სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის - როდის დაიწყება გამოსაშვები გამოცდები
ინფორმაცია მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის - როდის დაიწყება გამოსაშვები გამოცდები

მე-12 კლა­სის მო­სა­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი ხვალ, 9:00 სა­ათ­ზე ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მოც­დას ოთხ სა­გან­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. ეს საგ­ნე­ბია: ქარ­თუ­ლი, უცხო­უ­რი ენე­ბი, ის­ტო­რია, მა­თე­მა­ტი­კა.

ამას­თან მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც მე-11 კლა­სის რო­მე­ლი­მე გა­მოც­და­ში ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს ან გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა ვერ შეძ­ლეს, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ რვა­ვე გა­მოც­და ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ა­ბა­რონ.

გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ქარ­თუ­ლი მო­დე­ლით ტარ­დე­ბა. არ შეც­ვლი­ლა ბა­რი­ე­რი და ის ისევ 5.5-ია. მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­მა­მა­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გა­მოც­დე­ბი 25 მა­ისს და­სა­რულ­დე­ბა.

გა­მოც­დე­ბის­თვის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 46 000-ზე მეტი მოს­წავ­ლე. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­მარ­ტე­ბით, თუ მე-12 კლა­სელ­მა რო­მე­ლი­მე გა­მოც­და­ზე ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე არ და­იშ­ვე­ბა.

მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა მოს­წავ­ლე­ებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა და ასე­ვე მო­უ­წო­და, გა­მო­ი­ყე­ნონ დღე­ვან­დე­ლი ე.წ. სა­ვარ­ჯი­შო დღე, რო­დე­საც მოს­წა­ავ­ლე­ებს პრე­ტეს­ტში მო­ნა­წი­ლო­ე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ინფორმაცია მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის - როდის დაიწყება გამოსაშვები გამოცდები

ინფორმაცია მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის - როდის დაიწყება გამოსაშვები გამოცდები

მე-12 კლასის მოსაწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები ხვალიდან დაიწყება. ამასთან დაკავშირებით დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდები ხვალ, 9:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

საერთო ჯამში, მე-12 კლასის მოსწავლეები გამოცდას ოთხ საგანში ჩააბარებენ. ეს საგნებია: ქართული, უცხოური ენები, ისტორია, მათემატიკა.

ამასთან მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან გამოცდაზე გამოცხადება ვერ შეძლეს, საშუალება მიეცემათ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით ტარდება. არ შეცვლილა ბარიერი და ის ისევ 5.5-ია. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის გამოცდები 25 მაისს დასარულდება.

გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 46 000-ზე მეტი მოსწავლე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ მე-12 კლასელმა რომელიმე გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვება.

მაია მიმინოშვილმა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა და ასევე მოუწოდა, გამოიყენონ დღევანდელი ე.წ. სავარჯიშო დღე, როდესაც მოსწაავლეებს პრეტესტში მონაწილოების მიღება შეუძლიათ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"