ცხოვრებაში ვიღაც უნდა გადახაზო, ვიღაც შემოხაზო და ვიღაცას მოუხაზო, - ეს განცხადება, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა. როგორც ქეთი დოლიძემ გადაცემა "პრიორიტეტებში" აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით მოიგებს. მოხაზვით კი, ქეთი დოლიძის თქმით, "ნაციონალებს მოუხაზავს და ყოველთვის მართალი იქნება."
ქეთი დოლიძე: ცხოვრებაში უნდა შეძლო რომ გააკეთო სწორი არჩევანი. ვიღაცა გადახაზო (ფეისბუქიდან ამოვიღე დღეს), ვიღაცა შემოხაზო და ვიღაცას მოუხაზო, უკაცრავად სლენგისთვის...
წამყვანი: თქვენ ვის უნდა მოუხაზოთ, ქალბატონო ქეთი?
ქეთი დოლიძე: მე შემოვხაზავ იმას, ვინც შემოვხაზე ოთხი წლის წინ. ხელისუფლებას სჭირდება ავანსი და დღეს ძალიან ადვილია კრიტიკა. მაინც ვიცი რომ "ოცნება" მოიგებს დიდი უპირატესობით. როგორ შეიძლება უშეცდომო იყო. ყველა მინისტრმა გაამართლოს. მილიონახევარი თუ გასულია, სად უნდა იპოვო... ნაციონალებს მოვუხაზავ ყოველთვის..."დასწინა ქეთი დოლიძემ.
იხილეთ ვიდეო