სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში აქტიური პიარ კამპანია დაიწყო
 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში აქტიური პიარ კამპანია დაიწყო

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში წელს პირ­ვე­ლად, რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის რეკ­ლა­მი­რე­ბის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რი პიარ და მარ­კე­ტინ­გუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყო.

რო­გორც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, ღო­ნის­ძი­ე­ბებს რუ­სულ მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ და ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ზე, ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­ზე, რე­გი­ონ­ში დას­ვე­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­სა და ფა­სებ­ზე ისა­უბ­რეს. შე­დე­გად რუ­სულ მე­დი­ა­ში 50-მდე სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც აჭა­რა­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის მზარდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რე­გი­ო­ნის მთა­ვარ ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­სა და ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე გა­მახ­ვილ­და ყუ­რა­დღე­ბა.

პიარ კამ­პა­ნი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოს­კოვ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის პრეს ლანჩს, ხოლო ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის­თვის კუ­ლი­ნა­რი­ულ მას­ტერკლასს უმას­პინ­ძლა. მას­ტერკლას­ზე ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ეც­ნენ და თა­ვად­ვე მო­ამ­ზა­დეს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი. მას­ტერკლა­სის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო, რა­მაც ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მათ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს აჭა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტურ­პა­კე­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პიარ კამ­პა­ნი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია აქ­ტი­უ­რი ონ­ლა­ინ რეკ­ლა­მა ცნო­ბილ ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ში Travel.ru, Tourister.ru და Tonkosti.ru, რაც სა­რეკ­ლა­მო სტა­ტი­ე­ბის, ბა­ნე­რე­ბი­სა და ონ­ლა­ინ კონ­კურ­სე­ბის გან­თავ­სე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მიმ­დი­ნა­რე წელს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის Моя планета-სა და Пятница გა­დამ­ღებ ჯგუ­ფებ­საც უმას­პინ­ძლა, რომ­ლებ­მაც აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და რე­გი­ო­ნის გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მე­ბი მო­ამ­ზა­დეს.

გა­და­ცე­მა "Планета вкусов" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ ტე­ლე­არხ "Моя планета" ეთერ­ში მა­ის­ში გა­ვი­და, რახ შე­ე­ხე­ბა გა­და­ცე­მა "Еда, я люблю тебя" ტე­ლე­არხ Пятница-ზე აჭა­რულ გას­ტრო­ნო­მი­ას ეთერს ივ­ლის­ში და­უთ­მობს. ივ­ნი­სის ბო­ლოს ტე­ლე­არ­ხი Пятница-ს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ბა­თუმს კი­დევ ერთხელ ეს­ტუმ­რე­ბა. ამ­ჯე­რად, არ­ხის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდე­ბა აჭა­რა, რო­გორც ქორ­წი­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­უ­ლი და ლა­მა­ზი ად­გი­ლი. რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ხე­ბის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფე­ბის გარ­და, რუ­სეთ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­დია გა­მო­ცე­მე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრეს­ტუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ეც­ნო­ბი­ან. ისი­ნი რე­გი­ონს ზა­ფხულ­ში ეწ­ვე­ვი­ან.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი პიარ და მარ­კე­ტინ­გულ ღო­ნის­ძი­ებს რუსი ტუ­რის­ტე­ბის აჭა­რა­ში მო­ზიდ­ვის მიზ­ნით აგ­ვის­ტომ­დე გა­აგ­რძე­ლებს. ქვეყ­ნე­ბის მხრივ რე­გი­ონ­ში შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მი­ხედ­ვით რუ­სე­თი თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შემ­დეგ მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რას 430 817 რუსი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და.

რუ­სეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ვებგ­ვერ­დებ­ზე: http://travel.vesti.ru/, http://www.tourister.ru/, http://www.tourister.ru/

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში აქტიური პიარ კამპანია დაიწყო

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში აქტიური პიარ კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტში აცხადებენ, ღონისძიებებს რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეპარტამენტის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთში ცნობილი ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალზე, ღირშესანიშნაობებზე, რეგიონში დასვენების უპირატესობებსა და ფასებზე ისაუბრეს. შედეგად რუსულ მედიაში 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება.

პიარ კამპანიების ფარგლებში დეპარტამენტმა მოსკოვში ჟურნალისტებისთვის პრეს ლანჩს, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა. მასტერკლასზე ტურისტული სააგენტოები ქართულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ტრადიციული ქართული კერძები. მასტერკლასის მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო, რამაც ტურისტული სააგენტოების მოწონება დაიმსახურა. მათ აქტიურად დაიწყეს აჭარის მიმართულებით გასტრონომიული ტურპაკეტების შემუშავება.

რუსეთში მიმდინარე პიარ კამპანიების ფარგლებში ასევე დაწყებულია აქტიური ონლაინ რეკლამა ცნობილ ონლაინ გამოცემებში Travel.ru, Tourister.ru და Tonkosti.ru, რაც სარეკლამო სტატიების, ბანერებისა და ონლაინ კონკურსების განთავსებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятница გადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს.

გადაცემა „Планета вкусов“ მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“ ეთერში მაისში გავიდა, რახ შეეხება გადაცემა „Еда, я люблю тебя“ ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ეთერს ივლისში დაუთმობს. ივნისის ბოლოს ტელეარხი Пятница-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს კიდევ ერთხელ ესტუმრება. ამჯერად, არხის ობიექტივში მოხვდება აჭარა, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე რომანტიული და ლამაზი ადგილი. რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღნიშნული არხების გადამღები ჯგუფების გარდა, რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების ჟურნალისტები პრესტურების ფარგლებში გაეცნობიან. ისინი რეგიონს ზაფხულში ეწვევიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ ღონისძიებს რუსი ტურისტების აჭარაში მოზიდვის მიზნით აგვისტომდე გააგრძელებს. ქვეყნების მხრივ რეგიონში შემოსული ტურისტების მიხედვით რუსეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარას 430 817 რუსი ტურისტი სტუმრობდა.

რუსეთში გამოქვეყნებული სტატიების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდებზე: http://travel.vesti.ru/, http://www.tourister.ru/, http://www.tourister.ru/

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია