სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შერჩევითი პატრიოტიზმი შოუბიზნესში - რუსული კარიერის გამო, "გაღმერთებული" და "ჩაქოლილი" ქართველი სელებრითები
შერჩევითი პატრიოტიზმი შოუბიზნესში - რუსული კარიერის გამო, "გაღმერთებული" და "ჩაქოლილი" ქართველი სელებრითები

რუ­სეთ­ში სიმ­ღე­რის გამო ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. კრი­ტი­კო­სებს შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც არი­ან. თუმ­ცა კრი­ტი­კა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში შერ­ჩე­ვი­თია, კერ­ძოდ, მე­გობ­რებს რუ­სეთ­ში სიმ­ღე­რის გამო არ აკ­რი­ტი­კე­ბენ. ისე­თი მომ­ღერ­ლე­ბიც გვყავს, რომ­ლე­ბიც გმო­ბენ ყვე­ლა­ფერს რუ­სულს, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კონ­ცერ­ტზე "დიდ რუ­სეთ­ში" მი­იწ­ვე­ვენ, სი­ა­მოვ­ნე­ბით მღე­რი­ან.

ბო­ლოს ასე­თი თავ­დას­ხმა ტრიო "მან­დილ­ზე" მო­ა­წყვეს, გო­გო­ნე­ბის კა­რი­ე­რა სოფ­ლის გზა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­სელ­ფით და­ი­წყო და მათი წარ­მა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გაც­და. ისი­ნი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, მათ გა­მო­ჩე­ნას რუ­სულ შო­უ­ებ­ში დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა და ამ შემ­თხვე­ვა­ში კრი­ტი­კო­სებს ნამ­დვი­ლად ვერ გა­ამ­ტყუ­ნებ, რად­გან გო­გო­ნე­ბი მათ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზეც კი რუ­სუ­ლად წერ­დნენ თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამის გამო მათ კო­მენ­ტა­რებ­ში ბევ­რი შე­ნიშ­ვნა მის­ცეს, რის შემ­დეგ თა­ვი­ანთ მსმე­ნელს რუ­სუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ქარ­თუ­ლად აც­ნო­ბენ თა­ვი­ანთ წარ­მა­ტე­ბებს.

კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს ჯგუ­ფი "მგზავ­რე­ბი". ისი­ნი წლე­ბია უკ­რა­ი­ნა­ში და რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ. ჰყავთ უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, 9 აპ­რილს სანკ-პე­ტერ­ბურ­გში და­გეგ­მილ­მა "მგზავ­რე­ბის" კონ­ცერ­ტმა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა, ბი­ჭე­ბი უამ­რა­ვი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ეპი­თე­ტით შე­ამ­კეს, თუმ­ცა 9 აპ­რილს სანკ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა ემო­ცი­უ­რი სი­ტყვა თქვა და რუს მსმე­ნელს 25 წლის წინ, 9 აპ­რი­ლის ღა­მეს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ მო­უყ­ვა, რის შემ­დე­გაც იმ ღა­მით და­ღუ­პულ ქარ­თველ გმი­რებს რუ­სებ­თან ერ­თად წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გო. ბევ­რმა ამის გამო "მგზავ­რე­ბის" კრი­ტი­კა უკან წა­ი­ღო, რად­გან ეს ჯგუ­ფი იყო პირ­ვე­ლი, ვინც რუ­სულ სცე­ნა­ზე ამის გა­კე­თე­ბა შეძ­ლო. ვნე­ბა­თა­ღელ­ვა შე­წყდა, თუმ­ცა მა­ინც აღ­მოჩ­ნდნენ ისე­თი "პატ­რი­ო­ტე­ბი", ვინც ჯგუფს ქმე­დე­ბა იმის გამო და­უ­წუ­ნა, რომ ემო­ცი­ურ გა­მოს­ვლა­ში გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა რუ­სე­თი არ ახ­სე­ნა.

ქეთა თო­ფუ­რია წლე­ბია რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს. როცა სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად რუ­სეთ­ში წა­ვი­და, სრულ­ყო­ფი­ლად რუ­სუ­ლიც არ იცო­და, მაგ­რამ იქა­ურ შოუ-ბიზ­ნესს მალე აუ­წყო ფეხი და დღეს " ა სტუ­დი­ოს­თან" ერ­თად რუ­სულ ესტრა­და­ზე წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს. 2010 წელს 9 მა­ისს, რუ­სეთ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის გამო მომ­ღე­რა­ლი ლა­მის ქვეყ­ნის მტრად გა­მო­ა­ცხა­დეს, იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც ამ­ბობ­და ქე­თას იმ კონ­ცერ­ტზე რომ ემ­ღე­რა, და­ა­შან­ტა­ჟეს, ცი­ხი­დან მა­მა­მი­სის გა­მოს­ვლას და­პირ­დნენ და კონ­ცერ­ტზე ამი­ტომ იმ­ღე­რაო. თა­ვად მომ­ღე­რალ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ამ კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლის გამო, სა­ა­კაშ­ვილ­მა ლა­მის თმე­ბი და­მა­პუ­ტაო. იყო პე­რი­ო­დი, როცა ქეთა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ აღარ ჩა­მო­დი­ო­და, მისი კონ­ცერ­ტე­ბი ჩვენ­თან აკ­რძა­ლუ­ლი იყო, თუმ­ცა ვნე­ბა­თა­ღელ­ვამ გა­და­ი­ა­რა და დღეს კონ­ცერ­ტებ­საც ატა­რებს და ად­რინ­დე­ლი­ვით ქარ­თუ­ლი შო­უ­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე წლე­ბია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს, მაგ­რამ მას ოკუ­პან­ტის ქვე­ყა­ნა­ში სიმ­ღე­რის გამო არა­ვინ აკ­რი­ტი­კებს. მათ შო­რის არც ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც "მგზავ­რებს", ქეთა თო­ფუ­რი­ას და სხვა ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს, იგი­ვე სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რის გამო, ლა­მის მო­ღა­ლა­ტეს ეძა­ხის. მათ შო­რის არც ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და ნიკა გვა­რა­მია არ აკ­რი­ტი­კებს, რომ­ლე­ბიც სხვებს, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის გამო, მკაც­რი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში ატა­რე­ბენ. თე­ო­ნას ამის გამო ძი­რი­თა­დად ხალ­ხი აკ­რი­ტი­კებს, რა­საც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა: "რომ ამ­ბო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმ­დე­ნი არ გა­უ­კე­თე­ბია, რამ­დე­ნიც პარ­ტი­უ­ლი რუ­სე­თის­თვი­სო, სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­საც არ გა­უ­კე­თე­ბია ჩემ­თვის იმ­დე­ნი, რაც პარ­ტი­ულ რუ­სეთს... 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხორ­ცე­ბი და­მაგ­ლი­ჯა ხალ­ხმა, სვა­ვე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან. რუ­სეთ­ში აგ­რე­სია კი არა, მლო­კავს ხალ­ხი".

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სოფო ნი­ჟა­რა­ძის და მაია დარსმე­ლი­ძის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი გიგა კვე­ნე­ტა­ძე. მომ­ღერ­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა "ევ­რო­ვი­ზია 2016"-ის შე­დე­გებ­მა გა­მო­იწ­ვია. და­პი­რის­პი­რე­ბა მომ­ღერ­ლებს შო­რის დარსმე­ლი­ძის პოსტზე მი­წე­რილ კო­მენ­ტა­რებ­ში წარ­მო­იშ­ვა. "დიახ, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია ევ­რო­ვი­ზია და ევ­რო­პამ ხმა მის­ცა უკ­რა­ი­ნას, ჯა­მა­ლას, სიმ­ღე­რით ყი­რიმ­ზე... რუ­სეთს კი "კრიმ ნაშ" არა - იხ­ვის ტოლ­მაო, უთხრა. Congrats to Ukraine!!" - და­წე­რა დარსმე­ლი­ძემ პი­რად გვერ­დზე, რა­საც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის გიგა კვე­ნე­ტა­ძის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა: "ეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა! და ევ­რო­პელ­მა ხალ­ხმა რა უთხრა? პა­სუ­ხი: კრი­მი და სე­ვას­ტო­პო­ლი რუ­სე­თია და და­ა­ნე­ბეთ ერთი ად­გი­ლის თა­მაშს თა­ვიო". ამან ნი­ჟა­რა­ძე გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და და­წე­რა, რომ რუ­სე­თის მო­ნე­ბი აღი­ზი­ა­ნებს. მაია დარსმე­ლი­ძემ კი გიგა კვე­ნე­ტა­ძეს და­უ­წე­რა, რომ მან პატ­რი­ო­ტიზ­მი "ა სტუ­დი­ოს" სიმ­ღე­რებ­ში გაც­ვა­ლა.

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ მუ­სი­კოს ნინო ქა­თა­მა­ძეს უკ­რა­ი­ნა­ში და რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. ის ხში­რად მარ­თავს კონ­ცერ­ტებს რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ამის გამო არა­ვის გა­უკ­რი­ტი­კე­ბია. 25 მარტს რუ­სეთ­ში ნინო ქა­თა­მა­ძის და "ინ­სა­ი­დის" ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ანშლა­გით ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ის ამის გა­მოც არა­ვის გა­უკ­რი­ტი­კე­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შერჩევითი პატრიოტიზმი შოუბიზნესში - რუსული კარიერის გამო, "გაღმერთებული" და "ჩაქოლილი" ქართველი სელებრითები

შერჩევითი პატრიოტიზმი შოუბიზნესში - რუსული კარიერის გამო, "გაღმერთებული" და "ჩაქოლილი" ქართველი სელებრითები

რუსეთში სიმღერის გამო ქართველ მომღერლებს ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკოსებს შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. თუმცა კრიტიკა ზოგიერთ შემთხვევაში შერჩევითია, კერძოდ, მეგობრებს რუსეთში სიმღერის გამო არ აკრიტიკებენ. ისეთი მომღერლებიც გვყავს, რომლებიც გმობენ ყველაფერს რუსულს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონცერტზე "დიდ რუსეთში" მიიწვევენ, სიამოვნებით მღერიან.

ბოლოს ასეთი თავდასხმა ტრიო "მანდილზე" მოაწყვეს, გოგონების კარიერა სოფლის გზაზე გადაღებული ვიდეოსელფით დაიწყო და მათი წარმატება საქართველოს ფარგლებს გაცდა. ისინი რუსეთში მოღვაწეობენ, მათ გამოჩენას რუსულ შოუებში დიდი კრიტიკა მოჰყვა და ამ შემთხვევაში კრიტიკოსებს ნამდვილად ვერ გაამტყუნებ, რადგან გოგონები მათ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზეც კი რუსულად წერდნენ თავიანთი წარმატებების შესახებ. ამის გამო მათ კომენტარებში ბევრი შენიშვნა მისცეს, რის შემდეგ თავიანთ მსმენელს რუსულად, ინგლისურად და ქართულად აცნობენ თავიანთ წარმატებებს.

კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ჯგუფი "მგზავრები". ისინი წლებია უკრაინაში და რუსეთში წარმატებით მოღვაწეობენ. ჰყავთ უამრავი გულშემატკივარი, 9 აპრილს სანკ-პეტერბურგში დაგეგმილმა "მგზავრების" კონცერტმა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა, ბიჭები უამრავი არასასიამოვნო ეპითეტით შეამკეს, თუმცა 9 აპრილს სანკ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე გიგი დედალამაზიშვილმა ემოციური სიტყვა თქვა და რუს მსმენელს 25 წლის წინ, 9 აპრილის ღამეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ მოუყვა, რის შემდეგაც იმ ღამით დაღუპულ ქართველ გმირებს რუსებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. ბევრმა ამის გამო "მგზავრების" კრიტიკა უკან წაიღო, რადგან ეს ჯგუფი იყო პირველი, ვინც რუსულ სცენაზე ამის გაკეთება შეძლო. ვნებათაღელვა შეწყდა, თუმცა მაინც აღმოჩნდნენ ისეთი "პატრიოტები", ვინც ჯგუფს ქმედება იმის გამო დაუწუნა, რომ ემოციურ გამოსვლაში გიგი დედალამაზიშვილმა რუსეთი არ ახსენა.

ქეთა თოფურია წლებია რუსეთში წარმატებით მოღვაწეობს. როცა საკუთარი კარიერის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა, სრულყოფილად რუსულიც არ იცოდა, მაგრამ იქაურ შოუ-ბიზნესს მალე აუწყო ფეხი და დღეს " ა სტუდიოსთან" ერთად რუსულ ესტრადაზე წარმატებით მოღვაწეობს. 2010 წელს 9 მაისს, რუსეთში გამართული კონცერტის გამო მომღერალი ლამის ქვეყნის მტრად გამოაცხადეს, იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა ქეთას იმ კონცერტზე რომ ემღერა, დააშანტაჟეს, ციხიდან მამამისის გამოსვლას დაპირდნენ და კონცერტზე ამიტომ იმღერაო. თავად მომღერალმა რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ კონცერტზე გამოსვლის გამო, სააკაშვილმა ლამის თმები დამაპუტაო. იყო პერიოდი, როცა ქეთა საქართველოში საერთოდ აღარ ჩამოდიოდა, მისი კონცერტები ჩვენთან აკრძალული იყო, თუმცა ვნებათაღელვამ გადაიარა და დღეს კონცერტებსაც ატარებს და ადრინდელივით ქართული შოუების სასურველი სტუმარია.

თეონა კონტრიძე წლებია რუსეთში მოღვაწეობს, მაგრამ მას ოკუპანტის ქვეყანაში სიმღერის გამო არავინ აკრიტიკებს. მათ შორის არც ის ცნობილი ადამიანები, ვინც "მგზავრებს", ქეთა თოფურიას და სხვა ქართველ მომღერლებს, იგივე სცენაზე სიმღერის გამო, ლამის მოღალატეს ეძახის. მათ შორის არც ნანუკა ჟორჟოლიანი და ნიკა გვარამია არ აკრიტიკებს, რომლებიც სხვებს, რუსეთში მოღვაწეობის გამო, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. თეონას ამის გამო ძირითადად ხალხი აკრიტიკებს, რასაც რამდენიმე წლის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი პასუხი გასცა: "რომ ამბობენ, საქართველოსთვის იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც პარტიული რუსეთისთვისო, სხვათა შორის, საქართველოსაც არ გაუკეთებია ჩემთვის იმდენი, რაც პარტიულ რუსეთს... 20 წლის განმავლობაში, პირველად ვმუშაობ საქართველოში და ხორცები დამაგლიჯა ხალხმა, სვავებივით იქცევიან. რუსეთში აგრესია კი არა, მლოკავს ხალხი".

რამდენიმე დღის წინ, სოფო ნიჟარაძის და მაია დარსმელიძის თავდასხმის ობიექტი გახდა რუსეთში მცხოვრები მომღერალი გიგა კვენეტაძე. მომღერლების დაპირისპირება "ევროვიზია 2016"-ის შედეგებმა გამოიწვია. დაპირისპირება მომღერლებს შორის დარსმელიძის პოსტზე მიწერილ კომენტარებში წარმოიშვა. "დიახ, პოლიტიკური კონკურსია ევროვიზია და ევროპამ ხმა მისცა უკრაინას, ჯამალას, სიმღერით ყირიმზე... რუსეთს კი "კრიმ ნაშ" არა - იხვის ტოლმაო, უთხრა. Congrats to Ukraine!!" - დაწერა დარსმელიძემ პირად გვერდზე, რასაც რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის გიგა კვენეტაძის კომენტარი მოჰყვა: "ეს პოლიტიკოსებმა! და ევროპელმა ხალხმა რა უთხრა? პასუხი: კრიმი და სევასტოპოლი რუსეთია და დაანებეთ ერთი ადგილის თამაშს თავიო". ამან ნიჟარაძე გააღიზიანა და დაწერა, რომ რუსეთის მონები აღიზიანებს. მაია დარსმელიძემ კი გიგა კვენეტაძეს დაუწერა, რომ მან პატრიოტიზმი "ა სტუდიოს" სიმღერებში გაცვალა.

ყველასათვის საყვარელ მუსიკოს ნინო ქათამაძეს უკრაინაში და რუსეთში წარმატებული კარიერა აქვს. ის ხშირად მართავს კონცერტებს რუსეთში, მაგრამ ამის გამო არავის გაუკრიტიკებია. 25 მარტს რუსეთში ნინო ქათამაძის და "ინსაიდის" ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ანშლაგით ჩატარდა, მაგრამ ის ამის გამოც არავის გაუკრიტიკებია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა