სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი" - მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა
"ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი" - მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გმი­რი - გავ­ლე­ნი­ა­ნი, ყოვ­ლის­შემ­ძლე და თან უჩი­ნა­რი დუდუ, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­შიც კი თა­ვი­სი სი­ტყვა ეთ­ქმის, მსა­ხი­ობ ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ამ როლს ას­რუ­ლებს, ნერ­ვებს უშ­ლის. ამ პერ­სო­ნა­ჟის გამო "თა­ვის გე­მო­ზე" ვეღ­რა ცხოვ­რობს, დუ­დუს აჩ­რდი­ლი თან დაჰ­ყვე­ბა, ყველ­გან მის სა­ხელს უძა­ხი­ან.

48 წლის მსა­ხი­ო­ბი, ორი შვი­ლის მა­მაა, მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში მუ­შა­ობს. ის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ბად­რი ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლის შვი­ლია და სა­ერ­თოდ მსა­ხი­ობ­თა დი­ნას­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. უყ­ვარს მუ­სი­კა, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა ანუ რო­გორც თა­ვად გვი­თხრა "დუდუ ვერ არის", მის­ნა­ი­რად ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა არ შე­უძ­ლია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსა­ხი­ობს სახ­ლი სახ­ლი და­ეწ­ვა და მისი ოჯა­ხი დიდი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა.

- ძვე­ლი გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­დან ცე­ცხლი წა­მებ­ში აალ­და და სახ­ლს მო­ე­დო. ჩვენს ზე­მოთ ვინც ცხოვ­რობს, ისი­ნიც და­ზა­რალ­დნენ. ამ დროს გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, შინ ჩემი ცოლი და შვი­ლე­ბი იყ­ვნენ. სამ­ზა­რე­უ­ლო, დე­რე­ფა­ნი, ტექ­ნი­კა ყვე­ლა­ფე­რი დამ­წვა­რია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქუ­ჩა­ში ვარ. მხო­ლოდ სა­ძი­ნებ­ლე­ბი გა­დარ­ჩა.

- რას აპი­რებთ?

- არ ვიცი. სა­ხან­ძრო­დან უნდა მო­ვი­ტა­ნო დას­კვნა, გამ­გე­ო­ბა დამ­პირ­და , მო­ვალ და მივ­ხე­და­ვო. სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ სახ­ლის აღ­დგე­ნის შან­სი არ არის. ხან­ძა­რი ღა­მით მოხ­და, 11 მა­ისს. მე­ზობ­ლებ­მა ჩა­აქ­რეს.

- სა­ხან­ძრომ და­აგ­ვი­ა­ნა მოს­ვლა?

- არ ვიცი. მე­ზობ­ლებ­მა და­ი­წყეს ჩაქ­რო­ბა, სა­ხან­ძროს ხომ არ და­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ. იტა­ლი­ურ ეზო­ში ვცხოვ­რობ, სარ­და­ფე­ბი დატ­ბო­რი­ლია, ძა­ლი­ან ავა­რი­უ­ლი ეზოა.

- ახლა სად ცხოვ­რობთ?

- ისევ იმ სახ­ლში ვარ და ამ პი­რო­ბებ­ში მი­წევს ცხოვ­რე­ბა. რას ვი­ზამთ, ვერც ისე­თი დუდუ ვარ, რო­გორც სე­რი­ალ­ში.

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი" - მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა

"ფაქტობრივად ქუჩაში დავრჩი" - მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს სახლი დაეწვა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირი - გავლენიანი, ყოვლისშემძლე და თან უჩინარი დუდუ, რომელსაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი თავისი სიტყვა ეთქმის, მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს, რომელიც ამ როლს ასრულებს, ნერვებს უშლის. ამ პერსონაჟის გამო "თავის გემოზე" ვეღრა ცხოვრობს, დუდუს აჩრდილი თან დაჰყვება, ყველგან მის სახელს უძახიან.

48 წლის მსახიობი, ორი შვილის მამაა, მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობს. ის ცნობილი მსახიობის, ბადრი ბეგლარიშვილის შვილია და საერთოდ მსახიობთა დინასტიის წარმომადგენელია. უყვარს მუსიკა, გიტარაზე დაკვრა, ბოჰემური ცხოვრება ანუ როგორც თავად გვითხრა "დუდუ ვერ არის", მისნაირად ყველაფრის მოგვარება არ შეუძლია. რამდენიმე დღის წინ მსახიობს სახლი სახლი დაეწვა და მისი ოჯახი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

- ძველი გაყვანილობიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენს ზემოთ ვინც ცხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, შინ ჩემი ცოლი და შვილები იყვნენ. სამზარეულო, დერეფანი, ტექნიკა ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ. მხოლოდ საძინებლები გადარჩა.

- რას აპირებთ?

- არ ვიცი. სახანძროდან უნდა მოვიტანო დასკვნა, გამგეობა დამპირდა , მოვალ და მივხედავო. საკუთარი სახსრებით შეუძლებელია, ამ სახლის აღდგენის შანსი არ არის. ხანძარი ღამით მოხდა, 11 მაისს. მეზობლებმა ჩააქრეს.

- სახანძრომ დააგვიანა მოსვლა?

- არ ვიცი. მეზობლებმა დაიწყეს ჩაქრობა, სახანძროს ხომ არ დაელოდებოდნენ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, სარდაფები დატბორილია, ძალიან ავარიული ეზოა.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ისევ იმ სახლში ვარ და ამ პირობებში მიწევს ცხოვრება. რას ვიზამთ, ვერც ისეთი დუდუ ვარ, როგორც სერიალში.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია