სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა
საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა

თბი­ლისს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეგ­ვიპ­ტის დე­ლე­გა­ცია ეწ­ვია. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს და ეგ­ვიპ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა და ამ სფე­როს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი გა­ა­ცენს. ასე­ვე წარ­მო­ად­გი­ნეს ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ეგ­ვიპ­ტის ეკო­ნო­მი­კა­ში ტუ­რიზ­მი ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გილს იკა­ვებს: 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ვიპ­ტე­ლი ტუ­რის­ტულ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, მშპ-ს თით­ქმის 12 % ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლებს წარ­მო­ად­გენს. ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დი ეგ­ვიპ­ტე­ში სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და (5-დან 15 მი­ლი­ო­ნამ­დე), კუ­რორ­ტე­ბის სას­ტუმ­რო ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 18 ათა­სი­დან 280 ათა­სამ­დე გა­იზ­რდა, და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­სას­ვლე­ლად და­მა­ტე­ბით 250 ათა­სი ოთა­ხი მზად­დე­ბა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ვიპ­ტის ელჩმა ტა­რეკ მა­ატ­მა გახ­სნა. მისი თქმით, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან ეგ­ვიპ­ტე­ში.

ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მის და­გეგ­მვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ახ­მედ შოკ­რიმ გა­ნა­ცხა­და: "ტუ­რიზ­მის მხრივ, ეგ­ვიპ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ერ­თერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ბა­ზარს წარ­მო­ად­გენს. ამ ეტაპ­ზე, ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტე­ბი მზად არი­ან ქარ­თველ ტუ­რის­ტებს უმაღ­ლე­სი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ და შეს­თა­ვა­ზონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბი, ეს იქ­ნე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი თუ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ტუ­რე­ბი.

სა­დღე­ი­სოდ, ეგ­ვიპ­ტე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც დამ­სვე­ნებ­ლებს უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­კუ­რორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ მიქსს, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ნიშ­ნავ ამინდს, უშუ­ა­ლოდ კუ­რორ­ტებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მედ­რო­ვე აე­რო­პორ­ტს, სხვა­დას­ხვა დო­ნის კომ­ფორ­ტულ სას­ტუმ­რო­ებს სთა­ვა­ზობს. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბია სამ­ხრეთ სი­ნაი და წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლი, რომ­ლებ­ზეც ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის 70 % ნა­წილ­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და 10 ეგ­ვიპ­ტუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ტუ­რო­პე­რა­ტო­რი, რომ­ლებ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ვორ­ქშო­ფის მეშ­ვე­ო­ბით პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რეს ქარ­თულ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან.

ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ეგ­ვიპ­ტეს 33 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ეს­ტუმ­რა. რო­გორც ეგ­ვიპ­ტის სას­ტუმ­რო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა აჰ­მედ აი­ო­უ­ბიმ და ტუ­რიზ­მის ფე­დე­რა­ცი­ის პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ალი გო­ნა­ი­მიმ გა­ნა­ცხა­დეს, ისი­ნი მზად არი­ან ორ ქვე­ყა­ნას შო­რის უფრო მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ქარ­თველ ტუ­რის­ტებს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. კომ­პა­ნი­ებ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს რომ გა­ნა­ვი­თა­რონ სპე­ცი­ა­ლუ­რი ტუ­რე­ბი ქარ­თვე­ლი სუ­დენ­ტე­ბის­თვის ეგ­ვიპ­ტუ­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად.

დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეგ­ვიპ­ტე­ში თბი­ლი­სი­დან პირ­და­პი­რი რე­ი­სით ფრე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. კომ­პა­ნია Air Cairo Fethiye Atta ზა­ფხუ­ლი­დან რე­გუ­ლა­რულ რე­ი­სებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს შარმ ელ-შე­ი­ხის და ჰურ­გა­დას მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფრე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბა და ბი­ლე­თის ფასი სა­შუ­ა­ლოდ 350$ იქ­ნე­ბა. კომ­პა­ნია და­მა­ტე­ბით რე­ი­სებს ეგ­ვიპ­ტის სხვა ქა­ლა­ქებ­შიც გეგ­მავს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა

საქართველოს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს დელეგაცია და 10 წამყვანი ტურკომპანია ესტუმრა

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და ეგვიპტის ტურისტული ბაზრის მდგომარეობა და ამ სფეროს ინიციატივები გააცენს. ასევე წარმოადგინეს ეგვიპტის კურორტების ტურისტული სერვისების სრულიად ახალი შესაძლებლობები.

ეგვიპტის ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12 % ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი ეგვიპტეში სამჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზრდა, და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება.

პრესკონფერენცია საქართველოში ეგვიპტის ელჩმა ტარეკ მაატმა გახსნა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოდან ეგვიპტეში.

ეგვიპტის ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ახმედ შოკრიმ განაცხადა: „ტურიზმის მხრივ, ეგვიპტისთვის საქართველო ერთერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ეგვიპტის კურორტები მზად არიან ქართველ ტურისტებს უმაღლესი დონის მომსახურება გაუწიონ და შესთავაზონ მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტები და ინდივიდუალური ტურები, ეს იქნება კულტურული თუ დასასვენებელი ტურები.

სადღეისოდ, ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც დამსვენებლებს უძველესი კულტურის და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს სთავაზობს. ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონებია სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70 % ნაწილდება.

ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა 10 ეგვიპტური ტურისტული კომპანიის ტუროპერატორი, რომლებმაც სპეციალური ვორქშოფის მეშვეობით პირდაპირი კონტაქტი დაამყარეს ქართულ ტურისტულ სააგენტოებთან.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან ეგვიპტეს 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. როგორც ეგვიპტის სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა აჰმედ აიოუბიმ და ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენელმა ალი გონაიმიმ განაცხადეს, ისინი მზად არიან ორ ქვეყანას შორის უფრო მეტი თანამშრომლობისთვის და ქართველ ტურისტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. კომპანიებმა სურვილი გამოთქვეს რომ განავითარონ სპეციალური ტურები ქართველი სუდენტებისთვის ეგვიპტური ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტეში თბილისიდან პირდაპირი რეისით ფრენების რაოდენობა იზრდება. კომპანია Air Cairo Fethiye Atta ზაფხულიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებს შარმ ელ-შეიხის და ჰურგადას მიმართულებით. ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 4 საათი იქნება და ბილეთის ფასი საშუალოდ 350$ იქნება. კომპანია დამატებით რეისებს ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც გეგმავს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი