საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე - წელიწადში 15 მლნ ლარამდე იხარჯება შარდის შემოწმებაში - ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე
გოგა ხაჩიძე - წელიწადში 15 მლნ ლარამდე იხარჯება შარდის შემოწმებაში - ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე

შარ­დის ანა­ლი­ზე­ბის კე­თე­ბა არ უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის, "გირ­ჩის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გოგა ხა­ჩი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კა­ნონპ­რო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა.

რო­გორც გოგა ხა­ჩი­ძემ აღ­ნიშ­ნა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა შე­ვი­დეს "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" და "პო­ლი­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში", რათა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უბ­ნე­ბი­დან და ქუ­ჩე­ბი­დან აყა­რონ და იძუ­ლე­ბით ნარ­კო­ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნონ.

კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გოგა ხა­ჩი­ძემ მი­ი­ტა­ნა ჭიქა, რო­მელ­შიც იყო წვე­ნი. რო­გორც გოგა ხა­ჩი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, მას­ში იყო უბ­რა­ლოდ ვაშ­ლის წვე­ნი.

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მთა­ვა­რი არსი არის ის, რომ აღარ ხდე­ბო­დეს ქუ­ჩე­ბი­დან, უბ­ნე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ად­გი­ლე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აყრა და წაყ­ვა­ნა ნარ­კო­ტეს­ტი­რე­ბა­ზე. ტყუ­ი­ლია ის, რომ თუ მო­ქა­ლა­ქეს არ უნდა, მას შარდს არ ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ჩი­ძემ და ამ კონ­ტექ­სტში ქუ­თა­ის­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნა.

მისი თქმით, 56 წლის ლე­ვან აბ­ზი­ა­ნი­ძეს და­ა­ლე­ვი­ნეს შარ­დმდე­ნე­ბი და ეს ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

"ტყუ­ი­ლია ის, რომ თუ მო­ქა­ლა­ქეს არ უნდა ჩა­ბა­რე­ბა შარ­დის, არ ჩა­ა­ბა­რე­ბი­ნე­ბენ. თუ თქვენ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ად­ვო­კა­ტე­ბი არ გყავთ, პრე­სა არ მო­ვარ­და და ხმა­უ­რი არ ატე­ხეთ, მშვე­ნივ­რად ჩა­გა­ბა­რე­ბი­ნე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა წა­გი­თა­ქონ კი­დეც და ისე ჩა­გა­ბა­რე­ბი­ნონ. ჩვენ გვინ­და, რომ ეს მა­რაზ­მი, ტო­ნო­ბით შარ­დის შეგ­რო­ვე­ბა და ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დამ­თავ­რდეს. წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბა ამ სი­სუ­ლე­ლე­ში, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მო­ქა­ლა­ქე­ებს შარ­დი შე­უ­მოწ­მოს და და­ად­გი­ნოს ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარს თუ არა. შარ­დის ანა­ლი­ზე­ბის კე­თე­ბა არ უნდა იყოს სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე. ამას ითხოვს ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი", - გა­ნა­ცხა­და გოგა ხა­ჩი­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის და ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ უნდა ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იძუ­ლე­ბით ნარ­კო­ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნონ.

გოგა ხაჩიძე - წელიწადში 15 მლნ ლარამდე იხარჯება შარდის შემოწმებაში - ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე

გოგა ხაჩიძე - წელიწადში 15 მლნ ლარამდე იხარჯება შარდის შემოწმებაში - ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე

შარდის ანალიზების კეთება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ განუცხადა, რომელმაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა.

როგორც გოგა ხაჩიძემ აღნიშნა, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "პოლიციის შესახებ კანონში", რათა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ უფლება სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე მოქალაქეები უბნებიდან და ქუჩებიდან აყარონ და იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ.

კომიტეტის სხდომაზე გოგა ხაჩიძემ მიიტანა ჭიქა, რომელშიც იყო წვენი. როგორც გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მასში იყო უბრალოდ ვაშლის წვენი.

"ამ კანონპროექტის მთავარი არსი არის ის, რომ აღარ ხდებოდეს ქუჩებიდან, უბნებიდან სხვადასხვა ადგილებიდან მოქალაქეების აყრა და წაყვანა ნარკოტესტირებაზე. ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა, მას შარდს არ ჩააბარებინებენ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ და ამ კონტექსტში ქუთაისში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა.

მისი თქმით, 56 წლის ლევან აბზიანიძეს დაალევინეს შარდმდენები და ეს ადამიანი გარდაიცვალა.

"ტყუილია ის, რომ თუ მოქალაქეს არ უნდა ჩაბარება შარდის, არ ჩააბარებინებენ. თუ თქვენ მხარდამჭერები, ადვოკატები არ გყავთ, პრესა არ მოვარდა და ხმაური არ ატეხეთ, მშვენივრად ჩაგაბარებინებენ. შეიძლება წაგითაქონ კიდეც და ისე ჩაგაბარებინონ. ჩვენ გვინდა, რომ ეს მარაზმი, ტონობით შარდის შეგროვება და ანალიზის გაკეთება სახელმწიფოს მიერ დამთავრდეს. წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ლარი იხარჯება ამ სისულელეში, რომ სახელმწიფომ მოქალაქეებს შარდი შეუმოწმოს და დაადგინოს ნარკოტიკებს მოიხმარს თუ არა. შარდის ანალიზების კეთება არ უნდა იყოს სახელმწიფოს საქმე. ამას ითხოვს ჩვენი კანონპროექტი", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად სასამართლოს განჩინების და ნებართვის გარეშე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მოქალაქეები იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაიყვანონ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."