"ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

"ჯერ ფეხებში ესროლეს, თავის დაღწევა შეძლო, მაგრამ აფხაზი გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა" - საოკუპაციო ხაზთან მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ოთხოზორიას სასიკვდილო ტყვია თავის არეში აფხაზმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ ესროლა.

"გიგა ოთხოზორია წარმოშობით გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან არის, თუმცა ზუგდიდში ცხოვრობდა. ბანკში მუშაობდა. ერთი შვილი დარჩა. საზღვარზე პირადობის მოწმობით უნდოდა გადმოსულიყო. პროდუქტი მოჰქონდა სატირალზე, აფხაზებმა არ გამოუშვეს. ერთ-ერთ მესაზღვრეს ყელში ხელი წაავლო და აგინა აფხაზებს. მათ გიგას ფეხებში ესროლეს. ამის მიუხედავად გამოქცევა შეძლო. აფხაზიც გამოჰყვა და ტყვია თავში ესროლა. ნათესავები ჩივილს არ აპირებენ, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ ვითარებაში გარკვევას", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

გარდაცვლილი გიგა ოთხოზორია ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. ცხედარს წუხელ გვიან ღამემდე ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზა უტარდებოდა. მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან გუშინ, შუა დღეს მოხდა.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

"19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას", - აღნიშნეს სუს-ში.

მარიამ ლორთქიფანიძე

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ