პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები
პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები

ბრი­ტა­ნელ­მა ექიმ­მა ლუდ­ვიგ გუტ­მან­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, მათი სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა და­ი­წყო. ვი­თა­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბის მო­ტი­ვა­ცია და სტი­მუ­ლიც შე­ი­ძი­ნეს. შშმ პი­რე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის და მათი ძა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი მხრი­დან სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბამ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო.

პირ­ვე­ლი პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 1960 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს - რომ­ში გა­მარ­თუ­ლი ოთხწლე­უ­ლის უმ­თავ­რე­სი სპორ­ტუ­ლი მოვ­ლე­ნის, ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და სწო­რედ ამ წელს ჩა­ტარ­და. სა­დე­ბი­უ­ტო თა­მა­შებ­ში­ვე, იტა­ლი­ის დე­და­ქა­ლაქს 23 ქვეყ­ნის 400-მდე პა­რას­პორ­ტსმე­ნი ეს­ტუმ­რა. სა­ქარ­თვე­ლო პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით გვი­ან - 2008 წლი­დან ჩა­ერ­თო, სა­დაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ე.წ. "ვე­ლუ­რი ბა­რა­თის" წე­სით მიწ­ვე­ულ­მა იაგო გორ­გო­ძემ წა­რად­გი­ნა. გორ­გო­ძე პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­ხე­ო­ბა - წო­ლ­ჭიმ­ში (და­წო­ლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შტან­გის აწე­ვა) ას­პა­რე­ზობს, რომ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხე­ლია "პო­უ­ერ­ლიფ­თინ­გი".

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიწ­ვე­ვით, ორი პა­რას­პორ­ტსმე­ნი ლონ­დონ­ში, 2012 წლის პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზეც და­უშ­ვეს. ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო­ში გა­მარ­თულ თა­მა­შებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­დან ნიკა თვა­ურ­მა და შოთა ომა­რაშ­ვილ­მა იას­პა­რე­ზეს. ლონ­დო­ნის პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში 165 ქვეყ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 4200 პა­რა­ო­ლიმ­პი­ელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ შო­რის იყ­ვნენ ძა­ლო­სა­ნი შოთა ომა­რაშ­ვი­ლი და მო­ცუ­რა­ვე ნიკა თვა­უ­რი.

წელს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რი­გით მე­სა­მე პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­დას, რო­მე­ლიც რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ქვე­ყა­ნა ის­ტო­რი­უ­ლი პირ­ვე­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ით ხვდე­ბა. ძი­უ­დო­ის­ტმა ზვი­ად გო­გო­ჭურ­მა ბრა­ზი­ლი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­ი­ნაღ­და. ზვი­ა­დი 90 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, გა­სუ­ლი წლის მსოფ­ლიო თა­სი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. შე­დე­გად BP-ის (რო­მე­ლიც პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია) ელჩი პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე, რი­ო­ში მედ­ლის მო­პო­ვე­ბის უმ­თავ­რეს კან­დი­და­ტა­დაც ით­ვლე­ბა.

ზვი­ა­დის გარ­და, ბრა­ზი­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შან­სი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ პა­რას­პორ­ტსმენს აქვს, რომ­ლე­ბიც დარ­ჩე­ნილ სა­ლი­ცენ­ზიო ტურ­ნი­რებ­ზე მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბას შე­ეც­დე­ბი­ან.

პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები

პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები

ბრიტანელმა ექიმმა ლუდვიგ გუტმანმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციისთვის, მათი სპორტულ აქტივობებში ჩართვა დაიწყო. ვითარებამ აჩვენა, რომ აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასთან ერთად, ცხოვრების მოტივაცია და სტიმულიც შეიძინეს. შშმ პირების ინტეგრაციისთვის და მათი ძალების რეალიზაციისთვის, დროთა განმავლობაში მათი მხრიდან სპორტულ აქტივობებში ჩართულობამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო.

პირველი პარაოლიმპიური თამაშები 1960 წლიდან იღებს სათავეს - რომში გამართული ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული მოვლენის, ოლიმპიადის შემდეგ, ისტორიაში პირველად პარაოლიმპიადა სწორედ ამ წელს ჩატარდა. სადებიუტო თამაშებშივე, იტალიის დედაქალაქს 23 ქვეყნის 400-მდე პარასპორტსმენი ესტუმრა. საქართველო პარაოლიმპიურ მოძრაობაში გაცილებით გვიან - 2008 წლიდან ჩაერთო, სადაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. "ველური ბარათის" წესით მიწვეულმა იაგო გორგოძემ წარადგინა. გორგოძე პარაოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობა - წოლჭიმში (დაწოლილი მდგომარეობაში შტანგის აწევა) ასპარეზობს, რომლის საერთაშორისო სახელია "პოუერლიფთინგი".

ორგანიზატორების მიწვევით, ორი პარასპორტსმენი ლონდონში, 2012 წლის პარაოლიმპიადაზეც დაუშვეს. ბრიტანეთის სამეფოში გამართულ თამაშებზე, საქართველოდან ნიკა თვაურმა და შოთა ომარაშვილმა იასპარეზეს. ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებში 165 ქვეყნის დაახლოებით 4200 პარაოლიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ძალოსანი შოთა ომარაშვილი და მოცურავე ნიკა თვაური.

წელს საქართველოსთვის რიგით მესამე პარაოლიმპიადას, რომელიც რიო დე ჟანეიროში ჩატარდება, ქვეყანა ისტორიული პირველი მოპოვებული ლიცენზიით ხვდება. ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ბრაზილიაში მონაწილეობა გაინაღდა. ზვიადი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გასული წლის მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. შედეგად BP-ის (რომელიც პარაოლიმპიური კომიტეტის მთავარი მხარდამჭერია) ელჩი პარაოლიმპიადაზე, რიოში მედლის მოპოვების უმთავრეს კანდიდატადაც ითვლება.

ზვიადის გარდა, ბრაზილიაში გამგზავრების უფლების მოპოვების შანსი კიდევ რამდენიმე ქართველ პარასპორტსმენს აქვს, რომლებიც დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებზე მაქსიმუმის გაკეთებას შეეცდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია