პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა... - რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს
ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა... - რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს

8-9 მა­ისს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გერ­მა­ნი­ის და­მარ­ცხე­ბი­დან 71 წლის­თა­ვი აღი­ნიშ­ნე­ბა (8 მა­ისს ევ­რო­პა­სა და აშშ-ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, 9 მა­ისს კი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში). სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გე­ნელ­მა ნა­წილ­მა, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში. ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა უც­ნო­ბი იყოს, თუ რა სტრა­ტე­გი­უ­ლი როლი შე­ას­რუ­ლა ფო­თის პორ­ტმა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს.

ომამ­დე ცოტა ხნით ადრე, 1941 წლის 5 აპ­რილს, ფოთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის შავი ზღვის ფლო­ტის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბაზა, უფრო სწო­რად, მა­ნამ­დე ბა­თუმ­ში მოქ­მე­დი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბაზა ფოთ­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ბა­თუ­მი­დან ფოთ­ში შავი ზღვის ფლო­ტის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის გა­და­ტა­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ისიც ყო­ფი­ლი­ყო, რომ ბა­თუ­მის პორ­ტი თურ­ქე­თი­დან სა­არ­ტი­ლე­რიო სრო­ლე­ბის რა­დი­უს­ში ხვდე­ბო­და (თურ­ქეთ-საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრი­დან ბა­თუ­მის პორ­ტამ­დე პირ­და­პი­რი ხა­ზით მხო­ლოდ 17 კმ თუ იყო), თურ­ქე­თი კი აშ­კა­რად უჭერ­და მხარს ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ას.

ბა­თუ­მი­დან ფოთ­ში გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და ამ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის სა­ო­პე­რა­ციო ზო­ნაც თურ­ქე­თის სა­ზღვრი­დან ად­ლე­რამ­დე.

ფო­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ომის და­წყე­ბამ­დე შე­დი­ო­და წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის ორი დი­ვი­ზი­ო­ნი, სა­ეს­კად­რო ნაღ­მოს­ნე­ბის დი­ვი­ზი­ო­ნი (ორი ხო­მალ­დი), სა­ტორ­პე­დო კა­ტარ­ღე­ბის ბრი­გა­და (12 კა­ტარ­ღა), სა­და­რა­ჯო კა­ტარ­ღე­ბის დი­ვი­ზი­ო­ნი (23 კა­ტარ­ღა), ზღვის­ რა­ი­ო­ნის დაც­ვის შე­ნა­ერ­თი, სა­ნა­პი­რო დაც­ვის ოთხი სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­რეა და ექ­ვსი სა­ზე­ნი­ტო ბა­ტა­რეა.

სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ეს შე­მად­გენ­ლო­ბა იმ დრო­ის­თვი­საც ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა იყო.

1941 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან, რო­დე­საც ვერ­მახ­ტის შე­ნა­ერ­თე­ბი სწრა­ფად იპყრობ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­სავ­ლეთ ნა­წილს, შავი ზღვის ფლო­ტის ძი­რი­თა­დი ძა­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია სე­ვას­ტო­პო­ლი­დან და ნო­ვო­რო­სი­ის­კი­დან სწო­რედ ფო­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფო­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბაზა შავი ზღვის ფლო­ტის მთა­ვარ ბა­ზად ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 1942 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მო­ცხად­და, 1942 წლის ზა­ფხულ­ში ფო­თის პორ­ტში უკვე ბა­ზი­რებ­და შავი ზღვის ფლო­ტის ეს­კად­რა ფლაგ­მა­ნის - სა­ხა­ზო ხო­მალდ "პა­რი­ზის კო­მუ­ნის" მე­თა­უ­რო­ბით.

ფო­თის პორ­ტში ღუზა ჩაშ­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ხუთ კრე­ი­სერ­სა და ექვს სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სან­საც. ამ მსხვილ­გა­ბა­რი­ტი­ა­ნი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის გამო ფო­თის პორ­ტში სხვა მცი­რე­ტო­ნა­ჟი­ა­ნი ხო­მალ­დე­ბი­სა და კა­ტარ­ღე­ბის­თვის ად­გი­ლი თით­ქმის აღარ დარ­ჩა, ამი­ტომ ბა­ზის მე­თა­უ­რო­ბამ მდ. ხობ­ზე დრო­ე­ბი­თი ბა­ზი­რე­ბის პუნ­ქტის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა. აქ გა­ნა­თავ­სეს ბევ­რი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შო­რის - წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბი, მცი­რე ხო­მალ­დე­ბი და კა­ტარ­ღე­ბი. სხვა­თა შო­რის, დრო­ე­ბი­თი ბა­ზი­რე­ბის ამ პუნ­ქტმა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დე­გაც გა­ნაგ­რძო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა... - რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს

ჰიტლერს ფოთი ყელში ეჩხირებოდა... - რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს

8-9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებიდან 71 წლისთავი აღინიშნება (8 მაისს ევროპასა და აშშ-ში აღნიშნავენ, 9 მაისს კი პოსტსაბჭოთა სივრცეში). საქართველომ, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელმა ნაწილმა, თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. ბევრისთვის შეიძლება უცნობი იყოს, თუ რა სტრატეგიული როლი შეასრულა ფოთის პორტმა მეორე მსოფლიო ომის დროს.

ომამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წლის 5 აპრილს, ფოთში ოფიციალურად შეიქმნა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზა, უფრო სწორად, მანამდე ბათუმში მოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზა ფოთში გადაიტანეს.

ბათუმიდან ფოთში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზის გადატანის მიზეზი შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ბათუმის პორტი თურქეთიდან საარტილერიო სროლების რადიუსში ხვდებოდა (თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრიდან ბათუმის პორტამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 17 კმ თუ იყო), თურქეთი კი აშკარად უჭერდა მხარს ფაშისტურ გერმანიას.

ბათუმიდან ფოთში გადატანის შემდეგ გაიზარდა ამ სამხედრო-საზღვაო ბაზის საოპერაციო ზონაც თურქეთის საზღვრიდან ადლერამდე.

ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შემადგენლობაში ომის დაწყებამდე შედიოდა წყალქვეშა ნავების ორი დივიზიონი, საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონი (ორი ხომალდი), სატორპედო კატარღების ბრიგადა (12 კატარღა), სადარაჯო კატარღების დივიზიონი (23 კატარღა), ზღვის­ რაიონის დაცვის შენაერთი, სანაპირო დაცვის ოთხი საარტილერიო ბატარეა და ექვსი საზენიტო ბატარეა.

საზღვაო ძალების ეს შემადგენლობა იმ დროისთვისაც ანგარიშგასაწევი ძალა იყო.

1941 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვერმახტის შენაერთები სწრაფად იპყრობდნენ საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილს, შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ძალების ევაკუაცია სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან სწორედ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზად ოფიციალურად მხოლოდ 1942 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, 1942 წლის ზაფხულში ფოთის პორტში უკვე ბაზირებდა შავი ზღვის ფლოტის ესკადრა ფლაგმანის - სახაზო ხომალდ "პარიზის კომუნის" მეთაურობით.

ფოთის პორტში ღუზა ჩაშვებული ჰქონდა ხუთ კრეისერსა და ექვს საესკადრო ნაღმოსანსაც. ამ მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ხომალდების გამო ფოთის პორტში სხვა მცირეტონაჟიანი ხომალდებისა და კატარღებისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა, ამიტომ ბაზის მეთაურობამ მდ. ხობზე დროებითი ბაზირების პუნქტის შექმნა გადაწყვიტა. აქ განათავსეს ბევრი მცურავი საშუალება, მათ შორის - წყალქვეშა ნავები, მცირე ხომალდები და კატარღები. სხვათა შორის, დროებითი ბაზირების ამ პუნქტმა ფუნქციონირება მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც განაგრძო.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია