პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მოხდა მერე, თუ ყიფშიძეების გოგო ბაზარში დადის?!" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე
"რა მოხდა მერე, თუ ყიფშიძეების გოგო ბაზარში დადის?!" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე

"ზოგს შერ­ცხვე­ბო­და და არ იტყო­და. ორი თვეა, სტრეს­შია მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი, შე­მო­სა­ვა­ლი ნაკ­ლე­ბად არის და ყვე­ლა სა­თი­თა­ოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვი­ლი, ყვე­ლა სტრეს­ში ვართ...", - მო­დელ­მა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ "ეკა ხო­ფე­რი­ას შო­უ­ში" ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯახ­ში არ­სე­ბულ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლო­ვა­ნებს ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი ხში­რად უჩ­ნდე­ბათ, რაც სე­რი­ო­ზულ მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ქმნის და გარ­კვე­ულ სტრეს­საც იწ­ვევს.

ნა­ხეთ ვი­დეო| ყიფ­ში­ძე­ე­ბი გა­უ­საძ­ლის ფი­ნან­სურ გა­სა­ჭირ­ში არი­ან - ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძის თქმით, მისი ოჯა­ხი სტრეს­შია

ლე­ნუ­კას ამ გა­მოს­ვლამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილ­ში გაკ­ვირ­ვე­ბა და ერ­თგვა­რი აჟი­ო­ტა­ჟიც გა­მო­იწ­ვია. ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელს კი ის უკ­ვირს, მის­მა გულ­წრფელ­მა სი­ტყვებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ასე რა­ტომ გა­ა­ო­ცა: "ჩემ­მა ნათ­ქვამ­მა ეკა ხო­ფე­რი­ას შო­უ­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია, არა­და, რა გა­საკ­ვი­რია, დღეს­დღე­ო­ბით, ამ ქვე­ყა­ნა­ში, 5-10 პრო­ცენ­ტია, ვინც კარ­გად ცხოვ­რობს. სა­მუ­შაო რომ არ არის და ხალ­ხი ნორ­მა­ლუ­რად რომ ვერ ცხოვ­რობს, ამი­ტო­მაც არის ამ­დე­ნი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ვთქვი, რომ სახ­ლში 8 კაცი ვართ, შე­მო­სა­ვა­ლი და სა­მუ­შაო არ არის-მეთ­ქი. დიახ, გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ ხე­ლო­ვა­ნებს, ჩვე­ნი ოჯა­ხიც ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა... რო­დე­საც მა­მა­ჩე­მი რუ­სეთ­ში გა­და­ღე­ბა­ზე და­დი­ო­და, აქა-იქ, ვი­ღა­ცე­ბის ლა­პა­რა­კი მეს­მო­და, რუ­სეთ­ში მი­დის? ღა­ლა­ტობს სამ­შობ­ლოს? რუ­სეთ­თან კავ­ში­რი აქვს? რა კავ­შირ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, არ ვიცი, კაცი მსა­ხი­ო­ბია და ფილმში იღებ­დნენ... მერე რა­ღაც პე­რი­ო­დი, აქ ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ით ის­ტო­რი­უ­ლი თე­მა­ტი­კის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და, ვი­ღა­ცე­ბი მა­ში­ნაც ალა­პა­რაკ­დნენ: რუ­სებ­თან არის შეკ­რუ­ლი?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა უკ­ვირს, ის, რომ სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კობ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­ზე, თუ ის, რომ ყიფ­ში­ძე­ე­ბის ოჯახს ცხოვ­რე­ბა უჭირს?

- ალ­ბათ, ერ­თიც და მე­ო­რეც... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბა­ზარ­ში დე­დას­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი, რა­ზეც აგ­რეთ­ვე მო­მის­მე­ნია, რა, ბა­ზარ­ში თქვენ და­დი­ხართ?! კი, ჩვენ დავ­დი­ვათ და რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი? მო­ახ­ლით უნდა ვი­ა­როთ? მა­ო­ცებს, ასე­თი აზ­რე­ბი და კი­თხვე­ბი რა­ტომ უჩ­ნდე­ბათ ადა­მი­ა­ნებს. რას ნიშ­ნავს, რა მინ­და ბა­ზარ­ში? რა მოხ­და მერე, თუ ყიფ­ში­ძე­ე­ბის გოგო ბა­ზარ­ში და­დის?! სირ­ცხვი­ლია? ბა­ზა­რი რის­თვის არის? ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ისე­ვე ცხოვ­რობს, რო­გორც ყვე­ლა. ხან "მარ­შრუტ­კით" ვიმ­გზავ­რებ და ხან - მან­ქა­ნით, ვი­ყი­დი პრო­დუქტს და სახ­ლში მო­ვი­ტან...

ამ­ჟა­მად ისე ხდე­ბა, რომ მა­მა­ჩე­მი­სა და ჩემი ძმის კი­სერ­ზე ვართ, ქა­ლე­ბი ოჯახ­ში ვერ ვმუ­შა­ობთ... მე და დე­დას 2 წლის წინ სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია დაგ­ვჭირ­და (ანევ­რიზ­მა აღ­მოგ­ვაჩ­ნდა) და ამა­ნაც გა­მო­იწ­ვია ჩვე­ნი უმუ­შევ­რო­ბა. მოკ­ლედ, გა­მო­დის, რომ მა­მა­კა­ცე­ბი ინა­ხა­ვენ ოჯახს. თუმ­ცა, ხში­რად მე, დედა, ჩემი რძა­ლი დავ­სხდე­ბით და ვფიქ­რობთ, რო­გორ გა­ვი­ტა­ნოთ თავი, იდე­ე­ბი გვაქვს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მოგ­ვდის.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"რა მოხდა მერე, თუ ყიფშიძეების გოგო ბაზარში დადის?!" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე

"რა მოხდა მერე, თუ ყიფშიძეების გოგო ბაზარში დადის?!" - ლენუკა ყიფშიძე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე

"ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა. ორი თვეა, სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, შემოსავალი ნაკლებად არის და ყველა სათითაოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილი, ყველა სტრესში ვართ...", - მოდელმა ლენუკა ყიფშიძემ "ეკა ხოფერიას შოუში" ყიფშიძეების ოჯახში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვანებს ეს სირთულეები ხშირად უჩნდებათ, რაც სერიოზულ მატერიალურ პრობლემებს ქმნის და გარკვეულ სტრესსაც იწვევს.

ნახეთ ვიდეო| ყიფშიძეები გაუსაძლის ფინანსურ გასაჭირში არიან - ლენუკა ყიფშიძის თქმით, მისი ოჯახი სტრესშია

ლენუკას ამ გამოსვლამ საზოგადოების დიდ ნაწილში გაკვირვება და ერთგვარი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ცნობილი ოჯახის წარმომადგენელს კი ის უკვირს, მისმა გულწრფელმა სიტყვებმა საზოგადოების ნაწილი ასე რატომ გააოცა: "ჩემმა ნათქვამმა ეკა ხოფერიას შოუში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, არადა, რა გასაკვირია, დღესდღეობით, ამ ქვეყანაში, 5-10 პროცენტია, ვინც კარგად ცხოვრობს. სამუშაო რომ არ არის და ხალხი ნორმალურად რომ ვერ ცხოვრობს, ამიტომაც არის ამდენი გაჭირვებული ადამიანი. ვთქვი, რომ სახლში 8 კაცი ვართ, შემოსავალი და სამუშაო არ არის-მეთქი. დიახ, განსაკუთრებით უჭირთ ხელოვანებს, ჩვენი ოჯახიც ხელოვნებას ემსახურება... როდესაც მამაჩემი რუსეთში გადაღებაზე დადიოდა, აქა-იქ, ვიღაცების ლაპარაკი მესმოდა, რუსეთში მიდის? ღალატობს სამშობლოს? რუსეთთან კავშირი აქვს? რა კავშირზე იყო ლაპარაკი, არ ვიცი, კაცი მსახიობია და ფილმში იღებდნენ... მერე რაღაც პერიოდი, აქ ერთ-ერთი ტელევიზიით ისტორიული თემატიკის რუსულენოვანი გადაცემა მიჰყავდა, ვიღაცები მაშინაც ალაპარაკდნენ: რუსებთან არის შეკრული?

- საზოგადოებას რა უკვირს, ის, რომ საჯაროდ ლაპარაკობ ფინანსურ პრობლემებზე, თუ ის, რომ ყიფშიძეების ოჯახს ცხოვრება უჭირს?

- ალბათ, ერთიც და მეორეც... ძალიან მიყვარს ბაზარში დედასთან ერთად სიარული, რაზეც აგრეთვე მომისმენია, რა, ბაზარში თქვენ დადიხართ?! კი, ჩვენ დავდივათ და რა არის ამაში გასაკვირი? მოახლით უნდა ვიაროთ? მაოცებს, ასეთი აზრები და კითხვები რატომ უჩნდებათ ადამიანებს. რას ნიშნავს, რა მინდა ბაზარში? რა მოხდა მერე, თუ ყიფშიძეების გოგო ბაზარში დადის?! სირცხვილია? ბაზარი რისთვის არის? ვარ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, რომელიც ისევე ცხოვრობს, როგორც ყველა. ხან "მარშრუტკით" ვიმგზავრებ და ხან - მანქანით, ვიყიდი პროდუქტს და სახლში მოვიტან...

ამჟამად ისე ხდება, რომ მამაჩემისა და ჩემი ძმის კისერზე ვართ, ქალები ოჯახში ვერ ვმუშაობთ... მე და დედას 2 წლის წინ სერიოზული ოპერაცია დაგვჭირდა (ანევრიზმა აღმოგვაჩნდა) და ამანაც გამოიწვია ჩვენი უმუშევრობა. მოკლედ, გამოდის, რომ მამაკაცები ინახავენ ოჯახს. თუმცა, ხშირად მე, დედა, ჩემი რძალი დავსხდებით და ვფიქრობთ, როგორ გავიტანოთ თავი, იდეები გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოგვდის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ