სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგეგმება თუ არა მარტვილის კანიონის გასხვისება - გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
იგეგმება თუ არა მარტვილის კანიონის გასხვისება - გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის გას­ხვი­სე­ბა არ იგეგ­მე­ბო­და და არც იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის გა­ყიდ­ვა იგეგ­მე­ბა.

"ცალ­სა­ხად გვინ­და გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი არის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ბუ­ნე­ბის ძეგლი და მისი გას­ხვი­სე­ბა კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა - შე­სა­ბა­მი­სად მისი გას­ხვი­სე­ბა არ იგეგ­მე­ბო­და და არც იგეგ­მე­ბა!

გან­ვმარ­ტავთ, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის ბუ­ნე­ბის ძეგლ­ზე, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვან ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტზე, არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ვერ დარ­ჩე­ბო­და და იმის­თვის, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­მა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის­თვის ვი­ზი­ტო­რე­ბი მო­წეს­რი­გე­ბულ, კომ­ფორ­ტულ და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ტყვის გა­რე­მო­ში მი­ი­ღოს, 2015 წლის ნო­ემ­ბრი­დან შენ­დე­ბა ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრი ბი­ლი­კე­ბით, ხი­დე­ბით, ნავ­მი­სად­გო­მი­თა და ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უტარ­დე­ბა და­დი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ულ კი­ბე­სა და წის­ქვილს.

კა­ნი­ო­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის პრო­ცეს­ში, მთავ­რო­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და კა­ნი­ო­ნის სა­წყა­ლოს­ნო მო­ნაკ­ვეთ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სის მარ­თვის უფ­ლე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნის ნაც­ვლად პირ­და­პი­რი წე­სით გა­და­ე­ცა შპს-ს "ოფუ­ცხოი," რო­მელ­შიც 80-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი ოჯა­ხია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სერ­ვი­სის გა­და­ცე­მა მოხ­და გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, ვი­ზი­ტორ­თა უსაფრ­თხო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტროს უშუ­ა­ლო და რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. შე­დე­გად, მიღ­წე­უ­ლია უპ­რე­ცე­დენ­ტო და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, როცა სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს და აკე­თებს ფუნ­და­მენ­ტურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ხოლო მის მარ­თვას იღებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია.

სამ­წუ­ხა­როა, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ამ პრო­ცეს­ში დი­სო­ნან­სის შე­ტა­ნა­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის ხე­ლის შეშ­ლას ცდი­ლობს. თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა, არ აჰ­ყვეს ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­სა და მო­ემ­ზა­დოს ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სის ეფექ­ტუ­რი მარ­თვი­სათ­ვის. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მალე ღირ­სე­ულ მას­პინ­ძლო­ბას გა­ვუ­წევთ კა­ნი­ო­ნის სტუმ­რებს", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

იგეგმება თუ არა მარტვილის კანიონის გასხვისება - გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იგეგმება თუ არა მარტვილის კანიონის გასხვისება - გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მარტვილის კანიონის გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება, - ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

გარემოს დაცვის სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარტვილის კანიონის გაყიდვა იგეგმება.

"ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ მარტვილის კანიონი არის დაცული ტერიტორია, ბუნების ძეგლი და მისი გასხვისება კანონს ეწინააღმდეგება - შესაბამისად მისი გასხვისება არ იგეგმებოდა და არც იგეგმება!

განვმარტავთ, რომ მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტზე, არსებული უამრავი პრობლემა მოუგვარებელი ვერ დარჩებოდა და იმისთვის, რომ მარტვილის კანიონმა ტურისტული სეზონისთვის ვიზიტორები მოწესრიგებულ, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესატყვის გარემოში მიიღოს, 2015 წლის ნოემბრიდან შენდება ვიზიტორთა ცენტრი ბილიკებით, ხიდებით, ნავმისადგომითა და ყველა აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურით. რეაბილიტაცია უტარდება დადიანების ისტორიულ კიბესა და წისქვილს.

კანიონის რეაბილიტაციის და არსებული ვითარების მოწესრიგების პროცესში, მთავრობამ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და კანიონის საწყალოსნო მონაკვეთზე ტურისტული სერვისის მართვის უფლება აუქციონზე გატანის ნაცვლად პირდაპირი წესით გადაეცა შპს-ს "ოფუცხოი," რომელშიც 80-მდე ადგილობრივი ოჯახია გაერთიანებული. სერვისის გადაცემა მოხდა გარკვეული პირობებით, რომლებიც, ძირითადად, ვიზიტორთა უსაფრთხოებას უკავშირდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვს კანიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. შედეგად, მიღწეულია უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური შეთანხმება, როცა სახელმწიფო აფინანსებს და აკეთებს ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, ხოლო მის მართვას იღებს ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კომპანია.

სამწუხაროა, რომ რამდენიმე ადამიანი ამ პროცესში დისონანსის შეტანასა და მშენებლობის პროცესის ხელის შეშლას ცდილობს. თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ეყოფა გონიერება, არ აჰყვეს ამ პროვოკაციასა და მოემზადოს ტურისტული სერვისის ეფექტური მართვისათვის. ერთობლივი ძალისხმევით მალე ღირსეულ მასპინძლობას გავუწევთ კანიონის სტუმრებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია