პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი ქალების შესახებ" ანუ როგორ დაიბადა ქრისტეშობის ღამეს ფერადკანიანი ჩვილი
"ყველაფერი ქალების შესახებ" ანუ როგორ დაიბადა ქრისტეშობის ღამეს ფერადკანიანი ჩვილი

...ქრის­ტე­შო­ბის ღა­მეს პა­ტა­რა იბა­დე­ბა, რომ­ლის დე­დამ უბ­რა­ლოდ არ იცის მა­მის ვი­ნა­ო­ბა. თუმ­ცა რო­გორ არა, იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე ჰგო­ნია - მისი შვი­ლის მამა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის საქმროა. ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვით მოხ­და: სოფი ზედ­მე­ტად ნას­ვა­მი ბრუნ­დე­ბა სახ­ლში. მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ მე­გო­ბარს, რო­გორც ყო­ველ­თვის, უდ­როო დროს ჩას­ძი­ნე­ბია. სოფი გზა­დაგ­ზა იხ­დის სა­მოსს, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­დის. იქ კი და­ქა­ლის სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი საქმრო ხვდე­ბა...

"სოფი 25 წლის სტუ­დენ­ტია. ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, კო­ლე­ჯში სწავ­ლობს. მშობ­ლე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლია, და ალ­ბათ ამის გამო, ცდი­ლობს ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს. ნარ­კო­ტი­კებ­საც ეტა­ნე­ბა, სვამს, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შირ­მაა. ის ასე­თი არ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში. მა­საც თა­ვი­სი კომ­პლექ­სე­ბი აქვს და უბ­რა­ლოდ, კარ­გი გო­გოა", - ასე ახა­სი­ა­თებს სა­კუ­თარ გმირს მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ამ კვი­ტა­იშ­ვი­ლი.

"ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ" მა­ყუ­რე­ბელს ხუთი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა. ყვე­ლა ის­ტო­რია მძი­მეა, ტრა­გი­კუ­ლი, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რი მშვე­ნივ­რად ახერ­ხებს, ეს ის­ტო­რი­ე­ბი მსუ­ბუ­ქად გა­აც­ნოს მა­ყუ­რე­ბელს - თით­ქოს მზე­სუმ­ზი­რის კნა­ტუ­ნით, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბას შე­ყე­ვით. აი ასე, მარ­ტი­ვად, გა­უფრ­თხი­ლებ­ლად გი­ტა­ცებთ სპექ­ტაკ­ლი და თუკი ქალი ხართ, მა­შინ ხვდე­ბით, სპექ­ტაკლში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის სიმ­ძი­მეს, როცა მათ­ში სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალს აღ­მო­ა­ჩენთ. აქ ყვე­ლა ქალი იპო­ვის რა­ღაც ისეთს, რაც მას ან მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს გა­დახ­დე­ნია თავს. მაგ­რამ თუ მა­მა­კა­ცი ხართ, მა­შინ ამ სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­დად­გმუ­ლი ერთ-ერთი ჭკვი­ა­ნუ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

მოქ­მე­დე­ბე­ბი ვე­ნა­სა და პრა­ღა­ში ვი­თარ­დე­ბა. მაგ­რამ ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხუთი ქა­ლის - ელე­ნას, ლი­ზას, ანას, სო­ფი­სა და ნა­ტა­ლის ცხოვ­რე­ბას სდევს თან, ევ­რო­პუ­ლი არ არის: ქალი ყველ­გან ქა­ლია და ყვე­ლა ქალს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს. მი­უ­ხე­და­ვად კულ­ტუ­რუ­ლი, მენ­ტა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ქა­ლე­ბის სურ­ვი­ლი, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი - ყველ­გან ერ­თნა­ი­რად მძაფ­რია. თუმ­ცა, სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სორ­მა გაბ­რი­ელ ბა­რი­ლის პი­ე­სა "თაფ­ლო­ბის თვე" ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­არ­გო და ისე­თი აქ­ცენ­ტე­ბი თუ პერ­სო­ნა­ჟე­ბი და­ა­მა­ტა, რაც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მი­სა­ღე­ბია.

ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში მარ­თლაც ხში­რია ელე­ნას თავს გა­დამ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი. რო­გორც ელე­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ნა­თია არ­ბო­ლიშ­ვი­ლი AMBEBI. GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, პერ­სო­ნა­ჟის მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის­კენ მო­წო­დე­ბაა:

"ელე­ნას გზავ­ნი­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის არის ის, რომ ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი. ელე­ნას შემ­თხვე­ვა მძი­მეა - ქა­რაფ­შუ­ტო­ბამ თუ ზედ­მეტ­მა სი­ა­მა­ყემ სას­ტი­კი ნა­ბი­ჯი გა­და­ად­გმე­ვი­ნა, რაც მერე სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უხ­და და ალ­ბათ ამან გან­სა­ზღვრა მისი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­მა­კა­ცებ­თან. მის­მა ის­ტო­რი­ამ ამ პერ­სო­ნაჟს მეტი სიმ­ძი­მე შე­მა­ტა, ვიდ­რე ეკუთ­ვნო­და ელე­ნას ასა­კი­სა (29 წლის) და მდგო­მა­რე­ო­ბის ქალს. თუმ­ცა, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს და ის უნდა ვე­ძე­ბოთ: თე­ატ­რი იქ­ნე­ბა ეს, სამ­სა­ხუ­რი, ბავ­შვი თუ სხვა ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბა", - ამ­ბობს ნა­თია არ­ბო­ლიშ­ვი­ლი.

ხში­რია სო­ფის, ლი­ზას, ანას, ნა­ტა­ლის ის­ტო­რი­ე­ბის მსგავ­სი თავ­გა­და­სავ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რე­ბელ­ში თა­ნაგ­რძნო­ბას იწ­ვევს. ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც პერ­სო­ნა­ჟი "გა­ი­ძუ­ლებს" აპა­ტიო ქალს ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც ხში­რად და­ნა­შა­უ­ლად, ან არას­წორ საქ­ცი­ე­ლად აღიქ­მე­ბა. რთუ­ლი არ არის მა­ყუ­რებ­ლის­თვის, აპა­ტი­ოს ოჯა­ხის დან­გრე­ვა და მე­უღ­ლის მი­ტო­ვე­ბა ანას, რად­გან მას თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს, რა­ტომ ვე­ღარ შეძ­ლო ერთ დროს საყ­ვა­რელ ქმარ­თან ერ­თად სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცხოვ­რე­ბა. მა­ყუ­რე­ბელს ლი­ზას პა­ტი­ე­ბაც შე­უძ­ლია, მას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს იმის ასახ­სნე­ლად, რა­ტომ იც­ვლის პარტნი­ო­რებს ასე ხში­რად. ალ­ბათ, არც ნა­ტა­ლის გა­გე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ან იქ­ნებ, გა­უ­ჭირ­დეს კი­დეც - საქმროს­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ის ხომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ქა­ლად გვევ­ლი­ნე­ბა სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს... თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ანა შარ­ვა­ძე, ნა­თია მე­ლა­ძე და თა­მარ შო­ში­აშ­ვი­ლი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ით­რე­ვენ მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­ან­თი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ის­ტო­რი­ებ­ში და ბუ­ნებ­რი­ვი გარ­და­სახ­ვით ახერ­ხე­ბენ, მა­ყუ­რე­ბელს პერ­სო­ნა­ჟე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა და­ა­ჯე­რონ.

"ყვე­ლა­ფე­რი ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ" - ასე ჰქვია გ.ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თე­ატ­რის სპექ­ტაკლს, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კით, თა­მა­მი, მაგ­რამ ორ­გა­ნუ­ლი სცე­ნე­ბით და თა­მა­შის სა­ინ­ტე­რე­სო მა­ნე­რით ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ხიბ­ვლას ცდი­ლობს.

"ქარ­თულ თე­ატრს არ აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, დად­გა ისე­თი სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ეყო­ლე­ბა. ისე უნდა დად­გა, რომ მა­ყუ­რებ­ლის მო­ზიდ­ვა მო­ა­ხერ­ხო. თან ისე, რომ მა­ყუ­რე­ბელს მდა­რე ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი არ შეს­თა­ვა­ზო", - ამ­ბობს სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი, გუ­რამ ბრე­გა­ძე და დას­ძენს, რომ ამ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა ის ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი პრო­ცე­სი იყო, რო­დე­საც რე­ჟი­სო­რი და მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თად ქმნი­ან პი­ე­სის ადაპ­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ას, ერ­თად აცო­ცხლე­ბენ პერ­სო­ნა­ჟებს და სპექ­ტაკ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით იბა­დე­ბა.

მსა­ხი­ობ ზაზა ია­ქაშ­ვი­ლის თქმით, სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რის, გუ­რამ ბრე­გა­ძის მუ­შა­ო­ბის სტი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რია. "მას აქვს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხელ­წე­რა, რო­მე­ლიც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში და­კარ­გავს არც სათ­ქმელს და არც სიღ­რმეს. გუ­რამს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს მსა­ხი­ო­ბი. არი­ან რე­ჟი­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი თა­ვის კარ­გად წარ­მო­ჩე­ნა­ზე ფიქ­რო­ბენ და იგო­ნე­ბენ შთამ­ბეჭ­დავ ფო­კუ­სებს, "ტრი­უ­კებს" და ა.შ. გუ­რა­მის სპექ­ტაკლს არც ეს აკ­ლია და არც ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მსა­ხი­ო­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნოს, თა­ვი­სი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბით", - ამ­ბობს ზაზა ია­ქაშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბე­ბის დახ­ვე­წილ თა­მაშს უს­ვამს ხაზს:

"სა­ო­ცა­რი იყო. არ შე­მიძ­ლია რო­მე­ლი­მე გა­მოვ­ყო, ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გი და ორ­გა­ნუ­ლი იყო. მე რომ მათ პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დე და ზო­გი­ერთ მათ­გან­თან ერ­თად ნა­მუ­შე­ვა­რი არ მქონ­დეს, ჩავ­თვლი­დი, რომ პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც სცე­ნა­ზე ვნა­ხე, სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვად არი­ან. გარ­და­სახ­ვა იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და მათი პი­როვ­ნე­ბის­გან და­შო­რე­ბუ­ლი იყო, მეც და ჩემი კო­ლე­გე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩით," - აღ­ნიშ­ნავს ზაზა ია­ქაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სპექ­ტაკ­ლის მთა­ვარ სათ­ქმელ­თან და მას­ში ჩა­დე­ბულ "მე­სი­ჯებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ქარ­თულ თე­ატ­რა­ლურ სივ­რცე­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა თა­ვად მსა­ხი­ო­ბი მარ­ტო­ო­ბის თე­მას გა­მო­ყოფს: "ადა­მი­ა­ნის მარ­ტო­ო­ბის სა­კი­თხი - მისი დაძ­ლე­ვა და სა­კუ­თარ თავ­ში იმ ძა­ლის პოვ­ნა, რო­მე­ლიც შენ­შია - ეს არის ბედ­ნი­ე­რე­ბა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სხვა ადა­მი­ა­ნი გყავ­დეს გვერ­დით. შე­საძ­ლოა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვად და ორ­გა­ნუ­ლად იპო­ვო ბედ­ნი­ე­რე­ბა შენ­ში და გა­უ­ნა­წი­ლო სხვას. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის სული უნი­კა­ლუ­რია. თუ შენ გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, შენი სუ­ლის ბო­ლომ­დე რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნო, მა­შინ ხარ ბედ­ნი­ე­რი. ამ ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და მარ­ტო­ო­ბის დაძ­ლე­ვა­ზეა სხვა თე­მებ­თან ერ­თად, სა­უ­ბა­რი ამ სპექ­ტაკლში", - ამ­ბობს ზაზა ია­ქაშ­ვი­ლი.

სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა რუს­თა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლურ თე­ატ­რში გა­ი­მარ­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპექ­ტაკ­ლი კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ დრა­მა­ტულ თე­ატრს ეს­ტუმ­რა და მა­ყუ­რებ­ლის გულ­წრფე­ლი ოვა­ცი­ე­ბი თუ სიმ­პა­ტი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. ივ­ნის­ში მსა­ხი­ო­ე­ბე­ბი სპექ­ტაკლს გო­რის კო­მე­დი­ის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ითა­მა­შე­ბენ.

მათ­თვის კი, ვი­საც არა მხო­ლოდ ამ პერ­სო­ნა­ჟე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბა, არა­მედ ქა­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა სურს, სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია...

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ყველაფერი ქალების შესახებ" ანუ როგორ დაიბადა ქრისტეშობის ღამეს ფერადკანიანი ჩვილი

"ყველაფერი ქალების შესახებ" ანუ როგორ დაიბადა ქრისტეშობის ღამეს ფერადკანიანი ჩვილი

...ქრისტეშობის ღამეს პატარა იბადება, რომლის დედამ უბრალოდ არ იცის მამის ვინაობა. თუმცა როგორ არა, იცის. ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონია - მისი შვილის მამა საუკეთესო მეგობრის საქმროა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა: სოფი ზედმეტად ნასვამი ბრუნდება სახლში. მის ინტელექტუალ მეგობარს, როგორც ყოველთვის, უდროო დროს ჩასძინებია. სოფი გზადაგზა იხდის სამოსს, სააბაზანოში შედის. იქ კი დაქალის სრულიად შიშველი საქმრო ხვდება...

"სოფი 25 წლის სტუდენტია. ოჯახისგან მოშორებით, კოლეჯში სწავლობს. მშობლების მხრიდან ყურადღება აკლია, და ალბათ ამის გამო, ცდილობს ყურადღება მიიქციოს. ნარკოტიკებსაც ეტანება, სვამს, მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ეს ყველაფერი შირმაა. ის ასეთი არ არის სინამდვილეში. მასაც თავისი კომპლექსები აქვს და უბრალოდ, კარგი გოგოა", - ასე ახასიათებს საკუთარ გმირს მსახიობი მარიამ კვიტაიშვილი.

"ყველაფერი ქალების შესახებ" მაყურებელს ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის ისტორიას უყვება. ყველა ისტორია მძიმეა, ტრაგიკული, მაგრამ რეჟისორი მშვენივრად ახერხებს, ეს ისტორიები მსუბუქად გააცნოს მაყურებელს - თითქოს მზესუმზირის კნატუნით, ტელევიზორის ყურებას შეყევით. აი ასე, მარტივად, გაუფრთხილებლად გიტაცებთ სპექტაკლი და თუკი ქალი ხართ, მაშინ ხვდებით, სპექტაკლში გაჟღერებული ისტორიების სიმძიმეს, როცა მათში საკუთარ თავგადასავალს აღმოაჩენთ. აქ ყველა ქალი იპოვის რაღაც ისეთს, რაც მას ან მის უახლოეს მეგობარს გადახდენია თავს. მაგრამ თუ მამაკაცი ხართ, მაშინ ამ სპექტაკლის ნახვა ქალებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ერთ-ერთი ჭკვიანური ნაბიჯი იქნება.

მოქმედებები ვენასა და პრაღაში ვითარდება. მაგრამ ამბები, რომლებიც ხუთი ქალის - ელენას, ლიზას, ანას, სოფისა და ნატალის ცხოვრებას სდევს თან, ევროპული არ არის: ქალი ყველგან ქალია და ყველა ქალს მსგავსი პრობლემები აწუხებს. მიუხედავად კულტურული, მენტალური განსხვავებებისა, ქალების სურვილი, იყვნენ ბედნიერები - ყველგან ერთნაირად მძაფრია. თუმცა, სპექტაკლის რეჟისორმა გაბრიელ ბარილის პიესა "თაფლობის თვე" ქართულ რეალობას არაჩვეულებრივად მოარგო და ისეთი აქცენტები თუ პერსონაჟები დაამატა, რაც ქართველი მაყურებლისთვის მისაღებია.

ქართულ რეალობაში მართლაც ხშირია ელენას თავს გადამხდარი ტრაგედიის მსგავსი შემთხვევები. როგორც ელენას როლის შემსრულებელი, ნათია არბოლიშვილი AMBEBI. GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, პერსონაჟის მთავარი სათქმელი გამოსავლის ძიებისკენ მოწოდებაა:

"ელენას გზავნილი მაყურებლისთვის არის ის, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი. ელენას შემთხვევა მძიმეა - ქარაფშუტობამ თუ ზედმეტმა სიამაყემ სასტიკი ნაბიჯი გადაადგმევინა, რაც მერე სანანებელი გაუხდა და ალბათ ამან განსაზღვრა მისი ურთიერთობა მამაკაცებთან. მისმა ისტორიამ ამ პერსონაჟს მეტი სიმძიმე შემატა, ვიდრე ეკუთვნოდა ელენას ასაკისა (29 წლის) და მდგომარეობის ქალს. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ის უნდა ვეძებოთ: თეატრი იქნება ეს, სამსახური, ბავშვი თუ სხვა ადამიანის დახმარება", - ამბობს ნათია არბოლიშვილი.

ხშირია სოფის, ლიზას, ანას, ნატალის ისტორიების მსგავსი თავგადასავლებიც, რომლებიც მაყურებელში თანაგრძნობას იწვევს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პერსონაჟი "გაიძულებს" აპატიო ქალს ნებისმიერი რამ, რაც ხშირად დანაშაულად, ან არასწორ საქციელად აღიქმება. რთული არ არის მაყურებლისთვის, აპატიოს ოჯახის დანგრევა და მეუღლის მიტოვება ანას, რადგან მას თავისი არგუმენტები აქვს, რატომ ვეღარ შეძლო ერთ დროს საყვარელ ქმართან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრება. მაყურებელს ლიზას პატიებაც შეუძლია, მას თავისი სიმართლე აქვს იმის ასახსნელად, რატომ იცვლის პარტნიორებს ასე ხშირად. ალბათ, არც ნატალის გაგება გაუჭირდება საზოგადოებას. ან იქნებ, გაუჭირდეს კიდეც - საქმროსგან მიტოვებული, ის ხომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ქალად გვევლინება სპექტაკლის ბოლოს... თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანა შარვაძე, ნათია მელაძე და თამარ შოშიაშვილი მოხერხებულად ითრევენ მაყურებელს თავიანთი პერსონაჟების ისტორიებში და ბუნებრივი გარდასახვით ახერხებენ, მაყურებელს პერსონაჟების რეალურობა დააჯერონ.

"ყველაფერი ქალების შესახებ" - ასე ჰქვია გ.ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლს, რომელიც აქტუალური თემატიკით, თამამი, მაგრამ ორგანული სცენებით და თამაშის საინტერესო მანერით ქართველი საზოგადოების მოხიბვლას ცდილობს.

"ქართულ თეატრს არ აქვს იმის ფუფუნება, დადგა ისეთი სპექტაკლი, რომელსაც მაყურებელი არ ეყოლება. ისე უნდა დადგა, რომ მაყურებლის მოზიდვა მოახერხო. თან ისე, რომ მაყურებელს მდარე ხარისხის პროდუქტი არ შესთავაზო", - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი, გურამ ბრეგაძე და დასძენს, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობა ის ერთ-ერთი იშვიათი პროცესი იყო, როდესაც რეჟისორი და მსახიობები ერთად ქმნიან პიესის ადაპტირებულ ვერსიას, ერთად აცოცხლებენ პერსონაჟებს და სპექტაკლი თითოეული მსახიობის მაქსიმალური ჩართულობით იბადება.

მსახიობ ზაზა იაქაშვილის თქმით, სპექტაკლის რეჟისორის, გურამ ბრეგაძის მუშაობის სტილი საინტერესო და ორიგინალურია. "მას აქვს განუმეორებელი ხელწერა, რომელიც არავითარ შემთხვევაში დაკარგავს არც სათქმელს და არც სიღრმეს. გურამს განსაკუთრებით უყვარს მსახიობი. არიან რეჟისორები, რომლებიც საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაზე ფიქრობენ და იგონებენ შთამბეჭდავ ფოკუსებს, "ტრიუკებს" და ა.შ. გურამის სპექტაკლს არც ეს აკლია და არც ის შესაძლებლობა, რომ მსახიობი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს, თავისი ძლიერი მხარეებით", - ამბობს ზაზა იაქაშვილი და მსახიობების დახვეწილ თამაშს უსვამს ხაზს:

"საოცარი იყო. არ შემიძლია რომელიმე გამოვყო, ყველა ძალიან კარგი და ორგანული იყო. მე რომ მათ პირადად არ ვიცნობდე და ზოგიერთ მათგანთან ერთად ნამუშევარი არ მქონდეს, ჩავთვლიდი, რომ პერსონაჟები, რომლებიც სცენაზე ვნახე, სინამდვილეში თავად არიან. გარდასახვა იმდენად საინტერესო და მათი პიროვნებისგან დაშორებული იყო, მეც და ჩემი კოლეგებიც გაოცებული დავრჩით," - აღნიშნავს ზაზა იაქაშვილი.

მისივე თქმით, სპექტაკლის მთავარ სათქმელთან და მასში ჩადებულ "მესიჯებთან" დაკავშირებით, ქართულ თეატრალურ სივრცეში განსხვავებული და მრავალფეროვანი შეხედულებები დაფიქსირდა. თუმცა თავად მსახიობი მარტოობის თემას გამოყოფს: "ადამიანის მარტოობის საკითხი - მისი დაძლევა და საკუთარ თავში იმ ძალის პოვნა, რომელიც შენშია - ეს არის ბედნიერება. არ არის აუცილებელი სხვა ადამიანი გყავდეს გვერდით. შესაძლოა, აბსოლუტურად ბუნებრივად და ორგანულად იპოვო ბედნიერება შენში და გაუნაწილო სხვას. ნებისმიერი ადამიანის სული უნიკალურია. თუ შენ გეძლევა საშუალება, შენი სულის ბოლომდე რეალიზაცია მოახდინო, მაშინ ხარ ბედნიერი. ამ ბედნიერებასა და მარტოობის დაძლევაზეა სხვა თემებთან ერთად, საუბარი ამ სპექტაკლში", - ამბობს ზაზა იაქაშვილი.

სპექტაკლზე მუშაობა შემოქმედებითმა გუნდმა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სპექტაკლის პრემიერა რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა. მოგვიანებით, სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრს ესტუმრა და მაყურებლის გულწრფელი ოვაციები თუ სიმპატიები დაიმსახურა. ივნისში მსახიოებები სპექტაკლს გორის კომედიის ფესტივალის ფარგლებში ითამაშებენ.

მათთვის კი, ვისაც არა მხოლოდ ამ პერსონაჟების ისტორიების ბოლომდე გაცნობა, არამედ ქალების შესახებ ყველაფრის გაგება სურს, სპექტაკლის ნახვა საუკეთესო არჩევანია...

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება