პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"
"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ბრა­ვო რე­კორდსის" პრე­ზი­დენ­ტმა ზაზა შენ­გე­ლი­ამ არა­სამ­თავ­რო­ბო­ ფონდ "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვის დას­კვნის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რა და კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­ნო­პო­ლიზ­მში, კო­რუფ­ცი­ა­სა და ნე­პო­ტიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. "კვი­რის პა­ლიტ­რას"­ ზაზა შენ­გე­ლია ესა­უბ­რა:

- კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 20 წლის წი­ნან­დელ ეპო­ქა­ში დაბ­რუნ­და. მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრე­ბი ძი­რი­თა­დი სა­წარ­მო­ე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბას ახ­დენ­დნენ, ქმნიდ­ნენ კერ­ძო ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლის წილ­შიც თვი­თონ ის­ხდნენ და გარ­შე­მო არ აჭა­ჭა­ნებ­დნენ არც ად­გი­ლობ­რივ და არც უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­იხ­ვე­წა სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბის ხარ­ჯვის კონ­ტრო­ლი... აი, ამ ფონ­ზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მი­ნის­ტრის და მისი ახ­ლობ­ლე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რეს­თა გამ­ტა­რებ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის სფე­რო, ფაქ­ტობ­რი­ვად, უზურ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ.

ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­ 2007 წლი­დან 49-წლი­ან მარ­თვა­ში აქვს აღე­ბუ­ლი იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის სა­კუთ­რე­ბა იყო ("ის­ტერნ პრო­მო­უ­შე­ნი") მისი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე­. ცალ­კე სა­კი­თხია, რო­გორ ჩა­ტარ­და მა­შინ­დე­ლი კონ­კურ­სი,­ რო­მელ­შიც მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნია მო­ნაწ­ილე­ობ­და. ფი­ლარ­მო­ნი­ის კერ­ძო კომ­პა­ნი­ის­თვის მარ­თვა­ში გა­და­ცე­მა იმი­ტომ გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო პი­რო­ბე­ბი, მომ­სა­ხუ­რე­ბა. მარ­თლაც, "ქარ­თუ­ ბან­კმა" შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კრე­დი­ტი გა­მო­ყო და თით­ქოს ჩა­ტარ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი. თუმ­ცა დღეს დარ­ბა­ზი ისევ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, გან­სა­კუთ­რე­ბით­ კუ­ლი­სე­ბი, სა­დაც სა­მარ­ცხვი­ნოა ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სის შეყ­ვა­ნა. არა­და, ქო­ნე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტთან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობ­და, რომ დარ­ბა­ზის მმარ­თველ კომ­პა­ნი­ას უნდა გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა დამ­კვე­თე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი იჯა­რის მიღ­მა უამ­რავი ფა­რუ­ლი გა­დას­ახა­დი არ­სებ­ობს, რო­მე­ლიც უაზ­როს ხდის იქ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას პრო­მო­უ­ტე­რე­ბი­სათ­ვის. უხე­ი­რო მე­ნე­ჯმენ­ტის შე­დე­გია, რომ დღეს დარ­ბა­ზი არ არის დატ­ვირ­თუ­ლი. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე მი­უ­თი­თებს ის ფაქ­ტიც, რომ ფი­ლარ­მო­ნიის ფო­ი­ე­ში მხო­ლოდ უცხო­ე­ლი ჯაზ­მე­ნე­ბის სუ­რა­თე­ბია, იქ ვერ ნა­ხავთ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის, ნანი ბრეგვ­აძის, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას, ჯან­სულ კა­ხი­ძის ან სხვა ქარ­თველ ხე­ლო­ვან­თა ფოტ­ო­ებს, რად­გან დი­დად არ შეს­ტკი­ვათ გული ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე,­ იცი­ან მხო­ლოდ ის (და არ­ცთუ ისე კარ­გად), რა­საც თავ­ად აკე­თე­ბენ - ფეს­ტი­ვალ­ები უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ასე­თე­ბის­ ხელ­შია დღეს ფი­ლარ­მო­ნია,­ რომ­ლის იჯა­რა 15 ათა­სი ლარი ღირს, სხვა­დას­ხვა ფა­რუ­ლი გად­ასა­ხა­დი ამ თან­ხას 35-40 ათას ლა­რამ­დე ზრდის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი კი არ ტო­ვებს ამ­ხე­ლა მო­გე­ბას.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრსა და მის დაჯ­გუ­ფე­ბას გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ ყო­ველ­წლი­უ­რად ტენ­დერე­ბის გა­რე­შე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი და ჯა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე. შავი ზღვის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში ზა­ფხუ­ლო­ბით იმარ­თე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 600 ათა­სი ლა­რით ფი­ნანსდე­ბა და აჭა­რის მთავ­რო­ბა კი­დევ 50 ათას ლარს უხ­დის. თბი­ლი­სის ჯაზ-ფეს­ტი­ვა­ლი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 400 ათა­სი ლა­რით ფი­ნანსდე­ბა, თბი­ლი­სის მე­რია კი და­მა­ტე­ბით 100 ათას ლარს უხ­დის... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"

"მსხვილ სახელმწიფო დაკვეთებს მხოლოდ კულტურის მინისტრთან დაკავშირებული კომპანიები ასრულებენ"

რამდენიმე დღის წინ "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ არასამთავრობო­ ფონდ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მონოპოლიზმში, კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა. "კვირის პალიტრას"­ ზაზა შენგელია ესაუბრა:

- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 20 წლის წინანდელ ეპოქაში დაბრუნდა. მაშინდელი მინისტრები ძირითადი საწარმოების პრივატიზებას ახდენდნენ, ქმნიდნენ კერძო ბიზნესკომპანიებს, რომლის წილშიც თვითონ ისხდნენ და გარშემო არ აჭაჭანებდნენ არც ადგილობრივ და არც უცხოელ ინვესტორებს. დროთა განმავლობაში განვითარდა სამოქალაქო საზოგადოება, დაიხვეწა სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კონტროლი... აი, ამ ფონზე კულტურის სამინისტრო მინისტრის და მისი ახლობლების კომპანიების ინტერესთა გამტარებლად მოგვევლინა. თანამედროვე მუსიკის სფერო, ფაქტობრივად, უზურპირებული აქვთ.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი­ 2007 წლიდან 49-წლიან მართვაში აქვს აღებული იმ კომპანიას, რომელიც მიხეილ გიორგაძის საკუთრება იყო ("ისტერნ პრო­მოუშენი") მისი კულტურის მინისტრად დანიშვნამდე­. ცალკე საკითხია, როგორ ჩატარდა მაშინდელი კონკურსი,­ რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია მონაწ­ილეობდა. ფილარმონიის კერძო კომპანი­ისთვის მართვაში გადაცემა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ გაუმჯობესებულიყო პირობები, მომსახურება. მართლაც, "ქართუ­ ბანკმა" შეღავათიანი კრედიტი გამოყო და თითქოს ჩატარდა სამუშაოები. თუმცა დღეს დარბაზი ისევ სავალალო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით­ კულისები, სადაც სამარცხვინოა ნებისმიერი მუსიკოსის შეყვანა. არადა, ქონების მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობდა, რომ დარბაზის მმართველ კომპანიას უნდა გაეუმჯობესებინა დამკვეთების მომსახურების პირობები.

ოფიციალური იჯარის მიღმა უამ­რავი ფარული გადას­ახა­დი არსებ­ობს, რომელიც უაზროს ხდის იქ პროექტების განხორცი­ე­ლებას პრომოუტერებისათვის. უხეირო მენეჯმენტის შედეგია, რომ დღეს დარბაზი არ არის დატვირთული. კულტურის მინისტრის პოზიციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ფილარმო­ნიის ფოიეში მხოლოდ უცხოელი ჯაზმენების სურათებია, იქ ვერ ნახავთ სუხიშვილების, ნანი ბრეგვ­აძის, ალექსანდრე ბასილაიას, ჯანსულ კახიძის ან სხვა ქართველ ხელოვანთა ფოტ­ო­ებს, რადგან დიდად არ შესტკივათ გული ეროვნულ ფასეულობებზე,­ იციან მხოლოდ ის (და არცთუ ისე კარგად), რასაც თავ­ად აკეთებენ - ფესტივალ­ები უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ასეთების­ ხელშია დღეს ფილარმონია,­ რომლის იჯარა 15 ათასი ლარი ღირს, სხვადასხვა ფარული გად­ასახადი ამ თანხას 35-40 ათას ლარამდე ზრდის, ღონისძიებებიდან შემოსული შემოსავალი კი არ ტოვებს ამხელა მოგებას.

კულტურის მინისტრსა და მის დაჯგუფებას გარანტირებული აქვთ ყოველწლიურად ტენდერების გარეშე დაფინანსებული ორი ჯაზფესტივალი და ჯაზის საერთაშორისო დღე. შავი ზღვის ჯაზფესტივალი, რომელიც ბათუმში ზაფხულობით იმართება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარით ფინანსდება და აჭარის მთავრობა კიდევ 50 ათას ლარს უხდის. თბილისის ჯაზ-ფესტივალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარით ფინანსდება, თბილისის მერია კი დამატებით 100 ათას ლარს უხდის... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია