PALITRANEWS-ის რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. მოვლენა, რომელმაც შემცვალა... თვისება, რომელიც მომწონს ჩემში... მოხუცი ალბათ ვიქნები... - ამ და სხვა ბლიცკითხვებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია პასუხობს.
"აფხაზეთის ომი... ის, რამაც შემცვალა, ამარჩევინა ახალი გზა ცხოვრებაში... შემდეგ, ასევე ტრანსფორმაციული მოლაპარაკება აფხაზურ მხარესთან, რამაც შემიცვალა წარმოდგენა მტერზე და დამანახა რეალური პრობლემების არსი. ეს დაახლოებით 2005-2006 წლებში ხდება... და ბუნებრივია, ტრანსფორმაციული იყო პოლიტიკაში მოსვლა".
"თვისება, რომელიც მომწონს ჩემში... გუნდურობა! სადაც არ მიმუშავია, სადაც არ ვყოფილვარ, ბედნიერიც ვარ და იღბლიანიც, რომ ვკრებდი საუკეთესო გუნდს და ახლაც საუკეთესო გუნდი მყავს პოლიტიკურ ასპარეზზე..."
"მოხუცი ვიქნები ბევრი შვილიშვილებით. მინდა რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთო ჩემი საკეთებელი ქვეყნის სამსახურში და მივხედო, გემო ჩავატანო შვილიშვილებს. სხვათა შორის, პერსპექტივა მაქვს, რომ ძალიან მალე გავხდე ბაბუა და დიდი ამბით ველოდები ამას... წარმომიდგენია ასე: მე და ჩემი მეუღლე ბევრ შვილიშვილთან ერთად".