ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილმა ლაინერმა, A320-მა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ეგვიპტის ავიაციის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ამჟამად დაწყებულია თვითმფრინავის ფრაგმენტების ძებნა. სამძებრო სამუშაოები ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარეობს.
ლაინერის ჩამოვარდნა ეგვიპტის მთავრობას ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ლაინერი A320 რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ გაქრა. ეგვიპტური მედიის ცნობით, ბოლო კონტაქტი მფრინავთან თვითმფრინავის გაუჩინარებამდე 10 წუთით ადრე მოხდა.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.
იხილეთ ასევე: ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - 9 ავიაკატასტროფა, რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება
5 იდუმალი ავიაკატასტროფა