პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება
ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

პოპ დივა ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი ნიუ-იორკში, "ენ-ბი-სი იუ­ნი­ვერ­სა­ლის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, რო­გორც ყო­ველ­თვის, გლა­მუ­რუ­ლად და თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. 46 წლის მომ­ღე­რა­ლი ასაკ­თან ერ­თად კი­დევ უფრო ლა­მაზ­დე­ბა. სა­ღა­მო­ზე მის ტა­ნა­დო­ბას თეთ­რი კაბა უს­ვამ­და ხაზს, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, დე­ვიდ კო­მას ნა­ხე­ლა­ვია.

ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ე­რი დე­ვიდ კომა, იგი­ვე და­ვით კო­მა­ხი­ძე, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ამ­თავ­რა, ლონ­დონ­ში გა­დას­ვლით კი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა კა­რი­ე­რა­ში. იქ ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მო­ე­წყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი კურ­სზე სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რეს. შემ­დეგ­მა კო­ლექ­ცი­ა­მაც აღი­ა­რე­ბა და ორი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მო­უ­ტა­ნა მას. ფე­შენ ინ­დუსტრი­ის დე­ბი­უ­ტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერ­დნენ. მა­ლე­ვე კო­მა­ხი­ძემ (დი­ზა­ი­ნე­რის ნამ­დვი­ლი გვა­რი) კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა ლონ­დო­ნურ მა­ღა­ზია Brown’s Focus-თან. 2009 წელს ის ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხდე­ბა და სა­კუ­თარ მარ­კას ქმნის. ახლა დე­ვი­დი 29 წლი­საა და ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბა­დი ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნე­რია ლონ­დონ­ში, 2014 წლი­დან კი Thierry Mugler-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რიც გახ­ლავთ. აც­მევს გვი­ნეტ პელტრო­უს, ჯე­ნი­ფერ ლო­პესს, ბი­ონ­სე­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის სხვა ვარ­სკვლა­ვებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"I’m wearing David Koma" – Jennifer Lopez in a dress by Georgian designer

ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება

პოპ დივა ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკში, "ენ-ბი-სი იუნივერსალის" პრეზენტაციაზე, როგორც ყოველთვის, გლამურულად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. 46 წლის მომღერალი ასაკთან ერთად კიდევ უფრო ლამაზდება. საღამოზე მის ტანადობას თეთრი კაბა უსვამდა ხაზს, რომელიც ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ნახელავია.

ახალგაზრდა და ნიჭიერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, თბილისში დაიბადა. უნივერსიტეტი სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა, ლონდონში გადასვლით კი სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერაში. იქ ჩასვლისთანავე მოეწყო Central Saint Martins College of Art&Design-ში. მისი სადიპლომო ნამუშევარი კურსზე საუკეთესოდ აღიარეს. შემდეგმა კოლექციამაც აღიარება და ორი პრესტიჟული ჯილდო - Harrods Design Award და Vauxhall Fashion Scout Merit Award მოუტანა მას. ფეშენ ინდუსტრიის დებიუტანტზე V Magazine და Dazed&Confused წერდნენ. მალევე კომახიძემ (დიზაინერის ნამდვილი გვარი) კონტრაქტი გააფორმა ლონდონურ მაღაზია Brown’s Focus-თან. 2009 წელს ის ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული ხდება და საკუთარ მარკას ქმნის. ახლა დევიდი 29 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ახალგაზრდა დიზაინერია ლონდონში, 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ს კრეატიული დირექტორიც გახლავთ. აცმევს გვინეტ პელტროუს, ჯენიფერ ლოპესს, ბიონსესა და შოუბიზნესის სხვა ვარსკვლავებს.

იხილეთ ვიდეო

“I’m wearing David Koma” – Jennifer Lopez in a dress by Georgian designer

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება