PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" დაიწყო. პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. პირველი გადაცემის სტუმარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.
გადაცემა მცირე "ინციდენტით" დაიწყო. წამყვანის მიერ მინისტრის პირდაპირ ეთერში წარდგენას ტექნიკური პერსონალის კადრში შესვლა დაემთხვა... (ნახეთ ვიდეო)