ქუმსიშვილისა და ქართველი ემიგრანტის ემოციური და ცხარე დიალოგი, რომლის შემდეგ მინისტრმა მოქალაქეს გასაუბრება მოუწყო

ქუმსიშვილისა და ქართველი ემიგრანტის ემოციური და ცხარე დიალოგი, რომლის შემდეგ მინისტრმა მოქალაქეს გასაუბრება მოუწყო

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" დაიწყო. პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. პირველი გადაცემის სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გადაცემაში მეორე მოქალაქე, რომელიც მინისტრს ღია ეთერში ესაუბრა, ნინო მამუკაძეა, ემიგრანტი იტალიიდან.

"ჩემს კითხვაზე პასუხი იქნება, პასუხი ყველა ემიგრანტისთვის"- ასე დაიწყო ემიგრანტმა ქალბატონმა თავისი დიალოგი მინისტრთან და სთხოვა არ შემოფარგლულიყო ზოგადი პასუხით.

"ჩემი კითხვა არ არის რიტორიკული. მე არ ვთამაშობ პატრიოტობანას. მე ჩემი 12 წლის შვილი მომყავს იტალიაში, ჩემს მეგობარს თავისი შვილები მოჰყავს იტალიაში საცხოვრებლად. ვინც მოახერხა თავის დაკანონება იტალიაში, ყველას მოჰყავს შვილები აქ. მეხუთე წელია ემიგრაციაში ვიმყოფები და მხოლოდ 2 ადამიანი გავიცანი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა. ტოსკანას რეგიონში 20 ათასზე მეტი ქართველია რეგალურად. იმის იქით აღარ ვიცი.

მინისტრი:- საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში სად ხედავთ თქვენს თავს?

ნინო: ჩემი პროფესიით პირველ რიგში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა ვიმუშავო დილიდან საღამოს 8 საათამდე და გამოვიმუშავო 400 ლარამდე...

მინისტრი: მოდით მე დაგისმევთ კითხვას. იქნებ სამსახურიც გიშოვოთ. თუ გაქვთ გაგაზავნილი თქვენი ინფორმაცია რომელიმე ტელევიზიაში. თქვენ უნდა ფლობდეთ სამ ენას, ინგლისურს, ბავშვობიდან რუსულს...  სამი ენით, მაგისტრის ხარისხით, თქვენ ისე კარგად მომიმზადეთ შეკითხვა, არ მგონია არ გაგიჭირდებათ საქართველოში სამსახურის პოვნა...

ნინო: ბატონო დიმიტრი, როგორ ფიქრობთ ეს არ გავაკეთე უკანასკნელი წლების მანძილზე? ...

პროექტის წამყვანი კითხვის ავტორს დაპირდა, რომ მინისტრთან საუბარს კადრს მიღმაც გაგრძელებდა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: "არასდროს მისაუბრია პირად ცხოვრებაზე და მინდა გითხრათ, რომ..." - ქუმსიშვილის პასუხი ბლოგერს ოჯახის ბიუჯეტზე

დიმიტრი ქუმსიშვილს პირდაპირ ეთერში კადრში "შეუვარდნენ"

ყურადღება!!!

27 მაისს, ჩემი კითხვა ირაკლი ალასანიას!

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი მოქალაქეების პირისპირ, ღია ეთერში, Palitranews-ის ტელემაყურებლის კითხვებს უპასუხებს.

26 მაისის ჩათვლით, დასვით ნებისმიერი, თამამი და კრიტიკული კითხვები. ეს არის გადაცემა, სადაც კითხვებს არა ჟურნალისტები, არამედ ხალხი სვამს!

როგორ დავსვა კითხვა? გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისათვის გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი საშუალება.

▪ ეწვიეთ Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვით შეკითხვა და გააკეთეთ თეგი ‪#‎ჩემიკითხვა‬,

▪ ან გამოგზავნეთ E-mail მისამართზე info@palitranews.ge,

▪ ან მოგვწერეთ SMS ნომერზე - 577 11 11 30,

▪ ან მოგვწერეთ Viber-ში ნომერზე - 577 11 11 30,

▪ ან მოგვწერეთ Skype-ში: Palitra.news

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია