სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკა ბესელია მფარველობს ალანიას" - რას ყვებიან ფოთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით გათავისუფლებულ პოლიციის უფროსზე
"ეკა ბესელია მფარველობს ალანიას" - რას ყვებიან ფოთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით გათავისუფლებულ პოლიციის უფროსზე

ფო­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ზუ­რაბ ალა­ნი­ას სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გა­დაც­დო­მის საქ­მე­ზე შე­მოწ­მე­ბას ატა­რებს. ზუ­რაბ ალა­ნია ფო­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის პოსტს 2012 წლის ნო­ემ­ბრი­დან იკა­ვებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ალა­ნია პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის ეკა ბე­სე­ლი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­ნიშ­ნა. ალა­ნია ბე­სე­ლი­ას ნა­თე­სა­ვია. მათ ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ზე ფოთ­შიც სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფო­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­რე­ჯან ცხვი­ტა­რია ამ­ბობს, ზუ­რაბ ალა­ნი­ას სა­კითხს ბე­სე­ლი­ას­თან ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის გამო, არ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

"მთე­ლი ქა­ლა­ქი ამა­ზე სა­უბ­რობს, ეს იყო ეკა ბე­სე­ლი­ას ხელ­დას­მუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. იგი სულ მფარ­ვე­ლობს მას. ალა­ნი­ას ქა­ლაქ­ში მეტ­სა­ხე­ლად "ყუ­ლა­ბას" ეძახ­დნენ და რა­ტომ, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მინ­დვია. ბე­სე­ლია მსგავ­სი კრი­მი­ნა­ლე­ბის დამ­ცვე­ლია და არა უბ­რა­ლო ხალ­ხის", - აცხა­დებს და­რე­ჯან ცხვი­ტა­რია.

სა­კითხს პარ­ტია "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" აქ­ტი­ვის­ტი, ად­ვო­კა­ტი ზაურ კინ­ტი­რა­ი­აც ეხ­მა­უ­რე­ბა. იგი ამ­ბობს, რომ ზუ­რაბ ალა­ნია ეკა ბე­სე­ლი­ას სა­ა­მა­ყო კად­რი იყო, ის არის დე­პუ­ტა­ტის ბიძა და ბე­სე­ლია ამას არც მა­ლავ­და. "მი­მაჩ­ნია რომ ეკა ბე­სე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა სა­კად­რო სა­კი­თხებ­ში ფოთ­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და და არა­ვინ იცის, კი­დევ რა გვე­ლო­დე­ბა წინ", - გან­მარ­ტავს კინ­ტი­რა­ია.

იხი­ლეთ ბე­სე­ლი­ას კო­მენ­ტა­რი ალა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ალა­ნი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, სა­ა­გენ­ტო TSpress-თან სა­უ­ბარ­ში პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლისტს და­უ­დას­ტუ­რა, რომ ფო­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად მისი ნა­თე­სა­ვი მი­სი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ი­ნიშ­ნა: "ის არის ჩემი ნა­თე­სა­ვი და რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წიე იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ქა­ლაქ­ში იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზე­დაც შე­მიძ­ლია ვიყო მშვი­დად, რომ ნარ­კო­ტიკს არ ჩა­უ­დებს, არ აწა­მებს და ფეხ­ქვეშ არ გა­თე­ლავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. როცა შენ ხარ ქა­ლაქ­ში მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ცე­ვი­ან ტრა­დი­ცი­ე­ბით, რა­საც აქ აკე­თებ­და ახა­ლა­ი­ას პო­ლი­ცია, ეს არის ძა­ლი­ან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ამ ადა­მი­ანს გა­ვუ­წიე რე­კო­მენ­და­ცია, იმი­ტომ რომ ის ამ ქა­ლაქს სჭირ­დე­ბა. ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ხეა პო­ლი­ცი­ი­სა", - ამ­ბობს TS press-თან 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში ეკა ბე­სე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ფო­თის მე­რის ირაკ­ლი კა­კუ­ლი­ას კო­მენ­ტარს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, კა­კუ­ლი­ას თქმით: "მა­შინ როცა ზუ­რაბ ალა­ნია ფო­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო, და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას არ­თმევ­და თავს, მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რის­გან ამ ეტაპ­ზე თავს შე­ვი­კა­ვებ და გა­მო­ძი­ე­ბას და­ვე­ლო­დე­ბი".

სოფო კორ­ტა­ვა

AMBEBI.GE

"ეკა ბესელია მფარველობს ალანიას" - რას ყვებიან ფოთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით გათავისუფლებულ პოლიციის უფროსზე

"ეკა ბესელია მფარველობს ალანიას" - რას ყვებიან ფოთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით გათავისუფლებულ პოლიციის უფროსზე

ფოთის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ზურაბ ალანიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით შსს-ს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი გადაცდომის საქმეზე შემოწმებას ატარებს. ზურაბ ალანია ფოთის პოლიციის უფროსის პოსტს 2012 წლის ნოემბრიდან იკავებდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე ალანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას რეკომენდაციით დაინიშნა. ალანია ბესელიას ნათესავია. მათ ნათესაურ კავშირზე ფოთშიც საუბრობენ. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი დარეჯან ცხვიტარია ამბობს, ზურაბ ალანიას საკითხს ბესელიასთან ნათესაური კავშირის გამო, არ გამოიძიებენ.

"მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს, ეს იყო ეკა ბესელიას ხელდასმული პიროვნება. იგი სულ მფარველობს მას. ალანიას ქალაქში მეტსახელად "ყულაბას" ეძახდნენ და რატომ, ეს საზოგადოებისთვის მიმინდვია. ბესელია მსგავსი კრიმინალების დამცველია და არა უბრალო ხალხის", - აცხადებს დარეჯან ცხვიტარია.

საკითხს პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" აქტივისტი, ადვოკატი ზაურ კინტირაიაც ეხმაურება. იგი ამბობს, რომ ზურაბ ალანია ეკა ბესელიას საამაყო კადრი იყო, ის არის დეპუტატის ბიძა და ბესელია ამას არც მალავდა. "მიმაჩნია რომ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებებმა საკადრო საკითხებში ფოთზე ძალიან ცუდად იმოქმედა და არავინ იცის, კიდევ რა გველოდება წინ", - განმარტავს კინტირაია.

იხილეთ ბესელიას კომენტარი ალანიასთან დაკავშირებით

აღსანიშნავია, რომ ალანიას თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, სააგენტო TSpress-თან საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ფოთის პოლიციის უფროსად მისი ნათესავი მისივე რეკომენდაციით დაინიშნა: "ის არის ჩემი ნათესავი და რეკომენდაცია გავუწიე იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქალაქში იყოს ადამიანი, რომელზედაც შემიძლია ვიყო მშვიდად, რომ ნარკოტიკს არ ჩაუდებს, არ აწამებს და ფეხქვეშ არ გათელავს ადამიანის უფლებებს. როცა შენ ხარ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატი და ძალოვან უწყებებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც იქცევიან ტრადიციებით, რასაც აქ აკეთებდა ახალაიას პოლიცია, ეს არის ძალიან გასათვალისწინებელი. ამ ადამიანს გავუწიე რეკომენდაცია, იმიტომ რომ ის ამ ქალაქს სჭირდება. ის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა პოლიციისა", - ამბობს TS press-თან 2013 წლის თებერვალში გაკეთებულ კომენტარში ეკა ბესელია.

რაც შეეხება ფოთის მერის ირაკლი კაკულიას კომენტარს პოლიციის უფროსის გათავისუფლების ფაქტზე, კაკულიას თქმით: "მაშინ როცა ზურაბ ალანია ფოთის პოლიციის უფროსი იყო, დაკისრებულ მოვალეობას ართმევდა თავს, მომხდარზე კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და გამოძიებას დაველოდები".

სოფო კორტავა

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ