სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს
”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს

"ვარ­დე­ბის მო­ე­დანს" შე­საძ­ლოა ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა - "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი" და­უბ­რუნ­დეს. შე­სა­ბა­მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით საკ­რე­ბუ­ლოს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თევ­დო­რე კო­ბა­ხი­ძე სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ლია ჯახ­ვე­ლა­ძეს მი­მარ­თავს. კო­ბა­ხი­ძე ჯახ­ვე­ლა­ძეს და­ნარ­თის სა­ხით, "ქ. თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ედ­ნი­სათ­ვის" - "რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის" სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ" ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექტსაც უგ­ზავ­ნის. კო­ბა­ხი­ძის მი­მარ­თვას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში, ვე­რის უბან­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში 1983 წელს აშე­ნე­ბულ "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დანს", 2003 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად 2005 წელს მი­ე­ნი­ჭა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ედ­ნის" სა­ხელ­წო­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბი­ლე­ბის ფორ­მა არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, რო­გორც პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იქ­მნა 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ, ხოლო XX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დანს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­პა­ტი­ოდ ეწო­და - "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი". დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ 1983 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 22 წლის მან­ძილ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ე­და­ნი ატა­რებ­და - სწო­რედ რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ ღრმად და­ი­ლე­ქა და მი­უ­ხე­და­ვად, 2005 წელს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი "რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის" სა­ხელ­წო­დე­ბის "და­მა­ხინ­ჯე­ბი­სა" ("ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ე­და­ნი"), მისი სა­ხელ­წო­დე­ბა რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის ასე­ვე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის შე­უც­ვლე­ლი დარ­ჩა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა მსოფ­ლი­ო­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფოს რეს­პუბ­ლი­კა­ში, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის, ასე­ვე ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­ში წე­სი­სა­მებრ არ­სე­ბობს მო­ე­და­ნი, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წყო­ბი­ლე­ბის ფორ­მის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ეწო­დე­ბათ "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი". მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ­სე­ბობს მო­ე­და­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით - "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი", ასე­ვე, სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ ერე­ვან­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი სა­ოლ­ქო მო­ე­და­ნი 1926 წლი­დან ცნო­ბი­ლია, რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­და­ნი".

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს და თუნ­დაც უბ­რა­ლოდ ერთ თბი­ლი­სელს, პირ­და­პი­რი და უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია მაქვს ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და შე­სა­ბა­მი­სად ვიცი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია, რომ მოხ­დეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტის­თვის ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბის აღ­დგე­ნა და მის­თვის "რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნის" სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბა", - ნათ­ქვა­მია კო­ბა­ხი­ძის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს

”ვარდების მოედანს” შესაძლოა ძველი სახელწოდება - ”რესპუბლიკის მოედანი” დაუბრუნდეს

"ვარდების მოედანს" შესაძლოა ძველი სახელწოდება - "რესპუბლიკის მოედანი" დაუბრუნდეს. შესაბამისი ინიციატივით საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლია ჯახველაძეს მიმართავს. კობახიძე ჯახველაძეს დანართის სახით, "ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, "ვარდების რევოლუციის მოედნისათვის" - "რესპუბლიკის მოედნის" სახელის მინიჭების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტსაც უგზავნის. კობახიძის მიმართვას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში 1983 წელს აშენებულ "რესპუბლიკის მოედანს", 2003 წლის რევოლუციის აღსანიშნავად 2005 წელს მიენიჭა "ვარდების რევოლუციის მოედნის" სახელწოდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მოქმედი უზენაესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა 1917 წლის რევოლუციის შემდგომ, ხოლო XX საუკუნის მიწურულს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი პირველი რესპუბლიკის საპატიოდ ეწოდა - "რესპუბლიკის მოედანი". დიდი მნიშვნელობის მატარებელია ის ფაქტი, რომ 1983 წლიდან მოყოლებული 22 წლის მანძილზე აღნიშნული მოედანი ატარებდა - სწორედ რესპუბლიკის მოედნის სახელწოდებას, რაც საზოგადოების ცნობიერებაში საკმაოდ ღრმად დაილექა და მიუხედავად, 2005 წელს საყოველთაოდ ცნობილი "რესპუბლიკის მოედნის" სახელწოდების "დამახინჯებისა" ("ვარდების რევოლუციის მოედანი"), მისი სახელწოდება როგორც დედაქალაქის ასევე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის შეუცვლელი დარჩა. საყურადღებოა მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს რესპუბლიკაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნების დედაქალაქებში წესისამებრ არსებობს მოედანი, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის წყობილების ფორმის გამოსახატავად საუკუნეების მანძილზე ეწოდებათ "რესპუბლიკის მოედანი". მაგალითად, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში არსებობს მოედანი სახელწოდებით - "რესპუბლიკის მოედანი", ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში არსებული დიდი საოლქო მოედანი 1926 წლიდან ცნობილია, როგორც "რესპუბლიკის მოედანი".

აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრს და თუნდაც უბრალოდ ერთ თბილისელს, პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია მაქვს ჩვენს თანამოქალაქეებთან და შესაბამისად ვიცი აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა და მისთვის "რესპუბლიკის მოედნის" სახელის მინიჭება", - ნათქვამია კობახიძის მიმართვაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია