პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
143 გარდაცვლილი და 1994 დაშავებული - იანვარ-მარტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
143 გარდაცვლილი და 1994 დაშავებული - იანვარ-მარტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

2016 წლის იან­ვარ-მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად 143 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 1994 კი და­შავ­და.

საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის 2015 და 2016 წლე­ბის სამი თვის, იან­ვარ-მარ­ტის სტა­ტის­ტი­კა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" მი­ა­წო­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 2016 წლის იან­ვარ-მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 1424 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. აქე­დან თბი­ლის­ში 674. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად 143 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 1994 და­შავ­და. მათ­გან, თბი­ლის­ში 26 და­ი­ღუ­პა და 876 და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 32 ქვე­ი­თია, აქე­დან თბი­ლის­ში 14, და­შა­ვე­ბუ­ლი ქვე­ი­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 445-ია, თბი­ლის­ში 275.

გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში, 2015 წლის იან­ვარ-მარ­ტში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1322 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, მათ­გან თბი­ლის­ში 619. და­ი­ღუ­პა 135 და და­შავ­და 1888 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან თბი­ლის­ში 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 832 კი და­შავ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" ყვე­ლა მო­ნა­ცე­მის ზრდა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, წელს, იან­ვარ-მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი 7,7%-ით არის გაზ­რდი­ლი, თბი­ლის­ში კი 8,9%-ით. და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 5,9%-ით არის გაზ­რდი­ლი, თბი­ლის­ში 44,4%-ით. და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 5,6%-ით გა­ი­ზარ­და, თბი­ლის­ში კი, 5,3%-ით.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვე­ი­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში, 2015 წელს, იან­ვარ-მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 ქვე­ი­თი და­ი­ღუ­პა, 396 კი და­შავ­და. აქე­დან თბი­ლის­ში 5 ქვე­ი­თი და­ი­ღუ­პა, 257 კი და­შავ­და.

გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, წელს, იან­ვარ-მარ­ტში ქვე­ი­თე­ბის და­ღუპ­ვის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 6,67%-ით, თბი­ლის­ში კი 180.00%-ით არის გაზ­რდი­ლი. ქვე­ით­თა და­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში 12,37%-ით, თბი­ლის­ში კი 7.00%-ით არის გაზ­რდი­ლი.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ეკა­ტე­რი­ნე ლა­ლი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლია. ლა­ლი­აშ­ვი­ლი გა­მო­სავ­ლის გზებ­ზე სა­უბ­რობს და პარ­ლა­მენ­ტის როლ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბია: საგ­ზაო უსაფრ­თო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტარ­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის 2016-2020 წლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა მთავ­რო­ბის მიერ სას­წრა­ფო რე­ჟიმ­ში და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. წი­ნას­წარ უნდა ვი­ცო­დეთ, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი, რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ტარ­დეს, იმის­თვის რომ 5- 10%-ით შემ­ცირ­დეს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გზებ­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა ღონე უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შსს-მ წა­რად­გი­ნა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლია, ეს არის ერთ ერთი უმ­ნიშ­ვე­ლო­ვა­ნე­სი, რო­მელ­შიც ქუ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა და ბევ­რი სხვა სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, რაც მო­ახ­დენს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის პრე­ვენ­ცი­ას. მძღო­ლებს ბევ­რად კა­ნონ­მორ­ჩილ და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს. ამ კა­ნო­ნის შე­ფერ­ხე­ბა ამ­დე­ნი ხნით, როცა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გვე­ღუ­პე­ბა - და­ნა­შა­უ­ლია", - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

143 გარდაცვლილი და 1994 დაშავებული - იანვარ-მარტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

143 გარდაცვლილი და 1994 დაშავებული - იანვარ-მარტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა

2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, 1994 კი დაშავდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების 2015 და 2016 წლების სამი თვის, იანვარ-მარტის სტატისტიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიაწოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში სულ 1424 საგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან თბილისში 674. სამი თვის განმავლობაში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა და 1994 დაშავდა. მათგან, თბილისში 26 დაიღუპა და 876 დაშავდა. დაღუპულებს შორის საქართველოს მასშტაბით 32 ქვეითია, აქედან თბილისში 14, დაშავებული ქვეითების რაოდენობა 445-ია, თბილისში 275.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 2015 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში 1322 საგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან თბილისში 619. დაიღუპა 135 და დაშავდა 1888 ადამიანი, აქედან თბილისში 18 ადამიანი დაიღუპა, 832 კი დაშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ყველა მონაცემის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში საქართველოში საგზაო შემთხვევები 7,7%-ით არის გაზრდილი, თბილისში კი 8,9%-ით. დაღუპულთა რაოდენობა საქართველოში 5,9%-ით არის გაზრდილი, თბილისში 44,4%-ით. დაშავებულთა რაოდენობა საქართველოში 5,6%-ით გაიზარდა, თბილისში კი, 5,3%-ით.

რაც შეეხება ქვეითებთან დაკავშირებულ მაჩვენებელს, ანალოგიურ პერიოდში, 2015 წელს, იანვარ-მარტში საქართველოში 30 ქვეითი დაიღუპა, 396 კი დაშავდა. აქედან თბილისში 5 ქვეითი დაიღუპა, 257 კი დაშავდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი 180.00%-ით არის გაზრდილი. ქვეითთა დაშავების შემთხვევები საქართველოში 12,37%-ით, თბილისში კი 7.00%-ით არის გაზრდილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკატერინე ლალიაშვილის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები კატასტროფულია. ლალიაშვილი გამოსავლის გზებზე საუბრობს და პარლამენტის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

”პრევენციული ზომებია: საგზაო უსაფრთოების ეროვნული სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის 2016-2020 წლების დამტკიცება მთავრობის მიერ სასწრაფო რეჟიმში და მის განხორციელებაზე მუშაობა. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, 4 წლის განმავლობაში რა კონკრეტული ღონისძიებები, ცვლილებები, რეფორმები უნდა გატარდეს, იმისთვის რომ 5- 10%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა გზებზე ერთი წლის განმავლობაში და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ღონე უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ. კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა და თვეების განმავლობაში შეფერხებულია, ეს არის ერთ ერთი უმნიშველოვანესი, რომელშიც ქულების სისტემის შემოღება და ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილება იგეგმება, რაც მოახდენს სიკვდილიანობის პრევენციას. მძღოლებს ბევრად კანონმორჩილ და პასუხისმგებლიან საგზაო მოძრაობის მონაწილეებად ჩამოაყალიბებს. ამ კანონის შეფერხება ამდენი ხნით, როცა ამდენი ადამიანი გვეღუპება - დანაშაულია”, - აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია