რა ხდებოდა. მეც შევედი კულისებში. ერთი არაჩვეულებრივი რეკვიზიტორი, საშა გვყავს, რომელიც ჯერ კიდევ მარჯანიშვილის დროიდან მუშაობს ამ თეატრში. ის ყოველდღე, კულისებში კერძს ამზადებს. თან, ირგვლივ სულ რარიტეტებია. ძია საშა ამბობს, რომ ეს ქვაბი კვანტალიანმა მოიტანა, ჭიქა - შავგულიძემ, კიდევ რაღაც ნივთი - მარჯანიშვილმა და ა.შ. ვხედავ, რიგი დგას. - ე, ბიჭო, მეც მაჭამეთ-მეთქი. რაც მთავარია, ეს სადილები სპექტაკლის მსვლელობის დროსაც კეთდებოდა. ასეთ ხარჩოზე უარს არც მაყურებელი ამბობდა და ზოგჯერ ისინიც შედიოდნენ კულისებში, დასაგემოვნებლად. ისე გამოვიდა, რომ სპექტაკლს მარტო ვიზუალური კი არა, ყნოსვითი ეფექტიც შევძინეთ. ... განაგრძეთ კითხვა

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?