მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 19 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იქნა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია, რომ­ლი­თაც, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, პა­სუ­ხი აქვს გა­ცე­მუ­ლი "ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და საქ­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბით უსა­ფუძ­ვლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­უ­სა­ბუ­თე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს".

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პუბ­ლი­კა­ცია წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კი­დევ ერთ მცდე­ლო­ბას და ამი­ტომ, აუ­ცი­ლებ­ლად ვთვლით გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია იმა­ვე სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლებ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­უბ­რობს თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

აქვე გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მზად ვართ პა­სუ­ხი გავ­ცეთ ყვე­ლა იმ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეთ იუ­რის­ტებს, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს.

ად­ვო­კა­ტე­ბი: იო­სებ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ კვი­ჟი­ნა­ძე , ლე­ვან სა­მუ­შია, გი­ორ­გი სა­მუ­შია.

კი­თხვა: იყ­ვნენ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ი­ყო თან­ხა მთავ­რო­ბი გან­კარ­გუ­ლე­ბით და რაზე გა­ი­ხარ­ჯა სი­ნამ­დვი­ლე­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა (მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში - გაფ­ლან­გვა), შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ნივ­თი ან ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბა იმ­ყო­ფე­ბა გამ­ფლან­გვე­ლის მარ­თლზო­მი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში ან გამ­გებ­ლო­ბა­ში, ხოლო თუ გაფ­ლან­გვა ჩა­დე­ნი­ლია წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, ნივ­თი ან ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბა უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის მი­ნი­მუმ ერთი წევ­რის მარ­თლზო­მი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში ან გამ­გებ­ლო­ბა­ში, ხოლო სხვა წევ­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში უნდა იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ აღ­ნიშ­ნულ პირ­თან; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაფ­ლან­გვის სუ­ბი­ექ­ტი არის სპე­ცი­ა­ლუ­რი პირი, რო­მელ­საც მინ­დო­ბი­ლი ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი ან ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბა.

მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ გაფ­ლან­გუ­ლად შე­რა­ცხუ­ლი თან­ხა - 4 102 872,6 ლარი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბულ­თა მარ­თლზო­მი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში ან გამ­გებ­ლო­ბა­ში.

ჩვენს მიერ ზე­მოთ ვრცლად იქნა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2013 წლის #79, #323 და # 339 ბძა­ნე­ბე­ბი, სხვა ამო­ცა­ნებ­თან ერ­თად, მიზ­ნად ისა­ხავ­და სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყოფს შო­რის უწყვე­ტი კავ­ში­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ამ ამო­ცა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი იყო ჯგუ­ფი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ზაზა ბრო­ლა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ჯგუფ­ში შე­დი­ო­და ყვე­ლა ის ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ასე­ვე ით­ქვა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლის, გ.ღლონ­ტის 2013 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც მან მი­მარ­თა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზ. ბრო­ლა­ძეს და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ სს "სილ­ქნე­ტის" მიერ წარ­დგე­ნი­ლი 4 წი­ნა­და­დე­ბი­დან მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა N3 ვა­რი­ან­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბით 5 500 000 ლარი დღგ-ს გა­რე­შე. მოხ­სე­ნე­ბით ბა­რათს თა­ვი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ით და­ე­თან­ხმა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა ბრო­ლა­ძე (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N100).

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის 2013 წლის 6 თე­ბერ­ვლის N79, 7 აპ­რი­ლის N323 და 25 აპ­რი­ლის N339 ბრძა­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­თე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზ. ბრო­ლა­ძე, რომ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მო­წო­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და.

ზ.ბრო­ლა­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბით მას, რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ევა­ლე­ბო­და სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და რომ 2013 წლის 08 ოქ­ტომ­ბერს, თა­ვი­სი რე­ზო­ლუ­ცი­ით და­ე­თან­ხმა ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბას (იხ.ზ.ბრო­ლა­ძის ჩვე­ნე­ბა - 15.12.2015; 14:11-14:13;14:18; 14:53; 14:58 სთ).

2013 წლის 20 ნო­ემ­ბერს ზაზა ბრო­ლა­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლდა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ა.ბა­ტი­აშ­ვილ­მა N MOD 713 000 95 005 წე­რი­ლით მი­მარ­თა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვილს და ითხო­ვა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოპ­ტი­კის ხა­ზი­სა და მის შე­სა­ერ­თებ­ლად სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რის შეს­ყიდ­ვი­სათ­ვის გა­მოჰ­ყო­ფო­და 5 000 000 ლარი (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N12; გვ.14-15; აგ­რეთ­ვე N 221; გვ.5).

ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, ტერ­მი­ნი "ოპ­ტი­კის ხაზი" მან მო­ი­ფიქ­რა და გა­მო­ი­ყე­ნა 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის საგ­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად: "ოპ­ტი­კის ხაზ­ში" იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც იყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­გან­ში. წვე­რი, უსას­ყიდ­ლო იჯა­რა, მომ­სა­ხუ­რე­ბა და სა­ერ­თოდ რაც არის. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის და­ნარ­თე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­გან­ში გან­სა­ზღვრუ­ლი და ეს, ასე ვთქვათ , ერთი სი­ტყვით, არის "ოპ­ტი­კის ხაზი" (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 13:17 სთ; აგ­რეთ­ვე 13:18; 13:19 სთ).

აქვე გვსურს, მო­ვიყ­ვა­ნოთ მოკ­ლე ამო­ნა­რი­დი ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლის და­კი­თხვის ოქ­მი­დან:

"პრო­კუ­რო­რი: ნ.აღ­ლე­მაშ­ვი­ლი: რა­ტომ ჩა­წე­რეთ "ოპ­ტი­კის ხაზი" და არ ჩა­წე­რეთ დე­ტა­ლუ­რად?

ა .ბა­ტი­აშ­ვი­ლი: მა­შინ უნდა გა­და­წე­რი­ლი­ყო მთე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­გა­ნი, რო­მელ­შიც სა­გან­ში კი­დევ რამ­დე­ნა­დაც მე მახ­სოვს იქ არის და­ნარ­თე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. იქ არის და­ნარ­თე­ბი, ანუ და­ნარ­თე­ბიც გად­მო­მე­წე­რა? იმი­ტომ რომ რე­ა­ლუ­რად ეს მოკ­ლედ და­ხა­სი­ათ­და, სა­ხე­ლი ეწო­და ესე­თი, არ ვიცი ეს თქვე­ნი შე­სა­ფა­სე­ბე­ლია ტერ­მი­ნო­ლო­გია რამ­დე­ნად კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის.... იგი­ვეს გე­უბ­ნე­ბით.... და და­ვა­მა­ტებ, რე­ა­ლუ­რად მარ­თლა პი­რა­დად იცოდ­ნენ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ იცო­და ამის შე­სა­ხებ და ამას­თა­ნა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი არ­სე­ბობ­და და მათ თუ და­ა­ინ­ტე­რე­სებ­დათ ჩა­ხე­დავ­დნენ და ნა­ხავ­დნენ" (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 14:21-14:23 სთ).

ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ტერ­მი­ნი "ოპ­ტი­კის ხაზი" იყო მისი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და ეს სა­კი­თხი არ შე­უ­თან­ხმე­ბია არ­ცერთ ბრალ­დე­ბულ­თან (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 13:21 სთ).

ა .ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის სის­წო­რეს ადას­ტუ­რებს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის რ.გი­უ­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­მაც შე­ად­გი­ნა ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის მიერ 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი. რ.გი­უ­ნაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, წე­რი­ლის შედ­გე­ნის და­ვა­ლე­ბა მან მი­ი­ღო მი­ნის­ტრის მა­ოდ­გი­ლე ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც კუ­რი­რებ­და ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენტს; ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რ.გი­უ­ნაშ­ვილს არ­ცერთ სხვა პირ­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია (იხ.რ.გი­უ­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 25.01.2016; 13:21 - 13:25 სთ).

ბრალ­დე­ბის მხა­რის 2015 წლის 8 იან­ვრის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას "ყა­და­ღის და­დე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე" , რომ­ლის მე-12 გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია შემ­დე­გი: - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 7 მარ­ტის N54 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის რეგ­ლა­მენ­ტის მე-8 მუხ­ლის თა­ნახ­მად მთავ­რო­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტრო­ებს. რეგ­ლა­მენ­ტის მე-10 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ექტს თან უნდა ერ­თვო­დეს: "გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი, რო­მელ­შიც აი­სა­ხე­ბა წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის არსი, ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, მისი მი­ღე­ბის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის მოკ­ლე ვა­დებ­ში მი­ღე­ბის (გა­მო­ცე­მის) და­სა­ბუ­თე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გი, იმ შე­დე­გე­ბის სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბა, რომ­ლებ­საც გა­მო­იწ­ვევს წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ღე­ბა. გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა აგ­რეთ­ვე პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი (ავ­ტო­რე­ბი) და წარმდგე­ნი; თან­დარ­თუ­ლი მა­სა­ლე­ბი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში), რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს: მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (პრო­ექ­ტის სა­ხით პრე­ზი­დენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში), ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ან სხვა შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი; პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცია" (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N234; გვ.12).

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სს "სილ­ქნეტს" შო­რის და­სა­დე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დათ რო­გორც ფი­ნანსთა მი­ნისტრს, ისე მთავ­რო­ბის სხვა წევ­რებს. უფრო მე­ტიც, ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის საგ­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, მთავ­რო­ბა და ყვე­ლა ის პირი, ვი­საც დაშ­ვე­ბა ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებ­თან და შემ­ხებ­ლო­ბა გა­აჩ­ნდა აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტთან.

ამო­ნა­რი­დი ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლის და­კი­თხვის ოქ­მი­დან:

ად­ვო­კა­ტი: "თუ სწო­რად გა­ვი­გე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ ზუს­ტად იცო­და, რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც იდე­ბო­და?"

ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლი: "თა­ვის­თა­ვად არა მარ­ტო ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ, მთავ­რო­ბა­მაც და ბევ­რმა, ვი­საც დაშ­ვე­ბა ჰქონ­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ზე და გარ­კვე­უ­ლი შემხბ­ლო­ბა გა­აჩ­ნდა ამ პრო­ექტთან; მთავ­რო­ბამ იცო­და, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ იცო­და, ეკო­ნო­მი­კა­მაც იცო­და თუ რას ყი­დუ­ლობ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რომ ყი­დუ­ლობ­და 24 წვერს, 2 წვერს და 4 წვერს, აპა­რა­ტუ­რას და მომ­სა­ხუ­რე­ბას".

ად­ვო­კა­ტი: "ანუ, რაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ჩა­ი­წე­რა შემ­დეგ, ზუს­ტად ეს ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ მათ, რომ ამა­ზე იდე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა?"

ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლი: "არსი ძი­რი­თა­დი რა თქმა უნდა, ანუ რა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი... ანუ 24 წვერ­ზე, 4 წვერ­ზე, 2 წვერ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე... ვთქვათ.. შე­იძ­ლე­ბა ეხლა, კონ­კრე­ტუ­ლი 1000 ლა­რი­ა­ნი არ ით­ქვა, მაგ­რამ მომ­სა­ხუ­რე­ბა რომ იყო იაფი და ასე­ვე აპა­რა­ტუ­რაც თა­ვის­თა­ვად ეხლა... ძი­რი­თა­დად ეხლა წვე­რე­ბის აქ­ცენ­ტი ყვე­ლამ კარ­გად იცო­და, რომ 72 წვე­რი­დან თავ­დაც­ვა ყი­დუ­ლობ­და 24-ს, და პლი­უს 2-ს, და პლი­უს 4-ს"... (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 13:20 სთ).

ა.ბა­ტი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მას პი­რა­დად ჰქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურ­თან (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 14:20 სთ).

"ყა­და­ღის და­დე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე" 2015 წლის 08 იან­ვრის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ ხაზ­გას­მუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის რეგ­ლა­მენ­ტის მე-10 მუხ­ლის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე",2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექტთან და გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­თან ერ­თად ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სათ­ვის უნდა გა­და­ეგ­ზავ­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტიც, რად­გან 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი არ­სე­ბობ­და, რაც არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა" (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N 234; გვ.12). მოწ­მე ა. ბა­ტი­აშ­ვილ­მა, და­კი­თხვის დროს ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ მთავ­რო­ბის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, სწო­რედ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გა­აჩ­ნდა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, წა­რედ­გი­ნა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი სა­კი­თხის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­ხილ­ვის დროს, ხოლო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, არც მთავ­რო­ბის რეგ­ლა­მენ­ტით და არც რო­მე­ლი­მე სხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით არ ევა­ლე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის გაგ­ზავ­ნა (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 13:21 -13:23 სთ).

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტის ნა­ერ­თი და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ფორ­მი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ინგა გურ­გე­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვის დროს გან­მარ­ტა, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი გა­მო­თხო­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში წა­რად­გი­ნა მხო­ლოდ გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მომ­ზად­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე. ი.გურ­გე­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძეს არ მო­უ­თხო­ვია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის გა­მო­თხო­ვა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან "იყო წლის ბოლო, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად და ესე გა­კეთ­და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით; შე­ვე­კი­თხე რას ვა­კე­თებთ-თქო და მი­თხრეს: მო­ამ­ზა­დე, მო­ამ­ზა­დეო" (იხ.ი.გურ­გე­ნი­ძის ჩვე­ნე­ბა - 18.03.2016; 13:34 სთ).

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნ.ხა­დურ­მა, 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, N04-02/97804 წე­რი­ლით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ი.ღა­რი­ბაშ­ვილს. მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რად­გენ­და მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექტს "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის თან­ხის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ." ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის წე­რილს თან ახ­ლდა საქრთვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი და გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი. გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს 2013 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უნდა გა­მო­ყო­ფო­და 5 000 000 ლარი ოპ­ტი­კუ­რი ხა­ზი­სა და მის შე­სა­ერ­თებ­ლად სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით (იხ. დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი N12 და N221).

2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის 5 000 000 ლა­რის მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე (მომხსე­ნებ­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი - ნ.ხა­დუ­რი) და მი­ღე­ბუ­ლი იქნა და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N12; გვ. 16-27). მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ი.ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს გა­მოს­ცა N 2176 გან­კარ­გუ­ლე­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის თან­ხის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ". გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია შემ­დე­გი: სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ "სა­ქარ­თვე­ლოს 2013 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­მო­უ­ყოს 5 000 000 ლარი ოპ­ტი­კუ­რი ხა­ზი­სა და მის შე­სა­ერ­თებ­ლად (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N132).

არც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლის 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის N MOD 713 000 95 005 წე­რილ­ში და არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის N 2176 გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სად არის ნათ­ქვა­მი, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ თან­ხა გა­მო­ყო ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლის (ხა­ზო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბის) შე­სა­ძე­ნად. რო­გორც ზე­მოთ ით­ქვა, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ა.ბა­ტი­აშ­ვი­ლის მიერ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ლა­პა­რა­კი იყო 5 000 000 ლა­რის გა­მო­ყო­ფა­ზე ოპ­ტი­კის ხა­ზი­სა და მის შე­სა­ერ­თებ­ლად სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რის, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის N 2176 გან­კარ­გუ­ლე­ბით 5 000 000 ლა­რის გა­მო­ი­ყო ოპ­ტი­კუ­რი ხა­ზი­სა და მის შე­სა­ერ­თებ­ლად სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით. "ოპ­ტი­კის ხაზი" ,ისე რო­გორც "ოპ­ტი­კუ­რი ხაზი" არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას; ხოლო თუ რა გუ­ლის­ხმობ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბო­და დად­გე­ნი­ლი­ყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რეც ადას­ტუ­რებს, 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე არ­სე­ბობ­და და სწო­რედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი უნდა გა­და­ეგ­ზავ­ნა ფი­ნანსთა მი­ნისტრს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სათ­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექტთან და გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­თან ერ­თად. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პრო­ექ­ტში, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ გა­ნუც­დია სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სს "სილ­ქნე­ტის" უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის მიერ მას­ზე ხელ­მო­წე­რის დროს (ამ გა­რე­მო­ე­ბას არც ბრალ­დე­ბის მხა­რე უარ­ყოფს), ნათ­ქვა­მი იყო, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ სს "სილ­ქნე­ტის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ხა­ზობ­რივ ნა­გე­ბო­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვან კა­ბელ­ში წვე­რე­ბის (ქო­ნე­ბა), ასე­ვე აპა­რა­ტუ­რის (სა­ქო­ნე­ლი)შე­ძე­ნა და შეს­ყი­დუ­ლი ქო­ნე­ბი­სათ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­წე­ვა 21 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 5 000 000 ლარი არ გა­მო­უყ­ვია ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლის (ხა­ზო­ვა­ნი ნა­გე­ბო­ბა) შე­სა­ძე­ნად; აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა გა­მო­ყო­ფი­ლი იქნა იმ სა­ქონ­ლის( აპა­რა­ტუ­რის), ქო­ნე­ბის (ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი წვე­რე­ბის) და მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, რო­მე­ლიც აი­სა­ხა 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, არ­ცერთ ბრალ­დე­ბულს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მიერ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლი­სათ­ვის გაგ­ზავ­ნილ N MOD 713 000 95 005 წე­რილ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­კარ­გუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას­თან.

2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ი.ალა­სა­ნი­ას მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი იქნა ბრძა­ნე­ბა N0548, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში თბი­ლი­სი-კო­ჯო­რი-წალ­კა-ახალ­ქა­ლა­ქი-ახალ­ცი­ხე-ხულო-ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით 24 წვე­რის შეს­ყიდ­ვის, თბი­ლი­სი-თე­ლა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვან კა­ბელ­ში 4 წვე­რის უსას­ყიდ­ლოდ გად­მო­ცე­მის, ზუგ­დი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2 წვე­რის უსას­ყიდ­ლოდ გად­მო­ცე­მის, ქსე­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა/მონ­ტა­ჟის, ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვან კა­ბელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი წვე­რე­ბის 1 წლი­ა­ნი უფა­სო და 20 წლი­ა­ნი ყო­ველ­თვი­უ­რი სა­ფა­სუ­რით 1000 ლარი მომ­სა­ხუ­რე­ბის, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 6 720 877,42 ლარი, შეს­ყიდ­ვის პრო­ცე­დუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ე­ვა­ლა შე­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენტს. იმა­ვე ბრძა­ნე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილს მი­ე­ნი­ჭა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N12; გვ.9-10, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N102).

2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სს "სილ­ქნეტს" შო­რის და­ი­დო N13/155-ს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელს აწე­რენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლი და სს "სილ­ქნე­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლ. ბუ­ჩუ­კუ­რი (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N104).

2013 წლის 27 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­დან 5 000 000 ლარი გა­და­ი­რი­ცხა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N221; გვ.8 ), ხოლო 2013 წლის 31 დე­კემ­ბერს და 2014 წლის 16 იან­ვარს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან სს "სილ­ქნე­ტის" სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის როინ გი­უ­ნაშ­ვი­ლის მიერ, N 30577, 00246 და 00247 სა­გა­და­სა­ხა­დო მო­თხოვ­ნე­ბით გა­და­ი­რი­ცხა შე­სა­ბა­მი­სად 5 000 000 ლარი, 1 410 200,30 ლარი და 70 677,12 (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N133-135). აქვე უნდა ით­ქვას, რომ 2013 წლის 27 დე­კემ­ბერს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სს"სილ­ქნეტს" შო­რის 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სს "სილ­ქნეტ­მა" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წა­რუდ­გი­ნა სა­ბან­კო გა­რან­ტია, რომ­ლის თა­ნახ­მად, თუ სს "სილ­ქნე­ტი" ვერ შე­ას­რუ­ლებ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, სს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" (გა­რან­ტი) კის­რუ­ლობ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის­თა­ნა­ვე აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა მის­თვის ფუ­ლა­დი თან­ხა 6 480 877,42 ლა­რის ოდე­ნო­ბით (დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა N 155). ჩვენს მიერ ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ არ­ცერთ ბრალ­დე­ბულს არ ჰქო­ნია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, ხელი მო­ე­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სს "სილ­ქნეტს" შო­რის 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე და არ­ცერთ ბრალ­დე­ბულს ხელი არ მო­უ­წე­რია მას­ზე; თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან სს "სილ­ქნეტ­ში", 2013 წლის 26 დე­კემ­ბრის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხა 6 720 877,42 ლა­რის ოდე­ნო­ბით დღგ-ს ჩათ­ვლით, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლის მარ­თლზო­მი­ერ მფლო­ბე­ლო­ბა­ში ან გამ­გებ­ლო­ბა­ში.

ხაზი უნდა გა­ეს­ვას იმ ფაქტს, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ­ცერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი (მათ შო­რის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი) არ მი­იჩ­ნევს, რომ რო­მე­ლი­მე ბრალ­დე­ბულ­მა ისი­ნი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა ანდა 2013 წლის 26 დე­კემ­ბერს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სს "სილ­ქნეტს" შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი სა­ზი­ა­ნო იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის, პი­რი­ქით თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ ა.ბა­ტი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ან­ცხა­და, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი უაღ­რე­სად ხელ­საყ­რე­ლია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის (იხ.ა. ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა - 12.02.2016; 12:41 -12:42 სთ).

ასე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა არ ით­ქვას, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს, ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც ერთი შე­კი­თხვა არ გა­ჩე­ნია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრ ი. ალა­სა­ნი­ას, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნ. ხა­დუ­რის, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გ. თა­ბუ­აშ­ვი­ლის და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ბი­უ­ჯე­ტო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს გ. კა­კა­უ­რი­ძის მი­მართ, რაც კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს, რომ მას არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არა აქვს დად­გინ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და არ და­ი­სა­ჯონ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­სა­მარ­თლოს ყუ­რა­დღე­ბა გვსურს მი­ვა­პყროთ სა­სა­მარ­თლოს მე­გობ­რის, ივ.ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ ნ.თო­დუ­ას სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის წარ­დგე­ნილ წე­რი­ლო­ბით მო­საზ­რე­ბის იმ ად­გილს, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია შემ­დე­გი: "მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, მათ ვერ გა­და­აქ­ცევს მით­ვი­სე­ბის ან გაფ­ლან­გვის სუ­ბი­ექ­ტე­ბად, რად­გან ერ­თია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სულ სხვაა მას­ზე ხე­ლის მო­წე­რა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა აქვს მხო­ლოდ მას­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რე­ბის მიერ ხე­ლის მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში" (იხ. სა­სა­მარ­თლოს მე­გობ­რის წე­რი­ლო­ბი­თი მო­საზ­რე­ბა გვ.3).

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი არ წარ­მო­ად­გენს სსკ-ის 182-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის სუ­ბი­ექტს, რის გა­რე­შეც არ არ­სე­ბობს ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი.

რა იყო და­ნა­შა­უ­ლის მი­ზა­ნი და მო­ტი­ვი?

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა "თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სხვა ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად გა­ნიზ­რა­ხეს სს "სილ­ქნე­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვა", თუმ­ცა, ბრალ­დე­ბა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა­ტომ გა­ნიზ­რა­ხეს ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სწო­რედ სს "სილ­ქნე­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ გა­ეფ­ლან­გათ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა, ანუ ბრალ­დე­ბა­ში სა­ერ­თოდ არ არის ნამ­სჯე­ლი იმის შე­სა­ხებ, ამოძ­რა­ვებ­დათ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლებს ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი.

ბრალ­დე­ბის მხა­რე, თა­ვის დას­კვნით სი­ტყვა­ში შე­ე­ცა­და და­ნა­შა­უ­ლის სუ­ბი­ექ­ტუ­რი მხა­რე და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნა შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბით:

1) ბრალ­დე­ბის მხა­რის მო­საზ­რე­ბით",რო­გორც ჟ-6 ისე შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ჯერ კი­დევ შეს­ყიდ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, 2013 წლის 27 აგ­ვის­ტომ­დე ოთხი თვით ადრე სის­ტე­მა­ტუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ სს "სილ­ქნე­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რაც მი­უ­თი­თებს მათ ნაც­ნო­ბო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ფაქ­ტი, რომ სს "სილ­ქნე­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ გა­იფ­ლან­გა სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა, სწო­რედ ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გია. ფაქ­ტია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გახ­და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა (მო­ტი­ვი) სა­ი­მი­სოდ, რომ სს "სილ­ქნეტს" მი­ე­ღო სარ­გე­ბე­ლი და მის­თვის­ვე უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მიზ­ნით გაფ­ლან­გუ­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 4 102 872 ლარი, რი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი უპი­რო­ბოდ მო­ი­პო­ვებ­დნენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბას"

2) ბრალ­დე­ბის მხა­რის თვალ­საზ­რი­სით, ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს ნ. კა­ი­შა­ურს ორი კომ­პა­ნი­ი­სა­გან უშუ­ა­ლოდ ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ის ქო­ნე­ბა, რო­მელ­შიც სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­ი­ხა­და 6 720 877 ლარი. ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ მიერ აღ­წე­რი­ლი ფაქ­ტე­ბი პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს ბრალ­დე­ბულ­თა ან­გა­რე­ბით მი­ზან­ზე, რად­გან, თით­ქოს, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან კა­ნო­ნის­მი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე ენი­ჭე­ბო­და უპი­რა­ტე­სო­ბა სს "სილ­ქნეტს" და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ქმე­დე­ბა სწო­რედ სს "სილ­ქნე­ტის" მიერ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბი­სა­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი.

(იხ.ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­კვნი­თი სი­ტყვა; გვ. 30-32).

ბრალ­დე­ბის მხა­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო:

1) ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, "ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას დამ­ნა­შა­ვეს უნდა ამოძ­რა­ვებ­დეს ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვი და მი­ზა­ნი. მხო­ლოდ ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბა ან და­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­დე­ნილ იქ­ნეს ამ მო­ტი­ვი­სა და მიზ­ნის გა­რე­შე" (იხ."სის­ხლის სა­მარ­თლის კერ­ძო ნა­წი­ლი", წიგ­ნი პირ­ვე­ლი, მე­ო­თხე გა­მო­ცე­მა, თბ. 2011. გვ. 367, 390; აგ­რეთ­ვე - ნ.ა ლო­პა­შენ­კო - "და­ნა­შა­უ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში", მ. 2006. გვერ­დი 64-66, 149; "სის­ხლის სა­მარ­თა­ლი"", (კერ­ძო ნა­წი­ლი), პროფ. ნ. ი. კოზ­ნა­ჩენ­კოს რე­დაქ­ცი­ით, მ.1998. გვ.223; "რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის კო­მენ­ტა­რე­ბი", ი.სკუ­რა­ტო­ვი­სა და ვ.ლე­ბე­დე­ვის რე­დაქ­ცი­ით, მ.1998; გვ.339).

"ან­გა­რე­ბი­თი მი­ზა­ნი სა­ხე­ზეა, თუ დამ­ნა­შა­ვე მი­ის­წრაფ­ვის ან სა­კუ­თა­რი გამ­დიდ­რე­ბი­სა­კენ, ან იმ ადა­მი­ა­ნის გამ­დიდ­რე­ბი­სა­კენ, ვის­თა­ნაც მას აკავ­ში­რებს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა, ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­თა გამ­დიდ­რე­ბი­სა­კენ ანდა იმ ადა­მი­ან­თა გამ­დიდ­რე­ბი­სა­კენ, ვის­თა­ნაც დამ­ნა­შა­ვეს აკავ­ში­რებს ქო­ნებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა. ან­გა­რე­ბი­თი მიზ­ნის არარ­სე­ბო­ბა, გა­მო­რი­ცხავს ქმე­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას გაფ­ლან­გვის მუხ­ლით." (იხ. ნ.ა ლო­პა­შენ­კო - "და­ნა­შა­უ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ში", მ. 2006. გვ. 65)

არც 2014 წლის 29 ოქ­ტომ­ბრის და არც 2015 წლის 24 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბებ­ში ნ.კა­ი­შა­უ­რის, დ.წი­ფუ­რი­ას, გ.ღლონ­ტის, გ.ლობ­ჟა­ნი­ძი­სა და ა.ალა­ვი­ძის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ, სა­ერ­თოდ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი რო­მე­ლი­მე ბრალ­დე­ბუ­ლის ან­გა­რე­ბით მი­ზან­სა და მო­ტივ­ზე.

2014 წლის 22 ნო­ემ­ბერს, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2-ის" ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, საქ­მის ერთ-ერ­თმა ზე­დამ­ხედ­ველ­მა პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და შემ­დე­გი: "კი ბა­ტო­ნო, მო­ტი­ვა­ცია, რა­ტო­მაც "სილ­ქნეტს" მი­ა­ნი­ჭეს უპი­რა­ტე­სო­ბა, ამის უკან ვინ დგას, ამის უკან რა დგას, ვინ არი­ან ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვისი ინ­ტე­რე­სიც შე­იძ­ლე­ბა ამის უკან იკ­ვე­თე­ბო­დეს, ეს არის ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რა თქმა უნდა... წი­ნას­წარ ძა­ლი­ან ძნე­ლია იმის თქმა, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, როცა არ გაქვს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ მე არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ. ამ უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის უკან "სილ­ქნეტ­თან" იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტულ პირ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, გე­თან­ხმე­ბით, მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლი, ისე არა­ფე­რი არ ხდე­ბა, რა­ტომ მოხ­და ის უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბა, რა­ტომ მი­ა­ნი­ჭეს "სილ­ქნეტს" უპი­რა­ტე­სო­ბა და რა­მო­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რა­ტომ გა­დას­ცეს სა­კუთ­რე­ბა­ში "სილ­ქნეტს" აი, ეს არის სწო­რედ ის მთა­ვა­რი კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუხს" (იხ. დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა # 308).

სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვის დროს პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა ვერ მი­უ­თი­თა ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბებ­ში თუნ­დაც ერთ ად­გილ­ზე, სა­დაც ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბო­და ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან ან­გა­რე­ბით მი­ზან­ზე და გა­ნა­ცხა­და: "რაც არ წე­რია, ის რო­გორ წა­ვი­კი­თხო? (იხ.ჯ.წიკ­ლა­უ­რის ჩვე­ნე­ბა - 15.03.2016; 12:30; 12:36; 12:38 სთ).

ყო­ვე­ლი­ვე ეს ადას­ტუ­რებს, რომ მთე­ლი ბრალ­დე­ბულ­თა და­კა­ვე­ბის, მათ­თვის თავ­და­პირ­ვე­ლი და და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის წარ­დგე­ნის დროს, ბრალ­დე­ბის მხა­რეს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ჰქონ­და ნათ­ქვა­მი ბრალ­დე­ბულ­თა ან­გა­რე­ბით მი­ზან­ზე (გაფ­ლან­გვის სუ­ბი­ექ­ტურ მხა­რე­ზე), რომ­ლის გა­რე­შეც არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 182-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის (გაფ­ლან­გვა) შე­მად­გენ­ლო­ბა.

2) ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ნ.კა­ი­შა­ურ­მა, დ.წი­ფუ­რი­ამ, გ.ღლონტმა, გ.ლობ­ჟა­ნი­ძემ და ა.ალა­ვი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს სს "სილ­ქნე­ტის" რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრო­მელ­თან ან რო­მე­ლი­მე სხვა პირ­თან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა; კერ­ძოდ, გ.ღლონტმა და გ.ლობ­ჟა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი არ იც­ნო­ბენ "სილ­ქნე­ტის" არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს (იხ.გ.ღლონ­ტის ჩვე­ნე­ბა - 01.04.2016; 13:43 სთ; გ.ლობ­ჟა­ნი­ძის ჩვე­ნე­ბა - 01.04. 2016; 16:39 სთ).

დ.წი­ფუ­რი­ამ და ა.ალა­ვი­ძემ გან­მარ­ტეს, რომ სს "სილ­ქნეტ­ში" ისი­ნი იც­ნო­ბენ და კორ­პო­რა­ტი­უ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ მაია ბრე­ლი­ძეს და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­აჩ­ნდათ მას­თან, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია სხვა­დას­ხვა სერ­ვისს აწ­ვდის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს. ანა­ლო­გი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­აჩ­ნდათ მათ შპს "დელ­ტა-კომ­მის, " შპს კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის", შპს "სპეც­კავ­შირ­მ­შე­ნი­სა" და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ლებ­თან. ამა­ვე დროს, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გან­მარ­ტეს, რომ მათ მ.ბრე­ლი­ძეს­თან არა­სო­დეს, არა­ვი­თა­რი კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნი­ათ (იხ. ა. ალა­ვი­ძის ჩვე­ნე­ბა - 05.04.2016; 11:09;11:12 სთ; დ.წი­ფუ­რი­ას ჩვე­ნე­ბა - 29.03.2016; 13:29; 13:32; 13:36; 13:53 სთ).

ნ.კა­ი­შა­უ­რის ჩვე­ნე­ბით, მან სს "სილ­ქნე­ტის" დი­რექ­ტო­რი ლ.ბუ­ჩუ­კუ­რი გა­იც­ნო ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი შპს "მაგ­თი­ში" ტექ­ნი­კურ დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა მას­თან დიდი ხა­ნია არა­ვი­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია (იხ. კა­ი­შა­უ­რის ჩვე­ნე­ბა - 01.04.2016; 11:40 სთ).

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კი­თხულ­მა მოწ­მე­ებ­მა სს "სილ­ქნე­ტის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლ.ბუ­ჩუ­კურ­მა, ყო­ფილ­მა ტექ­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა კ.გო­თუ­ამ, გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერ­მა მ.ბრე­ლი­ძემ და კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა კ.ჩინ­ჩა­ლა­ძემ, სს "სილ­ქნე­ტის" ან მისი რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხეს რა­ი­მე სა­ხის კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ურ­თი­ერ­თო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან ან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელ­თან (იხ.ლ.ბუ­ჩუ­კუ­რის ჩვე­ნე­ბა - 16.11.2015; 14:32; 14:57 სთ; კ.გო­თუ­ას ჩვე­ნე­ბა - 20.11.2015; 13:25 სთ; მ.ბრე­ლი­ძის ჩვე­ნე­ბა-16.11.2015; 16:12 სთ; კ.ჩინ­ჩა­ლა­ძის ჩვე­ნე­ბა - 09.02.2016; 17:21 სთ ).

სს "სილ­ქნე­ტის" მიერ 2014 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს გა­კე­თე­ბულ სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში, ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად არის უარ­ყო­ფი­ლი კომ­პა­ნი­ა­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის რა­ი­მე სა­ხის უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ( იხ.დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა # 296).

ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­კვნით სი­ტყვა­ში არა თუ უარ­ყო­ფი­ლი არ არის სს "სილ­ქნე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სა და ბრალ­დე­ბულ­თა პო­ზი­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ არა­ვი­თარ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ურ­თი­ერ­თო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და სს "სილ­ქნე­ტის" თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის, არა­მედ სა­ერ­თოდ არ არის ნამ­სჯე­ლი ამ სა­კი­თხზე, რაც ცხად­ყოფს ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცი­ის სრულ და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბას. ამა­ვე დროს, ბრალ­დე­ბის მხა­რეს არც ამ­ჯე­რად და­უ­ზუს­ტე­ბია თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ბრალ­დე­ბულ­სა და სს "სილ­ქნე­ტის" რო­მელ წარ­მო­მად­გე­ნელს გა­აჩ­ნდათ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი და რო­მე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა ამ­გვა­რი კავ­ში­რის არ­სე­ბო­ბა.

4) გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყროთ კი­დევ ერთ სა­კითხს; კერ­ძოდ კი იმას, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის ვა­რა­უ­დით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თურ­მე იმი­ტომ იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სს "სილ­ქნე­ტი­სათ­ვის"უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბით, რომ "უპი­რო­ბოდ" სურ­დათ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის "კე­თილ­გან­წყო­ბის" მო­პო­ვე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­კუ­რო­რე­ბი არც იმა­ზე სა­უბ­რო­ბენ თუ რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ან უნდა გა­მო­ხა­ტუ­ლი­ყო სს "სილ­ქნე­ტის" კე­თილ­გან­წყო­ბა ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ, არც იმას გვიმ­ხე­ლენ",სილ­ქნე­ტის" რო­მე­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა უნდა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნათ ბრალ­დე­ბუ­ლებს და არც იმას, ყვე­ლა ბრალ­დე­ბულს ერ­თად უნდა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა "უპი­რო­ბო კე­თილ­გან­წყო­ბა" თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს? ვფიქ­რობთ, ბრალ­დე­ბის და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბა ამა­ზე შორს ძნე­ლად თუ წავა.

5) ასე­ვე უნდა გა­ეს­ვას ხაზი დაც­ვის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ, სა­სა­მარ­თლოს მე­გობ­რის, პრო­ფე­სორ ნონა თო­დუ­ას წე­რი­ლო­ბით მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად: "გაფ­ლან­გვი­სას იგი (გაფ­ლან­გვის სუ­ბი­ექ­ტი) უნდა მოქ­მე­დებ­დეს იმ მიზ­ნით, რომ ეს ნივ­თი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ი­სა­კუთ­როს სხვა პირ­მა, ვი­საც უკე­თებს სა­ჩუ­ქარს მე­სა­კუთ­რის ქო­ნე­ბის ხარ­ჯზე. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­თა (ბრალ­დე­ბულ­თა) მი­ზა­ნი სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია" (იხ. სა­სა­მარ­თლოს მე­გობ­რის წე­რი­ლო­ბი­თი მო­საზ­რე­ბა გვ.4). აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვე­რა­ვი­თა­რი არ­გუ­მენ­ტი ბრალ­დე­ბის მხა­რის დას­კვნით სი­ტყვა­ში ჩვენ ვერ მო­ვის­მი­ნეთ.

ზე­მოთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა ბრალ­დე­ბულ­თა მხრი­დან ან­გა­რე­ბი­თი მიზ­ნის არ­სე­ბო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სსსკ-ის მე-13 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბულ, აშ­კა­რა და და­მა­ჯე­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, რო­მე­ლიც გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა ადას­ტუ­რებს პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბას; სსსკ-ის 259-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ჩე­ნი უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის დროს გა­მოკ­ვლე­ულ, ეჭ­ვის გა­მომ­რი­ცხავ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას, ხოლო სსსკ-ის 269-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის მი­ხედ­ვით, არ შე­იძ­ლე­ბა გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს სა­ფუძ­ვლად და­ე­დოს ვა­რა­უ­დი. ჩვენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ნუგ­ზარ კა­ი­შა­უ­რის, და­ვით წი­ფუ­რი­ას, გიზო ღლონ­ტის, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძი­სა და არ­ჩილ ალა­ვი­ძის მი­მართ ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო­ში ვერ წა­რად­გი­ნა ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი, აშ­კა­რა და და­მა­ჯე­რე­ბელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლე­ბიც გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა და­ა­დას­ტუ­რებ­და ბრალ­დე­ბულ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბას", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბრალდების მხარის პოზიციის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ. "ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 19 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იქნა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლითაც, როგორც პროკურატურა აცხადებს, პასუხი აქვს გაცემული ,,ადვოკატებისა და საქმის პოლიტიზირებით უსაფუძვლოდ დაინტერესებული პირების დაუსაბუთებელ განცხადებებს".

მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს საზოგადოების დეზინფორმაციის კიდევ ერთ მცდელობას და ამიტომ, აუცილებლად ვთვლით გამოვაქვეყნოთ დაცვის მხარის პოზიცია იმავე საკითხებზე, რომლებზეც პროკურატურა საუბრობს თავის პუბლიკაციაში.

აქვე გვსურს განვაცხადოთ, რომ მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეთ იურისტებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ადვოკატები: იოსებ ბარათაშვილი, ვახტანგ კვიჟინაძე , ლევან სამუშია, გიორგი სამუშია.

კითხვა: იყვნენ თუ არა ბრალდებულები დანაშაულის სუბიექტები, რა დანიშნულებით გამოიყო თანხა მთავრობი განკარგულებით და რაზე გაიხარჯა სინამდვილეში?

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა (მოცემულ შემთხვევაში - გაფლანგვა), შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფება გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ხოლო თუ გაფლანგვა ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნივთი ან ქონებრივი უფლება უნდა იმყოფებოდეს აღნიშნული ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ხოლო სხვა წევრები დანაშაულებრივ კავშირში უნდა იმყოფებოდნენ აღნიშნულ პირთან; აქედან გამომდინარე, გაფლანგვის სუბიექტი არის სპეციალური პირი, რომელსაც მინდობილი ჰქონდა გარკვეული ნივთი ან ქონებრივი უფლება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგულად შერაცხული თანხა - 4 102 872,6 ლარი არასოდეს ყოფილა ბრალდებულთა მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.

ჩვენს მიერ ზემოთ ვრცლად იქნა დასაბუთებული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის #79, #323 და # 339 ბძანებები, სხვა ამოცანებთან ერთად, მიზნად ისახავდა სამხრეთ საქართველოს მიმართულებით ყველა სამხედრო ქვედანაყოფს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას. ამ ამოცანის განხორციელების მიზნით შექმნილი იყო ჯგუფი, მინისტრის მოადგილის ზაზა ბროლაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფში შედიოდა ყველა ის ქვედანაყოფი, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელი იყო დასახული მიზნის განსახორციელებლად.

ასევე ითქვა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, გ.ღლონტის 2013 წლის 8 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის შესახებ, რომლითაც მან მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზ. ბროლაძეს და შეატყობინა, რომ სს ,,სილქნეტის" მიერ წარდგენილი 4 წინადადებიდან მისაღები აღმოჩნდა N3 ვარიანტი ღირებულებით 5 500 000 ლარი დღგ-ს გარეშე. მოხსენებით ბარათს თავისი რეზოლუციით დაეთანხმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N100).

თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 6 თებერვლის N79, 7 აპრილის N323 და 25 აპრილის N339 ბრძანებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზ. ბროლაძე, რომლის თანხმობის გარეშე ამა თუ იმ კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა.

ზ.ბროლაძემ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებებით მას, როგორც მინისტრის მოადგილეს ევალებოდა სამხრეთის მიმართულებით კავშირის დამყარების განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა და რომ 2013 წლის 08 ოქტომბერს, თავისი რეზოლუციით დაეთანხმა ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ წინადადებას (იხ.ზ.ბროლაძის ჩვენება - 15.12.2015; 14:11-14:13;14:18; 14:53; 14:58 სთ).

2013 წლის 20 ნოემბერს ზაზა ბროლაძე გათავისუფლდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა ალექსი ბატიაშვილი.

2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ა.ბატიაშვილმა N MOD 713 000 95 005 წერილით მიმართა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი თაბუაშვილს და ითხოვა, რომ თავდაცვის სამინისტროს ოპტიკის ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვისათვის გამოჰყოფოდა 5 000 000 ლარი (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N12; გვ.14-15; აგრეთვე N 221; გვ.5).

ა.ბატიაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით, დადასტურებულია, რომ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში, ტერმინი ,,ოპტიკის ხაზი" მან მოიფიქრა და გამოიყენა 2013 წლის 26 დეკემბერს გასაფორმებელი ხელშეკრულების საგნის აღსანიშნავად: ,,ოპტიკის ხაზში" იგულისხმება ყველა ის ჩამონათვალი, რაც იყო ხელშეკრულების საგანში. წვერი, უსასყიდლო იჯარა, მომსახურება და საერთოდ რაც არის. ძალიან ბევრი რამ არის დანართებით ხელშეკრულების საგანში განსაზღვრული და ეს, ასე ვთქვათ , ერთი სიტყვით, არის ,,ოპტიკის ხაზი" (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 13:17 სთ; აგრეთვე 13:18; 13:19 სთ).

აქვე გვსურს, მოვიყვანოთ მოკლე ამონარიდი ა.ბატიაშვილის დაკითხვის ოქმიდან:

,,პროკურორი: ნ.აღლემაშვილი: რატომ ჩაწერეთ ,,ოპტიკის ხაზი" და არ ჩაწერეთ დეტალურად?

ა .ბატიაშვილი: მაშინ უნდა გადაწერილიყო მთელი ხელშეკრულების საგანი, რომელშიც საგანში კიდევ რამდენადაც მე მახსოვს იქ არის დანართებით გათვალისწინებული. იქ არის დანართები, ანუ დანართებიც გადმომეწერა? იმიტომ რომ რეალურად ეს მოკლედ დახასიათდა, სახელი ეწოდა ესეთი, არ ვიცი ეს თქვენი შესაფასებელია ტერმინოლოგია რამდენად კავშირგაბმულობის სპეციალისტის.... იგივეს გეუბნებით.... და დავამატებ, რეალურად მართლა პირადად იცოდნენ, ფინანსთა სამინისტრომ იცოდა ამის შესახებ და ამასთანავე ხელშეკრულების პროექტი უკვე გამზადებული არსებობდა და მათ თუ დააინტერესებდათ ჩახედავდნენ და ნახავდნენ" (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 14:21-14:23 სთ).

ა. ბატიაშვილის განმარტებით, ტერმინი ,,ოპტიკის ხაზი" იყო მისი მოფიქრებული და ეს საკითხი არ შეუთანხმებია არცერთ ბრალდებულთან (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 13:21 სთ).

ა .ბატიაშვილის ჩვენების სისწორეს ადასტურებს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის რ.გიუნაშვილის ჩვენება, რომელმაც შეადგინა ა. ბატიაშვილის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილისათვის გაგზავნილი წერილი. რ.გიუნაშვილის განმარტებით, წერილის შედგენის დავალება მან მიიღო მინისტრის მაოდგილე ა. ბატიაშვილისაგან, რომელიც კურირებდა ფინანსების მართვის დეპარტამენტს; ამ საკითხთან დაკავშირებით რ.გიუნაშვილს არცერთ სხვა პირთან კავშირი არ ჰქონია (იხ.რ.გიუნაშვილის ჩვენება - 25.01.2016; 13:21 - 13:25 სთ).

ბრალდების მხარის 2015 წლის 8 იანვრის შუამდგომლობას ,,ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე" , რომლის მე-12 გვერდზე აღნიშნულია შემდეგი: - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-8 მუხლის თანახმად მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლება აქვთ საქართველოს სამინისტროებს. რეგლამენტის მე-10 მუხლის შესაბამისად, პროექტს თან უნდა ერთვოდეს: "განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეიძლება იყოს: მთავრობის განკარგულების პროექტი (პროექტის სახით პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის შემთხვევაში), ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების პროექტი; პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია" (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N234; გვ.12).

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით, მომზადებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს ,,სილქნეტს" შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ როგორც ფინანსთა მინისტრს, ისე მთავრობის სხვა წევრებს. უფრო მეტიც, ა.ბატიაშვილის ჩვენების თანახმად, ხელშეკრულების საგნის შესახებ ინფორმირებული იყო ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა და ყველა ის პირი, ვისაც დაშვება ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან და შემხებლობა გააჩნდა აღნიშნულ პროექტთან.

ამონარიდი ა.ბატიაშვილის დაკითხვის ოქმიდან:

ადვოკატი: ,,თუ სწორად გავიგე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობამ ზუსტად იცოდა, რა ხელშეკრულებაც იდებოდა?"

ა.ბატიაშვილი: ,,თავისთავად არა მარტო ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამაც და ბევრმა, ვისაც დაშვება ჰქონდა საიდუმლოებაზე და გარკვეული შემხბლობა გააჩნდა ამ პროექტთან; მთავრობამ იცოდა, ფინანსთა სამინისტრომ იცოდა, ეკონომიკამაც იცოდა თუ რას ყიდულობდა თავდაცვის სამინისტრო, რომ ყიდულობდა 24 წვერს, 2 წვერს და 4 წვერს, აპარატურას და მომსახურებას".

ადვოკატი: ,,ანუ, რაც ხელშეკრულებაში ჩაიწერა შემდეგ, ზუსტად ეს ინფორმაცია ჰქონდათ მათ, რომ ამაზე იდებოდა ხელშეკრულება?"

ა.ბატიაშვილი: ,,არსი ძირითადი რა თქმა უნდა, ანუ რაზეც იყო საუბარი... ანუ 24 წვერზე, 4 წვერზე, 2 წვერზე მომსახურებაზე... ვთქვათ.. შეიძლება ეხლა, კონკრეტული 1000 ლარიანი არ ითქვა, მაგრამ მომსახურება რომ იყო იაფი და ასევე აპარატურაც თავისთავად ეხლა... ძირითადად ეხლა წვერების აქცენტი ყველამ კარგად იცოდა, რომ 72 წვერიდან თავდაცვა ყიდულობდა 24-ს, და პლიუს 2-ს, და პლიუს 4-ს"... (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 13:20 სთ).

ა.ბატიაშვილმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა ხელშეკრულების პირობებზე საუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 14:20 სთ).

,,ყადაღის დადების შესახებ განჩინების მიღების თაობაზე" 2015 წლის 08 იანვრის შუამდგომლობაში, ბრალდების მხარის მიერ ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-10 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ,,2013 წლის 26 დეკემბერს, განკარგულების პროექტთან და განმარტებით ბარათთან ერთად ფინანსთა სამინისტროს პრემიერ-მინისტრისათვის უნდა გადაეგზავნა ხელშეკრულების პროექტიც, რადგან 2013 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით ხელშეკრულების პროექტი არსებობდა, რაც არ განხორციელებულა" (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N 234; გვ.12). მოწმე ა. ბატიაშვილმა, დაკითხვის დროს ასევე განმარტა, რომ მთავრობის რეგლამენტის თანახმად, სწორედ ფინანსთა სამინისტროს გააჩნდა ვალდებულება, წარედგინა ხელშეკრულების პროექტი საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის დროს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს, არც მთავრობის რეგლამენტით და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტით არ ევალებოდა ხელშეკრულების პროექტის ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნა (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 13:21 -13:23 სთ).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსმა ინგა გურგენიძემ სასამართლოში დაკითხვის დროს განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროდან 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების პროექტი გამოთხოვილი არ ყოფილა და ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობაში წარადგინა მხოლოდ განკარგულების პროექტი, რომელიც მომზადდა თავდაცვის მინისტრის წერილში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე. ი.გურგენიძის განცხადებით, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს გიორგი კაკაურიძეს არ მოუთხოვია ხელშეკრულების პროექტის გამოთხოვა თავდაცვის სამინისტროდან ,,იყო წლის ბოლო, ყველაფერი კეთდებოდა დაჩქარებულად და ესე გაკეთდა დაჩქარებული წესით; შევეკითხე რას ვაკეთებთ-თქო და მითხრეს: მოამზადე, მოამზადეო" (იხ.ი.გურგენიძის ჩვენება - 18.03.2016; 13:34 სთ).

ფინანსთა მინისტრმა ნ.ხადურმა, 2013 წლის 26 დეკემბერს, N04-02/97804 წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ი.ღარიბაშვილს. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგენდა მთავრობის განკარგულების პროექტს "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ." ფინანსთა მინისტრის წერილს თან ახლდა საქრთველოს მთავრობის განკარგულების პროექტი და განმარტებითი ბარათი. განკარგულების პროექტში მითითებული იყო, რომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროს უნდა გამოყოფოდა 5 000 000 ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით (იხ. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები N12 და N221).

2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსათვის 5 000 000 ლარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფის საკითხი განიხილეს მთავრობის სხდომაზე (მომხსენებლი ფინანსთა მინისტრი - ნ.ხადური) და მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N12; გვ. 16-27). მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი.ღარიბაშვილმა 2013 წლის 26 დეკემბერს გამოსცა N 2176 განკარგულება "საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ". განკარგულებაში მითითებულია შემდეგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N132).

არც თავდაცვის მინისტრის მოადგილის ა.ბატიაშვილის 2013 წლის 26 დეკემბრის N MOD 713 000 95 005 წერილში და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრის N 2176 განკარგულებაში არსად არის ნათქვამი, რომ თავდაცვის სამინისტრომ თანხა გამოყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ხაზოვანი ნაგებობის) შესაძენად. როგორც ზემოთ ითქვა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ა.ბატიაშვილის მიერ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილისათვის გაგზავნილ წერილში ლაპარაკი იყო 5 000 000 ლარის გამოყოფაზე ოპტიკის ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის, ხოლო პრემიერ-მინისტრის N 2176 განკარგულებით 5 000 000 ლარის გამოიყო ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით. ,,ოპტიკის ხაზი" ,ისე როგორც ,,ოპტიკური ხაზი" არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებულ ტერმინოლოგიას; ხოლო თუ რა გულისხმობდა აღნიშნული ტერმინები ადვილად შეიძლებოდა დადგენილიყო ხელშეკრულების პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც ბრალდების მხარეც ადასტურებს, 2013 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით უკვე არსებობდა და სწორედ, აღნიშნული პროექტი უნდა გადაეგზავნა ფინანსთა მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის განკარგულების პროექტთან და განმარტებით ბარათთან ერთად. ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც არავითარი ცვლილება არ განუცდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს ,,სილქნეტის" უფლებამოსილი პირების მიერ მასზე ხელმოწერის დროს (ამ გარემოებას არც ბრალდების მხარე უარყოფს), ნათქვამი იყო, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს მიერ სს ,,სილქნეტის" საკუთრებაში არსებულ ხაზობრივ ნაგებობაში განთავსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში წვერების (ქონება), ასევე აპარატურის (საქონელი)შეძენა და შესყიდული ქონებისათვის მომსახურების სიმბოლურ ფასად გაწევა 21 წლის განმავლობაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ თავდაცვის სამინისტროს 5 000 000 ლარი არ გამოუყვია ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ხაზოვანი ნაგებობა) შესაძენად; აღნიშნული თანხა გამოყოფილი იქნა იმ საქონლის( აპარატურის), ქონების (ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერების) და მომსახურების შესაძენად, რომელიც აისახა 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებაში.

გარდა ამისა, არცერთ ბრალდებულს არავითარი კავშირი არ ჰქონია თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ ფინანსთა მინისტრის მოადგილისათვის გაგზავნილ N MOD 713 000 95 005 წერილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების აღსრულებასთან.

2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ი.ალასანიას მიერ გამოცემული იქნა ბრძანება N0548, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში თბილისი-კოჯორი-წალკა-ახალქალაქი-ახალციხე-ხულო-ბათუმის მიმართულებით 24 წვერის შესყიდვის, თბილისი-თელავის მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში 4 წვერის უსასყიდლოდ გადმოცემის, ზუგდიდის მიმართულებით 2 წვერის უსასყიდლოდ გადმოცემის, ქსელური აპარატურის შეძენა/მონტაჟის, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელში განთავსებული წვერების 1 წლიანი უფასო და 20 წლიანი ყოველთვიური საფასურით 1000 ლარი მომსახურების, საერთო ღირებულებით 6 720 877,42 ლარი, შესყიდვის პროცედურის განხორციელება დაევალა შეყიდვების დეპარტამენტს. იმავე ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ალექსი ბატიაშვილს მიენიჭა უფლებამოსილება ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N12; გვ.9-10, ასევე მტკიცებულება N102).

2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსა და სს "სილქნეტს" შორის დაიდო N13/155-ს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ა. ბატიაშვილი და სს "სილქნეტის" გენერალური დირექტორი ლ. ბუჩუკური (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N104).

2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან 5 000 000 ლარი გადაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საბანკო ანგარიშზე (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N221; გვ.8 ), ხოლო 2013 წლის 31 დეკემბერს და 2014 წლის 16 იანვარს თავდაცვის სამინისტროდან სს "სილქნეტის" საბანკო ანგარიშზე თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის როინ გიუნაშვილის მიერ, N 30577, 00246 და 00247 საგადასახადო მოთხოვნებით გადაირიცხა შესაბამისად 5 000 000 ლარი, 1 410 200,30 ლარი და 70 677,12 (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N133-135). აქვე უნდა ითქვას, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსა და სს"სილქნეტს" შორის 2013 წლის 26 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, სს "სილქნეტმა" თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა საბანკო გარანტია, რომლის თანახმად, თუ სს "სილქნეტი" ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, სს "საქართველოს ბანკი" (გარანტი) კისრულობდა ვალდებულებას თავდაცვის სამინისტროს პირველი წერილობითი მოთხოვნისთანავე აენაზღაურებინა მისთვის ფულადი თანხა 6 480 877,42 ლარის ოდენობით (დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება N 155). ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ არცერთ ბრალდებულს არ ჰქონია მინიჭებული უფლებამოსილება, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს "სილქნეტს" შორის 2013 წლის 26 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულებაზე და არცერთ ბრალდებულს ხელი არ მოუწერია მასზე; თავდაცვის სამინისტროდან სს "სილქნეტში", 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 6 720 877,42 ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით, არასოდეს ყოფილა არცერთი ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ თავდაცვის სამინისტროს არცერთი თანამდებობის პირი (მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები) არ მიიჩნევს, რომ რომელიმე ბრალდებულმა ისინი შეცდომაში შეიყვანა ანდა 2013 წლის 26 დეკემბერს, თავდაცვის სამინისტროსა და სს "სილქნეტს" შორის დადებული ხელშეკრულების პირობები საზიანო იყო თავდაცვის სამინისტროსათვის, პირიქით თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ა.ბატიაშვილმა სასამართლო პროცესზე გაანცხადა, რომ ხელშეკრულების პირობები უაღრესად ხელსაყრელია თავდაცვის სამინისტროსათვის (იხ.ა. ბატიაშვილის ჩვენება - 12.02.2016; 12:41 -12:42 სთ).

ასევე არ შეიძლება არ ითქვას, რომ ბრალდების მხარეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, არც ერთი შეკითხვა არ გაჩენია ყოფილი პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ი. ალასანიას, ფინანსთა მინისტრ ნ. ხადურის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. თაბუაშვილის და ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროს გ. კაკაურიძის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მას არავითარი სურვილი არა აქვს დადგინდეს ჭეშმარიტება და არ დაისაჯონ უდანაშაულო ადამიანები.

სასამართლოს ყურადღება გვსურს მივაპყროთ სასამართლოს მეგობრის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ ნ.თოდუას სასამართლოსათვის წარდგენილ წერილობით მოსაზრების იმ ადგილს, სადაც ხაზგასმულია შემდეგი: "მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბრალდებულები მონაწილეობდნენ ხელშეკრულების პირობების მომზადებაში, მათ ვერ გადააქცევს მითვისების ან გაფლანგვის სუბიექტებად, რადგან ერთია ხელშეკრულების პირობების მომზადება და სულ სხვაა მასზე ხელის მოწერა. ხელშეკრულებას იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ მასზე კომპეტენტური პირების მიერ ხელის მოწერის შემთხვევაში" (იხ. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გვ.3).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არცერთი ბრალდებული არ წარმოადგენს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის სუბიექტს, რის გარეშეც არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

რა იყო დანაშაულის მიზანი და მოტივი?

ბრალდების მიხედვით, ბრალდებულებმა "თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიზრახეს სს "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა", თუმცა, ბრალდებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ განიზრახეს ბრალდებულებმა სწორედ სს "სილქნეტის" სასარგებლოდ გაეფლანგათ დიდი ოდენობით თანხა, ანუ ბრალდებაში საერთოდ არ არის ნამსჯელი იმის შესახებ, ამოძრავებდათ თუ არა ბრალდებულებს ანგარების მოტივი და მიზანი.

ბრალდების მხარე, თავის დასკვნით სიტყვაში შეეცადა დანაშაულის სუბიექტური მხარე დაესაბუთებინა შემდეგი გარემოებებით:

1) ბრალდების მხარის მოსაზრებით, ,,როგორც ჟ-6 ისე შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს ჯერ კიდევ შესყიდვის ოფიციალურად გამოცხადებამდე, 2013 წლის 27 აგვისტომდე ოთხი თვით ადრე სისტემატური სატელეფონო კავშირები ჰქონდათ სს ,,სილქნეტის" წარმომადგენლებთან, რაც მიუთითებს მათ ნაცნობობას და შესაბამისად, ფაქტი, რომ სს ,,სილქნეტის" სასარგებლოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, სწორედ ამ ურთიერთობის შედეგია. ფაქტია, რომ აღნიშნული ურთიერთობები გახდა მამოძრავებელი ძალა (მოტივი) საიმისოდ, რომ სს ,,სილქნეტს" მიეღო სარგებელი და მისთვისვე უპირატესობის მინიჭების მიზნით გაფლანგულიყო სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872 ლარი, რითაც ბრალდებულები უპირობოდ მოიპოვებდნენ კომპანიის წარმომადგენლების კეთილგანწყობას"

2) ბრალდების მხარის თვალსაზრისით, ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსს ნ. კაიშაურს ორი კომპანიისაგან უშუალოდ ჰქონდა შეთავაზებული ის ქონება, რომელშიც სამინისტრომ მოგვიანებით გადაიხადა 6 720 877 ლარი. ბრალდების მხარის განცხადებით, მათ მიერ აღწერილი ფაქტები პირდაპირ მიანიშნებს ბრალდებულთა ანგარებით მიზანზე, რადგან, თითქოს, სახელმწიფო შესყიდვის პროცესში ბრალდებულების მხრიდან კანონისმიერი საფუძვლის გარეშე ენიჭებოდა უპირატესობა სს ,,სილქნეტს" და ბრალდებულების ქმედება სწორედ სს ,,სილქნეტის" მიერ მატერიალური სარგებლის მიღებისაკენ იყო მიმართული.

(იხ.ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა; გვ. 30-32).

ბრალდების მხარის აღნიშნული პოზიცია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1) ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, "ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი. მხოლოდ ქონების დანაშაულებრივი განადგურება ან დაზიანება შეიძლება ჩადენილ იქნეს ამ მოტივისა და მიზნის გარეშე" (იხ.,,სისხლის სამართლის კერძო ნაწილი", წიგნი პირველი, მეოთხე გამოცემა, თბ. 2011. გვ. 367, 390; აგრეთვე - ნ.ა ლოპაშენკო - ,,დანაშაულები ეკონომიკის სფეროში", მ. 2006. გვერდი 64-66, 149; ,,სისხლის სამართალი"", (კერძო ნაწილი), პროფ. ნ. ი. კოზნაჩენკოს რედაქციით, მ.1998. გვ.223; ,,რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კომენტარები", ი.სკურატოვისა და ვ.ლებედევის რედაქციით, მ.1998; გვ.339).

"ანგარებითი მიზანი სახეზეა, თუ დამნაშავე მიისწრაფვის ან საკუთარი გამდიდრებისაკენ, ან იმ ადამიანის გამდიდრებისაკენ, ვისთანაც მას აკავშირებს პირადი ურთიერთობა, ან თანამონაწილეთა გამდიდრებისაკენ ანდა იმ ადამიანთა გამდიდრებისაკენ, ვისთანაც დამნაშავეს აკავშირებს ქონებრივი ურთიერთობა. ანგარებითი მიზნის არარსებობა, გამორიცხავს ქმედების კვალიფიკაციას გაფლანგვის მუხლით." (იხ. ნ.ა ლოპაშენკო - ,,დანაშაულები ეკონომიკის სფეროში", მ. 2006. გვ. 65)

არც 2014 წლის 29 ოქტომბრის და არც 2015 წლის 24 მარტის დადგენილებებში ნ.კაიშაურის, დ.წიფურიას, გ.ღლონტის, გ.ლობჟანიძისა და ა.ალავიძის ბრალდების შესახებ, საერთოდ არაფერია ნათქვამი რომელიმე ბრალდებულის ანგარებით მიზანსა და მოტივზე.

2014 წლის 22 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში, საქმის ერთ-ერთმა ზედამხედველმა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა შემდეგი: "კი ბატონო, მოტივაცია, რატომაც ,,სილქნეტს" მიანიჭეს უპირატესობა, ამის უკან ვინ დგას, ამის უკან რა დგას, ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვისი ინტერესიც შეიძლება ამის უკან იკვეთებოდეს, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა... წინასწარ ძალიან ძნელია იმის თქმა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, როცა არ გაქვს საკმარისი მტკიცებულება, მაგრამ მე არაფერს გამოვრიცხავ. ამ უკანონო გარიგების უკან ,,სილქნეტთან" იკვეთება კონკრეტულ პირთა ინტერესები, გეთანხმებით, მოტივაციის გარეშე არ არსებობს დანაშაული, ისე არაფერი არ ხდება, რატომ მოხდა ის უკანონო გარიგება, რატომ მიანიჭეს ,,სილქნეტს" უპირატესობა და რამოდენიმე მილიონის უძრავი ქონება, რატომ გადასცეს საკუთრებაში ,,სილქნეტს" აი, ეს არის სწორედ ის მთავარი კითხვები, რომელზეც გამოძიება გასცემს პასუხს" (იხ. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება # 308).

სასამართლოში დაკითხვის დროს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ვერ მიუთითა ბრალდების შესახებ დადგენილებებში თუნდაც ერთ ადგილზე, სადაც ნათქვამი იქნებოდა ბრალდებულთა მხრიდან ანგარებით მიზანზე და განაცხადა: ,,რაც არ წერია, ის როგორ წავიკითხო? (იხ.ჯ.წიკლაურის ჩვენება - 15.03.2016; 12:30; 12:36; 12:38 სთ).

ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მთელი ბრალდებულთა დაკავების, მათთვის თავდაპირველი და დაზუსტებული ბრალდებების წარდგენის დროს, ბრალდების მხარეს საერთოდ არაფერი ჰქონდა ნათქვამი ბრალდებულთა ანგარებით მიზანზე (გაფლანგვის სუბიექტურ მხარეზე), რომლის გარეშეც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გაფლანგვა) შემადგენლობა.

2) ბრალდებულებმა ნ.კაიშაურმა, დ.წიფურიამ, გ.ღლონტმა, გ.ლობჟანიძემ და ა.ალავიძემ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს სს ,,სილქნეტის" რომელიმე თანამშრომელთან ან რომელიმე სხვა პირთან კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობის შესაძლებლობა; კერძოდ, გ.ღლონტმა და გ.ლობჟანიძემ განაცხადეს, რომ ისინი არ იცნობენ ,,სილქნეტის" არცერთ თანამშრომელს (იხ.გ.ღლონტის ჩვენება - 01.04.2016; 13:43 სთ; გ.ლობჟანიძის ჩვენება - 01.04. 2016; 16:39 სთ).

დ.წიფურიამ და ა.ალავიძემ განმარტეს, რომ სს ,,სილქნეტში" ისინი იცნობენ და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერ მაია ბრელიძეს და სამსახურებრივი ურთიერთობა გააჩნდათ მასთან, ვინაიდან აღნიშნული კომპანია სხვადასხვა სერვისს აწვდის თავდაცვის სამინისტროს. ანალოგიური ურთიერთობა გააჩნდათ მათ შპს ,,დელტა-კომმის, " შპს კავკასუს ონლაინის", შპს ,,სპეცკავშირმშენისა" და სხვა კომპანიების წარმომადგელებთან. ამავე დროს, ბრალდებულებმა განმარტეს, რომ მათ მ.ბრელიძესთან არასოდეს, არავითარი კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობა არ ჰქონიათ (იხ. ა. ალავიძის ჩვენება - 05.04.2016; 11:09;11:12 სთ; დ.წიფურიას ჩვენება - 29.03.2016; 13:29; 13:32; 13:36; 13:53 სთ).

ნ.კაიშაურის ჩვენებით, მან სს ,,სილქნეტის" დირექტორი ლ.ბუჩუკური გაიცნო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი შპს ,,მაგთიში" ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა, თუმცა მასთან დიდი ხანია არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია (იხ. კაიშაურის ჩვენება - 01.04.2016; 11:40 სთ).

სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა სს ,,სილქნეტის" გენერალურმა დირექტორმა ლ.ბუჩუკურმა, ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა კ.გოთუამ, გაყიდვების მენეჯერმა მ.ბრელიძემ და კომერციულმა დირექტორმა კ.ჩინჩალაძემ, სს ,,სილქნეტის" ან მისი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან კატეგორიულად გამორიცხეს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობა ბრალდებულებთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელთან (იხ.ლ.ბუჩუკურის ჩვენება - 16.11.2015; 14:32; 14:57 სთ; კ.გოთუას ჩვენება - 20.11.2015; 13:25 სთ; მ.ბრელიძის ჩვენება-16.11.2015; 16:12 სთ; კ.ჩინჩალაძის ჩვენება - 09.02.2016; 17:21 სთ ).

სს ,,სილქნეტის" მიერ 2014 წლის 30 ოქტომბერს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში, ასევე კატეგორიულად არის უარყოფილი კომპანიასა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შორის რაიმე სახის უკანონო გარიგების შესაძლებლობა ( იხ.დაცვის მხარის მტკიცებულება # 296).

ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში არა თუ უარყოფილი არ არის სს ,,სილქნეტის" ხელმძღვანელებისა და ბრალდებულთა პოზიცია იმის შესახებ, რომ არავითარ კანონსაწინააღმდეგო ურთიერთობას არ ჰქონია ადგილი ბრალდებულებსა და სს ,,სილქნეტის" თანამშრომლებს შორის, არამედ საერთოდ არ არის ნამსჯელი ამ საკითხზე, რაც ცხადყოფს ბრალდების პოზიციის სრულ დაუსაბუთებლობას. ამავე დროს, ბრალდების მხარეს არც ამჯერად დაუზუსტებია თუ კონკრეტულად რომელ ბრალდებულსა და სს "სილქნეტის" რომელ წარმომადგენელს გააჩნდათ კანონსაწინააღმდეგო ურთიერთკავშირი და რომელი მტკიცებულებებით დასტურდება ამგვარი კავშირის არსებობა.

4) გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ კიდევ ერთ საკითხს; კერძოდ კი იმას, რომ ბრალდების მხარის ვარაუდით, ბრალდებულები თურმე იმიტომ იყვნენ დაინტერესებული სს ,,სილქნეტისათვის"უპირატესობის მინიჭებით, რომ ,,უპირობოდ" სურდათ კომპანიის წარმომადგენლების ,,კეთილგანწყობის" მოპოვება. ამ შემთხვევაში, პროკურორები არც იმაზე საუბრობენ თუ რაში გამოიხატებოდა ან უნდა გამოხატულიყო სს ,,სილქნეტის" კეთილგანწყობა ბრალდებულთა მიმართ, არც იმას გვიმხელენ, ,,სილქნეტის" რომელი თანამშრომლის ან თანამშრომლების კეთილგანწყობა უნდა დაემსახურებინათ ბრალდებულებს და არც იმას, ყველა ბრალდებულს ერთად უნდა დაემსახურებინა ,,უპირობო კეთილგანწყობა" თუ რომელიმე მათგანს? ვფიქრობთ, ბრალდების დაუსაბუთებლობა ამაზე შორს ძნელად თუ წავა.

5) ასევე უნდა გაესვას ხაზი დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ და გამოქვეყნებულ, სასამართლოს მეგობრის, პროფესორ ნონა თოდუას წერილობით მოსაზრებას, რომლის თანახმად: "გაფლანგვისას იგი (გაფლანგვის სუბიექტი) უნდა მოქმედებდეს იმ მიზნით, რომ ეს ნივთი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთროს სხვა პირმა, ვისაც უკეთებს საჩუქარს მესაკუთრის ქონების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელთა (ბრალდებულთა) მიზანი სრულიად დაუსაბუთებელია" (იხ. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება გვ.4). აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგო ვერავითარი არგუმენტი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბრალდებულთა მხრიდან ანგარებითი მიზნის არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის მიმართ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულთა ბრალეულობას", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ