უნდა აპატიოს თუ არა ქმარმა ცოლს ღალატი - ყველაფერი ჯვრის აყრის შესახებ

უნდა აპატიოს თუ არა ქმარმა ცოლს ღალატი - ყველაფერი ჯვრის აყრის შესახებ

სამწუხაროდ, ქორწინება ზოგჯერ განქორწინებით სრულდება. ჯვარდაწერილი წყვილის შემთხვევაში დაშორებას ჯვრის აყრაც მოსდევს. რა შემთხვევაში ასრულებენ მამები ჯვრის აყრის რიტუალს და რამდენჯერ არის ჯვრისწერა დაშვებული?

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- რა შემთხვევაში ხდება ჯვრის აყრა?

- ღალატისა და იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევისათვის, რაც ქალსა და მამაკაცს ევალებათ.

- როდესაც ცოლ- ქმარი ერთად აღარ ცხოვრობს და რომელიმე მათგანი აპირებს ჯვრის აყრას და მეორედ დაქორწინებას, ერთ- ერთი მათგანი კი უარზეა, ამ დროს რა გამოსავალი არსებობს?

- მღვდელმთავარმა უნდა გამოიკვლიოს მიზეზი, თუ ნამდვილად მისაღებია და ყველანაირი პირობა არსებობს, უარის მიუხედავად შეუძლია მღვდელმთავარს ქორწინების ანულირება.

- როდესაც ოჯახში კონფლიქტია, ძალადობაა, რას ურჩევთ, გაიყაროს ასეთი წყვილი, ან როგორ უნდა იპოვონ გამოსავალი?

განაგრძეთ კითხვა