საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თათია სამხარაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს" - ვის მხილებას აპირებს შალვა რამიშვილი და რა მიმართვას უგზავნის ფემინისტებს
"თათია სამხარაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს" - ვის მხილებას აპირებს შალვა რამიშვილი და რა მიმართვას უგზავნის ფემინისტებს

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი მისი და თა­თია სამ­ხა­რა­ძის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ პოსტს ავ­რცე­ლებს. რა­მიშ­ვი­ლის თქმით, მის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და მზად არის ძა­ლი­ან მალე ამ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ხი­ლოს.

"თით­ქმის ორი თვე გა­ვი­და, რაც თა­თია სამ­ხა­რა­ძემ ბრა­ლი დამ­დო მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ " სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა-შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში". ამ ბრალ­დე­ბა­ში მას მხა­რი და­უ­ჭი­რეს ფე­მი­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. მათი მხრი­დან ის­მო­და მუ­ქა­რე­ბი, რომ ყვე­ლა ღო­ნეს მი­მარ­თავ­დნენ და ჩემს მიერ სხვა შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლებ­საც წარ­მო­ად­გენ­დნენ. ნი­ნია კა­კა­ბა­ძე ცი­ხე­ში გას­ტუმ­რე­ბა­საც დამ­პირ­და. მოკ­ლედ ყო­ვე­ლი­ვე და­ემ­სგავ­სა აბო­ბოქ­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქრო­ბას. მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე ქვე­მოთ ვი­სა­უბ­რებ. ჯერ კი "ჯვა­როს­ნებს" მივ­მარ­თავ.

ჩემს მიერ "შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლო" სამ­ხა­რა­ძევ და მის ბედ­ზე მო­ვიშ­ვი­შე ფე­მი­ნის­ტე­ბო. სა­დაა ეს დე­დარ­ღნი­ა­ნი სარ­ჩე­ლი? აქამ­დე ხომ უნდა შე­გე­ტა­ნათ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში?! ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბაც და­გი­დას­ტუ­რეს, იუ­რის­ტე­ბიც გყავთ, "მსხვერ­პლიც" სა­ხე­ზეა...რა "მო­ძა­ლა­დის" რე­ა­ლუ­რი დას­ჯა არ გინ­დათ?!

ალ­ბათ ასე­ცაა, რად­გან არც ჩა­ნა­წე­რი­დან, არც მთლი­ა­ნად ამ პრო­ვო­კა­ცი­ის სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან არ იკ­ვე­თე­ბა არამ­ცთუ ძა­ლა­დო­ბა - თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი "შე­ვიწ­რო­ვე­ბაც" კი. უბ­რა­ლოდ ფე­მი­ნის­ტურ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს სჭირ­დე­ბო­დათ "შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლის" ქე­ი­სი. ანუ უფ­რო­სის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლის ამ­ბა­ვი. ეს ხომ ენ­ჯე­ო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას ახალ "სტი­მულს" შეს­ძენ­და. ჰოდა შე­ი­კე­რა ეს "საქ­მეც". მაგ­რამ იმ­დე­ნად თეთ­რი ძა­ფე­ბით შე­ი­კე­რა, რომ არა­ნა­ი­რი, ხაზს ვუს­ვავ, არა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლო პერ­სპექ­ტი­ვა მას არა აქვს! თუ ეს ასე არაა, მა­შინ სა­დაა სარ­ჩე­ლი? რა­ტომ არ და­წე­რეს 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში? ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ? პა­რა­ლე­ლუ­რად ვერ და­წერ­დნენ თუ რა?!

რას ვა­პი­რებ! ვე­ლო­დე­ბი სამ­ხა­რა­ძის სარ­ჩელს (მე მგო­ნი ამა­ოდ), ასე­ვე სულ მალე ვე­ლო­დე­ბი ჩემს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის გამ­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას (საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­თა შო­რის)) და ზო­გა­დად ვა­პი­რებ ვი­მოქ­მე­დო სა­მარ­თლებ­რი­ვად და ყვე­ლა ვამ­ხი­ლო ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში. ამას­თან, ეს ყვე­ლა არის, რო­გორც ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი გო­გო­ნა - ასე­ვე მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე ოც­ნე­ბობს", - წერს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი.

ასე­ვე ნა­ხეთ: "ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­დგე­ნი­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტუ­რია"

"თათია სამხარაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს" - ვის მხილებას აპირებს შალვა რამიშვილი და რა მიმართვას უგზავნის ფემინისტებს

"თათია სამხარაძე პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს" - ვის მხილებას აპირებს შალვა რამიშვილი და რა მიმართვას უგზავნის ფემინისტებს

შალვა რამიშვილი მისი და თათია სამხარაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს. რამიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ პროვოკაცია განხორციელდა და მზად არის ძალიან მალე ამ პროვოკაციაში მონაწილე ადამიანები ამხილოს.

"თითქმის ორი თვე გავიდა, რაც თათია სამხარაძემ ბრალი დამდო მასზე განხორციელებულ " სექსუალურ ძალადობა-შევიწროვებაში". ამ ბრალდებაში მას მხარი დაუჭირეს ფემინისტური ორგანიზაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა. მათი მხრიდან ისმოდა მუქარები, რომ ყველა ღონეს მიმართავდნენ და ჩემს მიერ სხვა შევიწროვებულებსაც წარმოადგენდნენ. ნინია კაკაბაძე ციხეში გასტუმრებასაც დამპირდა. მოკლედ ყოველივე დაემსგავსა აბობოქრებული ქალების ჯვაროსნულ ლაშქრობას. მათ მოტივაციაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ჯერ კი "ჯვაროსნებს" მივმართავ.

ჩემს მიერ "შევიწროვებულო" სამხარაძევ და მის ბედზე მოვიშვიშე ფემინისტებო. სადაა ეს დედარღნიანი სარჩელი? აქამდე ხომ უნდა შეგეტანათ საქალაქო სასამართლოში?! ჩანაწერის ავთენტურობაც დაგიდასტურეს, იურისტებიც გყავთ, "მსხვერპლიც" სახეზეა...რა "მოძალადის" რეალური დასჯა არ გინდათ?!

ალბათ ასეცაა, რადგან არც ჩანაწერიდან, არც მთლიანად ამ პროვოკაციის სხვა გარემოებებიდან არ იკვეთება არამცთუ ძალადობა - თქვენ წარმოიდგინეთ ეს ყბადაღებული "შევიწროვებაც" კი. უბრალოდ ფემინისტურ არასამთავრობოებს სჭირდებოდათ "შევიწროვებულის" ქეისი. ანუ უფროსის მიერ გამოვლენილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ამბავი. ეს ხომ ენჯეობის საქმიანობას ახალ "სტიმულს" შესძენდა. ჰოდა შეიკერა ეს "საქმეც". მაგრამ იმდენად თეთრი ძაფებით შეიკერა, რომ არანაირი, ხაზს ვუსვავ, არანაირი სასამართლო პერსპექტივა მას არა აქვს! თუ ეს ასე არაა, მაშინ სადაა სარჩელი? რატომ არ დაწერეს 2 თვის განმავლობაში? ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებას ელოდებოდნენ? პარალელურად ვერ დაწერდნენ თუ რა?!

რას ვაპირებ! ველოდები სამხარაძის სარჩელს (მე მგონი ამაოდ), ასევე სულ მალე ველოდები ჩემს მიერ ინიცირებული სისხლის სამართლის გამძიების დასრულებას (საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვათა შორის)) და ზოგადად ვაპირებ ვიმოქმედო სამართლებრივად და ყველა ვამხილო ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ პროვოკაციაში. ამასთან, ეს ყველა არის, როგორც ყველაფერზე წამსვლელი გოგონა - ასევე მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლაზე ოცნებობს", - წერს შალვა რამიშვილი.

ასევე ნახეთ: "ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით წარდგენილი აუდიოჩანაწერი ავთენტურია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს