პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან
ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"ბი­ჭოს, ვე­ღარ გა­ი­გო ამ ხალ­ხმა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ვერ­ტი­კა­ლუ­რია და თან, ბრუნ­ვა­დი", "არა ბა­ტო­ნო არა, ასე­თი ცოდ­ნით ვერ გავფრინ­დე­ბით, არა­და, უნდა გავფრინ­დეთ", - ეს ფრა­ზე­ბი ქრის­ტე­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვილს, იგი­ვე ბი­ძია-ბა­ბუ­ას ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მის ("შე­რე­კი­ლე­ბი") გე­ნი­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია, ერ­თა­ოზ ბრეგ­ვა­ძეს­თან ერ­თად, სა­პა­ტიმ­რო­ში მყო­ფი ცათ­მფრენს რომ აგებ­და...

ეს კი პი­პი­ნია ერის­თა­ვია - "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნი­დან: "კარ­გს იზამ­დი ქალი რომ გე­თხო­ვა... ქალი ისე­თი მო­იყ­ვა­ნე, რომ მა­ინ­და­მა­ინც მა­ხინ­ჯი არ იყოს, არა სა­სი­ა­მოვ­ნო სახ­ლში რომ მიხ­ვალ და უშნო ქალი დაგ­ხვდე­ბა... ექი­მი უნდა იყოს, თე­რა­პევ­ტი ჯო­ბია ყვე­ლას, პა­ტი­ო­სა­ნი, წყნა­რი, ოჯა­ხიშ­ვი­ლი". დიახ, ასე­თი ცოლი უნ­დო­და პი­პი­ნი­ას აგუ­ლის­თვის...

ამ ეკ­რა­ნულ სა­ხე­ებს მა­ყუ­რე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს და უყ­ვარს, თუმ­ცა მსა­ხი­ობ, ვა­სილ ჩხა­ი­ძე­ზე, რო­მე­ლიც ამ რო­ლებს ქმნი­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბევ­რი არა­ფე­რი იცის. ვა­სილ ჩხა­ი­ძე 1905 წელს ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აცა­ნა­ში და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი გერ­მა­ნუ­ლი ენის გან­ხრით და­ამ­თავ­რა, სწავ­ლობ­და ასე­ვე - თე­ატ­რა­ლურ სტუ­დი­ა­ში. იყო ბა­თუ­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით - სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. 1937-1956 წლებ­ში სკო­ლა­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, რუ­სუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ. იყო ასე­ვე ფო­თის ვ. გუ­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი. 1967 წლი­დან კი კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, როცა რე­ჟი­სორ­მა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. მისი პირ­ვე­ლი როლი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში", პი­პი­ნია ერის­თა­ვი იყო, რა­საც 29 ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი მოჰ­ყვა, მათ შო­რის, "ლა­ზა­რე", "ფე­ო­ლა", "შე­რე­კი­ლე­ბი", "ჩი­რი­კი და ჩი­კო­ტე­ლა", "რაჭა ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი", "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი", "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი" და სხვ.

აი, რას გვიყ­ვე­ბა მაია ჩხა­ი­ძე, ლან­ჩხუ­თის ვ. წუ­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ტა­რი­სა და კი­ნოს მუ­ზე­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე:

- ვა­სილ ჩხა­ი­ძე ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია, რო­მელ­საც 1979 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. გარ­და­იც­ვა­ლა 1986 წე­ლის 26 დე­კემ­ბერს... მისი მამა - ისა­ა­კი ღა­რი­ბი გლე­ხი იყო, დედა ჩი­ჩუ­ას ქალი გახ­ლდათ, წარ­მო­სა­დე­გი, კარ­გი დედა და დი­ა­სახ­ლი­სი, ვასო გა­რეგ­ნო­ბით, სი­მაღ­ლით, ინ­ტე­ლექ­ტით მას ჰგავ­და... ბა­ტონ ვა­სოს ძმაც მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და დიდ­ხანს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ლან­ჩხუ­თის გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და, არა მარ­ტო რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, გერ­მა­ნუ­ლიც, თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობ­და მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, ასე­ვე ინ­გლი­სე­ლი, ფრან­გი, იტა­ლი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მოღ­ვა­წე­ე­ბის წვლილ­ზე. ქარ­თვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი­დან მა­ღალ შე­ფა­სე­ბას მოსე გო­გი­ბე­რი­ძეს აძ­ლევ­და, მწერ­ლე­ბი­დან - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, პო­ე­ტებ­ში გა­ლა­კტი­ონ და ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე­ებს.

- ჰყავ­და თუ არა ბა­ტონ ვა­სილს შვი­ლი, მე­უღ­ლე?

- მე­უღ­ლე და ერ­თა­დერთ ვაჟი (გი­ორ­გი) ჰყავ­და, რო­მე­ლიც სხვა­თა შო­რის "ცის­ფერ მთებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს, მისი პერ­სო­ნა­ჟი შუქ­რის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, ფრან­გულს რომ სწავ­ლობს...

- "კო­მსი კო­მსა, ჩემო შუქ­რი" - ასე რომ მი­მარ­თავს ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩი?

- კი. მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი ფილმში "სი­ცო­ცხლე ერ­მი­ლეს". ვა­სილ­მა შვილს სა­ხე­ლი ძმის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა. სამ­წუ­ხა­როდ გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე 2000 წელს გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლიც არ ჰყო­ფი­ლა. ერ­თა­დერ­თი ვაჟი იყო გი­ორ­გი, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ჰქონ­და და­ამ­თავ­რე­ბუ­ლი, მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ და აქ­ტი­ურ სას­ცე­ნო მო­ღავ­წე­ო­ბას ეწე­ო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტო­ნი ვა­სოს მე­უღ­ლეს, ნინა ვარ­დი­გუ­ლაშ­ვილს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი მან მცხე­თა­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქ გა­ა­ნა­წი­ლეს. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს სწო­რედ მა­შინ შეხ­ვდა. ქალ­ბა­ტო­ნი ნინა მცხე­თე­ლი გახ­ლდათ და პრო­ფე­სი­ით ექი­მი. ბა­ტო­ნი ვა­სი­ლი ადრე დაქვრივ­და, 50 წლი­საც არ იყო, მე­უღ­ლე რომ გარ­და­ეც­ვა­ლა.

- რო­დე­საც ის კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­და, სო­ფე­ლი და­ტო­ვა?

- დიახ, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. იმ დრო­ის­თვის გუ­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ფო­თის თე­ატ­რი­დან უკვე წა­სუ­ლი იყო და უმუ­შე­ვა­რიც, როცა ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ასი­ტენ­ტებ­მა სო­ფელ აცა­ნა­ში აა­კი­თხეს, პი­პი­ნია ერის­თა­ვის რო­ლის­თვის მსა­ხი­ობს ეძებ­დნენ. მის აღ­მო­ჩე­ნა­ში ვა­ლო­დია წუ­ლა­ძის წვლი­ლიც დი­დია, სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებს მუ­ზე­უ­მი, სა­დაც ვმუ­შა­ობ. რაც შე­ე­ხე­ბა "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის, პი­პი­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, "დაგ­ვი­ა­ნე­ბულ ყვა­ვილ­საც" უწო­დებ­დნენ, რად­გა­ნაც მისი აღ­მო­ჩე­ნა 63 წლის ასაკ­ში მოდა, რა­საც აღ­მავ­ლო­ბა მოჰ­ყვა.

* * *

კი­ნო­დე­ბი­უ­ტი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" 1968 წელს შედ­გა. ელ­დარ შენ­გე­ლა­ია რომ არა, ალ­ბათ, ეს მსა­ხი­ო­ბი პრო­ვინ­ცი­ა­ში დარ­ჩე­ბო­და და ქარ­თულ კი­ნო­ში ისე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ შე­იქ­მნე­ბო­და, რო­გო­რი­ცაა პი­პი­ნია ერის­თა­ვი და ქრის­ტე­ფო­რე მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი...

ელ­დერ შენ­გე­ლა­ი­ას მო­გო­ნე­ბა: "პი­პი­ნი­ას როლ­ზე თბი­ლის­ში ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე. ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ფოთ­ში იყო. იქ მსა­ხი­ობ აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძეს წა­ვა­კი­თხე სცე­ნა­რი და ვკი­თხე, ვინ­მეს ხომ არ იც­ნობ­და, ვინც პი­პი­ნი­ას როლს შე­ას­რუ­ლებ­და. აკა­კი დო­ბორჯგი­ნი­ძე ის კა­ცია, რო­მელ­საც "არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ფე­ნა­ში" ძაღ­ლი მოჰ­ყავს. მან მი­თხრა, რომ გუ­რი­ა­ში, სო­ფელ აცა­ნა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და გა­მოგ­ვდგო­მო­და - ვა­სილ ჩხა­ი­ძე, ის ფო­თის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და, იქი­დან გა­რი­ცხეს და სო­ფელ­ში პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რძო.

გუ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჩემი ასის­ტენ­ტი იყო და არ ვფიქ­რობ­დი, აგუ­ლის როლ­ზე ამეყ­ვა­ნა. გუ­რი­ა­ში ჩა­სუ­ლებს სა­ო­ცა­რი სახ­ლი დაგ­ვხვდა, ზღაპ­რებ­ში რო­მაა, ისე­თი. გა­მო­ვი­და კაცი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ჩაც­მუ­ლი იყო, რო­გო­რიც შემ­დეგ ფილმშია. ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ბევ­რი არა­ფე­რი შეგ­ვიც­ვლია. გუ­რა­მი და ვა­სილ ჩხა­ი­ძე ერ­თად რომ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ესე­ნი აგუ­ლი და მა­მა­მი­სი, პი­პი­ნია იყ­ვნენ. ვა­სილ ჩხა­ი­ძემ მთა­ვარ როლ­ზე უარი მი­თხრა, ეპი­ზოდ­ში ვი­თა­მა­შე­ბო. შე­ვე­ცა­დე, გა­და­მერ­წმუ­ნე­ბი­ნა და თბი­ლის­ში და­ვი­ბა­რე. როცა ჩა­მო­ვი­და, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში გუ­რა­მი დახ­ვდა და პირ­და­პირ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­იყ­ვა­ნა. პირ­ვე­ლად კა­მე­რის წინ რომ დარ­ჩა, შე­შინ­და, მაგ­რამ სინ­ჯე­ბის შემ­დეგ, პი­პი­ნი­ას როლ­ზე და­ვამ­ტკი­ცეთ".

* * *

ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას უკვე სა­მოც წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ სხვა რე­ჟი­სო­რებ­თა­ნაც იმუ­შა­ვა. "ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი" კი მისი ბოლო კი­ნო­ნა­მუ­შე­ვა­რი იყო, რომ­ლის გა­და­ღე­ბის დრო­საც, ის ისევ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას­თან მუ­შა­ობ­და.

2013 წელს, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ო­ზე მისი და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვი ელ­დერ შენ­გე­ლა­ი­ამ იპო­ვა და ნეშ­ტი გად­მო­ას­ვე­ნა. "ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, გუ­რამ გე­ლა­ძემ იცო­და, სად იყო ეს საფ­ლა­ვი, სა­ი­და­ნაც დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გად­მო­ვას­ვე­ნეთ".

მაია ჩხა­ი­ძე:

- მა­შინ რო­დე­საც ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მისი საფ­ლა­ვი, აცა­ნე­ლებს სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვენს სო­ფელ­ში, წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლა­ე­სი­ის ეზო­ში გად­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ძა­ლის­ხმე­ვით მისი გად­მოს­ვე­ნე­ბა მოხ­და დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში.

- მისი სახლ-კარი აცა­ნა­ში არ­სე­ბობს?

- პა­ტა­რა სახ­ლი ჰქონ­და, რომ­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწ­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ნივ­თე­ბი, რაც კი მუ­ზე­უ­მის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და, ექ­სპო­ნა­ტე­ბად გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, გან­და­გურ­და. თბი­ლი­სის სახ­ლიც და­ე­კარ­გა. თან, ხომ გი­თხა­რით, მისი ვაჟი ისეთ უც­ნა­ურ გა­რე­მო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რომ ვა­სილ ჩხა­ი­ძის ძმიშ­ვი­ლებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა ვერც შე­ი­ტყვეს, სახ­ლი მე­ზო­ბელს და­უ­ტო­ვა. შემ­დეგ ქო­ნებ­რი­ვი დავა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ძმიშ­ვი­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და ჩხა­ი­ძე­ე­ბის ქო­ნე­ბა უცხო ხალ­ხს დარ­ჩა.

გული მწყდე­ბა, რომ ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­სპო­ნა­ტე­ბად შე­იძ­ლე­ბო­და მუ­ზე­უმ­ში გა­მომ­დგა­რი­ყო, გა­ნად­გურ­და და გა­და­ი­ყა­რა. ბა­ტო­ნი ვასო მრა­ვალ­მხრი­ვი ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ხა­ტავ­და, წერ­და, ხომ ვამ­ბობ, სა­ოც­რად კარ­გი პე­და­გო­გი იყო, მა­მა­ჩემს და მა­მი­დას ას­წავ­ლი­და. ასე რომ აცა­ნელ ჩა­ხა­ი­ძე­ებს გვე­ა­მა­ყე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი. ახლა ბი­უს­ტი გა­კეთ­და და მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში და­იდ­გმე­ბა. სკო­ლას, რო­მელ­შიც მო­ღავ­წე­ობ­და, გვინ­და, რომ მისი სა­ხე­ლი ეწო­დოს. ალ­ბათ ეს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა.

ერთ-ერთი პი­როვ­ნე­ბა, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მის ახლო მე­გობ­რად ით­ვლე­ბო­და, ყვე­ბო­და, - მოვ­ლე­ნებს, თა­ვის სა­ხელს უწო­დებ­და, თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი იყო, ჰოდა, უკ­ვირ­და, რო­გორ გა­და­ურ­ჩა მძი­მე რეპ­რე­სი­ე­ბის ეპო­ქა­სო? ვასო მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტით ყო­ფი­ლა სავ­სე, ზე­პი­რად კი­თხუ­ლობ­და ლექ­სებს და ნა­წყვე­ტებს პრო­ზა­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან.

მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­წონს კი­ნო­რე­ჟი­სორ ბუბა ხო­ტი­ვა­რის შე­ფა­სე­ბა: "კი­ნო­კა­მე­რის წინ ის თა­მა­შობ­და იმას, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მო­ად­გენ­და, ცხოვ­რე­ბა­ში კი ის იყო ჯი­ში­ა­ნი ქარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტი. ვფიქ­რობ, რომ ეს არის ვა­სილ ჩხა­ი­ძის სრუ­ლი და­ხა­სი­ა­თე­ბა... ბა­ტო­ნი ბუბა მას ასეც უწო­დებ­და: "აზ­ნა­უ­რი ვა­სილ ჩხა­ი­ძე და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი "დიდი პი­პი­ნია"... ამ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია. ის ქარ­თულ კი­ნო­ში მა­ნამ­დე დარ­ჩე­ბა, სა­ნამ ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი კლა­სი­კად ქცე­ულ ქარ­თულ ფილ­მებს ნა­ხავს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: "გული მწყდე­ბა... ისე ჩა­ი­ა­რა მის­მა 70 წლის იუ­ბი­ლემ, არა­ვის გახ­სე­ნე­ბია" - ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­ზეც თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცით

აზდაკი))
0

არაჩვეულებრივი ვასილ ჩხაიძე და ეროსის ხმა,რომელიც საოცრად ორგანული გახდა მისი როლებისთვის...ყველა როლიიყვარს...ფეოლაშიც რა საყვარელია🙂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"ბიჭოს, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან, ბრუნვადი", "არა ბატონო არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ", - ეს ფრაზები ქრისტეფორე მგალობლიშვილს, იგივე ბიძია-ბაბუას ეკუთვნის, რომელიც გენიალური ფილმის ("შერეკილები") გენიალური პერსონაჟია, ერთაოზ ბრეგვაძესთან ერთად, საპატიმროში მყოფი ცათმფრენს რომ აგებდა...

ეს კი პიპინია ერისთავია - "არაჩვეულებრივი გამოფენიდან: "კარგს იზამდი ქალი რომ გეთხოვა... ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინდამაინც მახინჯი არ იყოს, არა სასიამოვნო სახლში რომ მიხვალ და უშნო ქალი დაგხვდება... ექიმი უნდა იყოს, თერაპევტი ჯობია ყველას, პატიოსანი, წყნარი, ოჯახიშვილი". დიახ, ასეთი ცოლი უნდოდა პიპინიას აგულისთვის...

ამ ეკრანულ სახეებს მაყურებელი კარგად იცნობს და უყვარს, თუმცა მსახიობ, ვასილ ჩხაიძეზე, რომელიც ამ როლებს ქმნიდა, შეიძლება ითქვას, ბევრი არაფერი იცის. ვასილ ჩხაიძე 1905 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა, სწავლობდა ასევე - თეატრალურ სტუდიაში. იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით - სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1937-1956 წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი გახლდათ. იყო ასევე ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დაიწყო მუშაობა, როცა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა. მისი პირველი როლი "არაჩვეულებრივ გამოფენაში", პიპინია ერისთავი იყო, რასაც 29 ქართული მხატვრული ფილმი მოჰყვა, მათ შორის, "ლაზარე", "ფეოლა", "შერეკილები", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "რაჭა ჩემი სიყვარული", "სამანიშვილის დედინაცვალი", "პირველი მერცხალი" და სხვ.

აი, რას გვიყვება მაია ჩხაიძე, ლანჩხუთის ვ. წულაძის სახელობის თეტარისა და კინოს მუზეუმის განყოფილების გამგე:

- ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 1986 წელის 26 დეკემბერს... მისი მამა - ისააკი ღარიბი გლეხი იყო, დედა ჩიჩუას ქალი გახლდათ, წარმოსადეგი, კარგი დედა და დიასახლისი, ვასო გარეგნობით, სიმაღლით, ინტელექტით მას ჰგავდა... ბატონ ვასოს ძმაც მასწავლებელი იყო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის განათლების განყოფილებას. ვასილ ჩხაიძემ შესანიშნავად იცოდა, არა მარტო რუსული ლიტერატურა, გერმანულიც, თავისუფლად საუბრობდა მსოფლიო ლიტერატურაზე, ასევე ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების წვლილზე. ქართველი ფილოსოფოსებიდან მაღალ შეფასებას მოსე გოგიბერიძეს აძლევდა, მწერლებიდან - მიხეილ ჯავახიშვილს, პოეტებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს.

- ჰყავდა თუ არა ბატონ ვასილს შვილი, მეუღლე?

- მეუღლე და ერთადერთ ვაჟი (გიორგი) ჰყავდა, რომელიც სხვათა შორის "ცისფერ მთებში" მონაწილეობს, მისი პერსონაჟი შუქრის სახელით არის ცნობილი, ფრანგულს რომ სწავლობს...

- "კომსი კომსა, ჩემო შუქრი" - ასე რომ მიმართავს ფილმის მთავარი გმირი, ვაჟა ზაზაევიჩი?

- კი. მას მონაწილეობა ჰქონდა ასევე მიღებული ფილმში "სიცოცხლე ერმილეს". ვასილმა შვილს სახელი ძმის პატივსაცემად დაარქვა. სამწუხაროდ გიორგი ჩხაიძე 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, დაოჯახებულიც არ ჰყოფილა. ერთადერთი ვაჟი იყო გიორგი, თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დაამთავრებული, მსახიობი გახლდათ და აქტიურ სასცენო მოღავწეობას ეწეოდა. რაც შეეხება ბატონი ვასოს მეუღლეს, ნინა ვარდიგულაშვილს, ეს ქალბატონი მან მცხეთაში გაიცნო, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ გაანაწილეს. მომავალ მეუღლეს სწორედ მაშინ შეხვდა. ქალბატონი ნინა მცხეთელი გახლდათ და პროფესიით ექიმი. ბატონი ვასილი ადრე დაქვრივდა, 50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ გარდაეცვალა.

- როდესაც ის კინოსტუდიის თანამშრომელი გახდა, სოფელი დატოვა?

- დიახ, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. იმ დროისთვის გუნიას სახელობის ფოთის თეატრიდან უკვე წასული იყო და უმუშევარიც, როცა ელდარ შენგელაიას ასიტენტებმა სოფელ აცანაში ააკითხეს, პიპინია ერისთავის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მის აღმოჩენაში ვალოდია წულაძის წვლილიც დიდია, სწორედ ამ ადამიანის სახელს ატარებს მუზეუმი, სადაც ვმუშაობ. რაც შეეხება "არაჩვეულებრივი გამოფენის" მთავარი პერსონაჟის, პიპინას როლის შემსრულებელს, "დაგვიანებულ ყვავილსაც" უწოდებდნენ, რადგანაც მისი აღმოჩენა 63 წლის ასაკში მოდა, რასაც აღმავლობა მოჰყვა.

* * *

კინოდებიუტი "არაჩვეულებრივ გამოფენაში" 1968 წელს შედგა. ელდარ შენგელაია რომ არა, ალბათ, ეს მსახიობი პროვინციაში დარჩებოდა და ქართულ კინოში ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები არ შეიქმნებოდა, როგორიცაა პიპინია ერისთავი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი...

ელდერ შენგელაიას მოგონება: "პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან გარიცხეს და სოფელში პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო.

გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი, პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე, გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. პირველად კამერის წინ რომ დარჩა, შეშინდა, მაგრამ სინჯების შემდეგ, პიპინიას როლზე დავამტკიცეთ".

* * *

ფილმის გადაღებისას უკვე სამოც წელს იყო გადაცილებული და მას შემდეგ სხვა რეჟისორებთანაც იმუშავა. "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" კი მისი ბოლო კინონამუშევარი იყო, რომლის გადაღების დროსაც, ის ისევ ელდარ შენგელაიასთან მუშაობდა.

2013 წელს, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი დაკარგული საფლავი ელდერ შენგელაიამ იპოვა და ნეშტი გადმოასვენა. "ჩვენმა მეგობარმა, გურამ გელაძემ იცოდა, სად იყო ეს საფლავი, საიდანაც დიდუბის პანთეონში გადმოვასვენეთ".

მაია ჩხაიძე:

- მაშინ როდესაც ცუდ მდგომარეობაში იყო მისი საფლავი, აცანელებს სურვილი გვქონდა, ჩვენს სოფელში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლაესიის ეზოში გადმოგვესვენებინა, მაგრამ ელდარ შენგელაიას ძალისხმევით მისი გადმოსვენება მოხდა დიდუბის პანთეონში.

- მისი სახლ-კარი აცანაში არსებობს?

- პატარა სახლი ჰქონდა, რომლიც მოგვიანებით დაიწვა და შესაბამისად, მისი ნივთები, რაც კი მუზეუმისთვის შეიძლებოდა, ექსპონატებად გამოგვეყენებინა, განდაგურდა. თბილისის სახლიც დაეკარგა. თან, ხომ გითხარით, მისი ვაჟი ისეთ უცნაურ გარემოში გარდაიცვალა, რომ ვასილ ჩხაიძის ძმიშვილებმა, ნათესავებმა ვერც შეიტყვეს, სახლი მეზობელს დაუტოვა. შემდეგ ქონებრივი დავა სასამართლოში მიმდინარეობდა, მაგრამ ძმიშვილებმა ვერ მოახერხეს, ქონების დაბრუნება და ჩხაიძეების ქონება უცხო ხალხს დარჩა.

გული მწყდება, რომ ნივთები, რომლებიც ექსპონატებად შეიძლებოდა მუზეუმში გამომდგარიყო, განადგურდა და გადაიყარა. ბატონი ვასო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ხატავდა, წერდა, ხომ ვამბობ, საოცრად კარგი პედაგოგი იყო, მამაჩემს და მამიდას ასწავლიდა. ასე რომ აცანელ ჩახაიძეებს გვეამაყება ეს ადამიანი. ახლა ბიუსტი გაკეთდა და მშობლიურ კუთხეში დაიდგმება. სკოლას, რომელშიც მოღავწეობდა, გვინდა, რომ მისი სახელი ეწოდოს. ალბათ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ერთ-ერთი პიროვნება, სკოლის დირექტორი, რომელიც მის ახლო მეგობრად ითვლებოდა, ყვებოდა, - მოვლენებს, თავის სახელს უწოდებდა, თავისუფლად მოაზროვე ადამიანი იყო, ჰოდა, უკვირდა, როგორ გადაურჩა მძიმე რეპრესიების ეპოქასო? ვასო მასწავლებლის გაკვეთილები შემოქმედებითი მუხტით ყოფილა სავსე, ზეპირად კითხულობდა ლექსებს და ნაწყვეტებს პროზაული ნაწარმოებებიდან.

მე განსაკუთრებულად მომწონს კინორეჟისორ ბუბა ხოტივარის შეფასება: "კინოკამერის წინ ის თამაშობდა იმას, რასაც ცხოვრებაში წარმოადგენდა, ცხოვრებაში კი ის იყო ჯიშიანი ქართველი არისტოკრატი. ვფიქრობ, რომ ეს არის ვასილ ჩხაიძის სრული დახასიათება... ბატონი ბუბა მას ასეც უწოდებდა: ''აზნაური ვასილ ჩხაიძე და ელდარ შენგელაიას მიერ აღმოჩენილი ''დიდი პიპინია''... ამ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ის ქართულ კინოში მანამდე დარჩება, სანამ ქართველი მაყურებელი კლასიკად ქცეულ ქართულ ფილმებს ნახავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: "გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით