პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა და ფანჯრების დალეწვით დაიმუქრა
ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა და ფანჯრების დალეწვით დაიმუქრა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-მ ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვა­სა და მო­დელ ნინი ნე­ბი­ე­რი­ძის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს ჟურ­ნა­ლისტს რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა წყა­რომ და­უ­დას­ტუ­რა. ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი თე­მურ უგუ­ლა­ვას ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა გახ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ბიზ­ნეს­მენ­მა ამის გამო და­ან­გრია ნე­ბი­ე­რი­ძეს­თან 1 წლის წინ შექ­მნი­ლი ოჯა­ხი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ჩვენ ორი­ვეს­თან ვცა­დეთ, თუმ­ცა არც ნინი ნე­ბი­ე­რი­ძემ და არც თე­მურ უგუ­ლა­ვამ ტე­ლე­ფონს არ უპა­სუ­ხეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დელ­მა AMBEBI.GE-ს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მოგ­ვწე­რა და აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტი­ის მოხ­სნა გვთხო­ვა. შევ­თა­ვა­ზეთ, რომ ჩავ­წერ­დით მის კო­მენ­ტარს, რო­მელ­შიც გავ­რცე­ლე­ბულ ჭორს არ და­ა­დას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა მან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ ისურ­ვა და გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა (არ­სე­ბობს მი­მო­წე­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სქ­რი­ნე­ბი).

დღეს, სტა­ტი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან 4 დღის შემ­დეგ ნინი ნე­ბი­ე­რი­ძემ AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ა­ში და­რე­კა და პორ­ტა­ლი არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ჩვენ კი­დევ ერთხელ შევ­თა­ვა­ზეთ მო­დელს გა­ე­კე­თე­ბი­ნა კო­მენ­ტა­რი მისი და თე­მურ უგუ­ლა­ვას და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რაც მო­დელ­მა არ ისურ­ვა და უცენ­ზუ­რო სა­უ­ბარ­ზე გა­და­ვი­და:

"ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ წერთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს? თქვე­ნი კო­მენ­ტა­რი გა­ი­კე­თეთ ტრ... სა­თი­თა­ოდ ყვე­ლამ, ვინც მანდ ზი­ხართ. დედა მო­მიკ­ვდეს, თუ არ მო­გი­ვარ­დეთ და არ ჩა­გი­ლე­წოთ ყვე­ლა შუშა ჩემი ძაან ბევ­რი დაც­ვე­ბით, თქვე ყ....ო", - ასე­თი მუ­ქა­რის­შემ­ცვე­ლი ტო­ნით ესა­უბ­რა 19 წლის მო­დე­ლი რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს (სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს).

AMBEBI.GE აცხა­დებს, რომ ამი­ე­რი­დან ნინი ნე­ბი­ე­რი­ძის შე­სა­ხებ სა­იტ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა და ფანჯრების დალეწვით დაიმუქრა

ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში გინებით დარეკა და ფანჯრების დალეწვით დაიმუქრა

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-მ ბიზნესმენ თემურ უგულავასა და მოდელ ნინი ნებიერიძის დაშორების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს ჟურნალისტს რამდენიმე სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი თემურ უგულავას ახალი გატაცება გახდა. ამბობენ, რომ ბიზნესმენმა ამის გამო დაანგრია ნებიერიძესთან 1 წლის წინ შექმნილი ოჯახი.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ორივესთან ვცადეთ, თუმცა არც ნინი ნებიერიძემ და არც თემურ უგულავამ ტელეფონს არ უპასუხეს. მოგვიანებით მოდელმა AMBEBI.GE-ს "ფეისბუქის" გვერდზე მოგვწერა და აღნიშნული სტატიის მოხსნა გვთხოვა. შევთავაზეთ, რომ ჩავწერდით მის კომენტარს, რომელშიც გავრცელებულ ჭორს არ დაადასტურებდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გვერდის ადმინისტრატორს უცენზურო სიტყვებით მიმართა (არსებობს მიმოწერის დამადასტურებელი სქრინები).

დღეს, სტატიის გავრცელებიდან 4 დღის შემდეგ ნინი ნებიერიძემ AMBEBI.GE-ს რედაქციაში დარეკა და პორტალი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ მოდელს გაეკეთებინა კომენტარი მისი და თემურ უგულავას დაშორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რაც მოდელმა არ ისურვა და უცენზურო საუბარზე გადავიდა:

"ძალიან მაინტერესებს, რატომ წერთ ცრუ ინფორმაციებს? თქვენი კომენტარი გაიკეთეთ ტრ... სათითაოდ ყველამ, ვინც მანდ ზიხართ. დედა მომიკვდეს, თუ არ მოგივარდეთ და არ ჩაგილეწოთ ყველა შუშა ჩემი ძაან ბევრი დაცვებით, თქვე ყ....ო", - ასეთი მუქარისშემცველი ტონით ესაუბრა 19 წლის მოდელი რედაქციის თანამშრომელს (საუბრის ჩანაწერი არსებობს).

AMBEBI.GE აცხადებს, რომ ამიერიდან ნინი ნებიერიძის შესახებ საიტზე არანაირი ინფორმაცია არ გამოქვეყნდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"