პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო 18 წლის ახალგაზრდების ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით
რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო 18 წლის ახალგაზრდების ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ორი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდის სა­ბერ­ძნეთ­ში ბე­რად აღ­კვე­ცის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს ვებგ­ვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი დი­ო­ნი­სე არის სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რი და მას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბის აღ­კვე­ცა სა­თა­ნა­დო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არ უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.

"უკვე სამი დღეა ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის II კურ­სის სტუ­დენტ მათე შენ­გე­ლი­ას და ახალ­გაზ­რდუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევრ, მე­თორ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სა­ბერ­ძნეთ­ში არ­ქი­მან­დრიტ დი­ო­ნი­სეს (გვა­რად კო­ლუმ­ბო­კა­სი) მიერ დიდ სქე­მა­ში აღიკ­ვეც­ნენ.

პი­რა­დი სა­უბ­რე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზეც, თით­ქოს ეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მოხ­და, რაც რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს ორი ახალ­გაზ­რდა ადრე სხვა და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ეს­ტუმ­რა სა­პატ­რი­არ­ქოს. მათ­და­მი იყო კე­თილ­გან­წყო­ბა, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არა­სო­დეს არა­ვის­თან შემ­დგა­რა.

ახ­ლა­ხან კი ისი­ნი, უკვე აღ­კვე­ცი­ლე­ბი წა­რუდ­გნენ მის უწ­მინ­დე­სო­ბას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის დროს და იქ უთხრეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. შევ­ნიშ­ნავთ, რომ არ­ქი­მან­დრი­ტი დი­ო­ნი­სე (კო­ლუმ­ბო­კა­სი) არის სა­ბერ­ძნე­თის ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რი და მას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბის აღ­კვე­ცა არ უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნის მხრი­დან სა­თა­ნა­დო ნე­ბარ­თვის გა­რე­შე; მით უმე­ტეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან 18-20 წლი­სა­ნი და მორ­ჩი­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დიც არა აქვთ გავ­ლი­ლი.

არ­ქი­მან­დრიტ დი­ო­ნი­სეს­გან ეს არის მო­რი­გი სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვა და უხე­ში არას­წო­რი ქმე­დე­ბა. დიდ-სქე­მო­სან­მა ბერ­მა ირი­ნე­ოს­მა, (იგი­ვე მათე შენ­გე­ლი­ამ) და დიდ-სქე­მო­სან­მა ბერ­მა იე­რო­ნი­მემ (იგი­ვე გი­ორ­გი ქა­თა­მა­ძემ) არ­ჩე­ვა­ნი თვი­თონ გა­ა­კე­თეს და ისი­ნი ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ას აღარ ეკუთ­ვნი­ან", -ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ: ბე­რად აღ­კვე­ცი­ლი 18 წლის შვი­ლის ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი დე­დას: "გი­ხა­რო­დეს და ამი­ე­რი­დან თა­ვა­წე­ულ­მა იარე, შენი შვი­ლი ღვთის­მშო­ბელ­მა მი­ი­ღო თა­ვის სა­ვა­ნე­ში"

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო 18 წლის ახალგაზრდების ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით

რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო 18 წლის ახალგაზრდების ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არქიმანდრიტი დიონისე არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა სათანადო ნებართვის გარეშე არ უნდა განეხორციელებინა.

"უკვე სამი დღეა ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის შესახებ, რომლებიც საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისეს (გვარად კოლუმბოკასი) მიერ დიდ სქემაში აღიკვეცნენ.

პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვა და სხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან შემდგარა.

ახლახან კი ისინი, უკვე აღკვეცილები წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ. შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.

არქიმანდრიტ დიონისესგან ეს არის მორიგი სერიოზული დარღვევა და უხეში არასწორი ქმედება. დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა, (იგივე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან", -ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ასევე იხილეთ: ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია