პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბედისწერო რეისი - სამგზავრო ლაინერ “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა
საბედისწერო რეისი - სამგზავრო ლაინერ “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

EgyptAir-ის სამ­გზავ­რო ლა­ი­ნე­რის, "А320"-ის კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ვე­რა­ვინ გა­დარ­ჩა. ამის შე­სა­ხებ ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

აბ­დელ ფა­თაჰ ალ-სისი მწუ­ხა­რე­ბას უცხა­დებს და­ღუ­პულ­თა ნა­თე­სა­ვებ­სა და ახ­ლობ­ლებს.

მაშ­ვე­ლებ­მა ლა­ი­ნერ "А320"-ის ფრაგ­მენ­ტე­ბი და მგზავ­რთა პი­რა­დი ნივ­თე­ბი ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ცოტა ხნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ეგ­ვიპ­ტის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ი­ნე­რის ნამ­სხვრე­ვე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლია ეგ­ვიპ­ტის სა­ნა­პი­რო­ე­ბი­დან 290 კი­ლო­მეტრში, ქა­ლაქ ალექ­სან­დრი­ი­დან ჩრდი­ლო­ე­თით.

ხმელ­თა­შუა ზღვა­ში სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცია გუ­შინ­დე­ლი დღი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას­ში ეგ­ვიპ­ტის, სა­ბერ­ძნე­თის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, კვიპ­რო­სის, იტა­ლი­ი­სა და აშშ-ის ხო­მალ­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

თვითმფრი­ნა­ვი "А320" რო­მე­ლიც რე­ისს პა­რი­ზი­დან კა­ი­რო­ში ას­რუ­ლებ­და, გუ­შინ, ეგ­ვიპ­ტის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ რა­და­რე­ბი­დან გაქ­რა.

ბორტზე 66 ადა­მი­ა­ნი - ეკი­პა­ჟის 10 წევ­რი და 56 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის ეგ­ვიპ­ტის 30, საფ­რან­გე­თის 15 და კი­დევ 10 სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე.

რო­გორც გუ­შინ ეგ­ვიპ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის მი­ნის­ტრმა შა­რიფ ფა­თ­ჰიმ გა­ნა­ცხა­და, კა­ტას­ტრო­ფის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი ტე­რაქ­ტია, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა ვერ­სი­ებს არ გა­მო­რი­ცხავს.

აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბა­თა ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ცნო­ბით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდა­რის­თვის ჯერ არც ერთ ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საბედისწერო რეისი - სამგზავრო ლაინერ “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

საბედისწერო რეისი - სამგზავრო ლაინერ “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, “А320”-ის კატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა. ამის შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

აბდელ ფათაჰ ალ-სისი მწუხარებას უცხადებს დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.

მაშველებმა ლაინერ “А320”-ის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ხმელთაშუა ზღვაში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ლაინერის ნამსხვრევები აღმოჩენილია ეგვიპტის სანაპიროებიდან 290 კილომეტრში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით.

ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.

თვითმფრინავი “А320” რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.

ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.

როგორც გუშინ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა შარიფ ფათჰიმ განაცხადა, კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტერაქტია, თუმცა ხელისუფლება სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა