პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა
"ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ამე­რი­კულ­მა სიყ­ვა­რულ­მა, ნამ­დვილ ქარ­თველ ცო­ლად აქ­ცია - თუ სამ­შობ­ლო­ში სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით თავს არ იწუ­ხებ­და, ახლა ქმარს - ბენ ჩე­იმს ნაირ-ნა­ი­რი კერ­ძე­ბით ანე­ბივ­რებს. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ლა­მაზ­მან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ის დახ­ვე­წას აპი­რებს, რად­გან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სურს.

"ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. არა­ფერს ვა­კე­თებ­დი და ახლა დიდი მე­ო­ჯა­ხე გოგო გა­მოვ­დე­ქი. სულ ვამ­ბობ, ჩემ­გან ამას არ მო­ვე­ლო­დი-მეთ­ქი. რა­ღაც­ნა­ი­რად მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლი ვარ ოჯა­ხურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, საჭ­მლის კე­თე­ბა­ზე. და­უ­თო­ე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი და და­უ­თო­ე­ბა და საჭ­მლის კე­თე­ბა არ მი­წევ­და. ახლა ყვე­ლა­ფერს მე ვა­კე­თებ. სულ მე­ცი­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს რომ ჰგო­ნი­ათ, შო­უ­ბიზ­ნე­სის წევ­რი ქალი ოჯახ­ში შე­მო­საყ­ვა­ნი არ არი­სო, ნუ­რას უკაც­რა­ვად! თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნე­ბის­მი­ერ ქარ­თველ დი­ა­სახ­ლისს ვა­ჯო­ბე და გა­ვუს­წა­რი კი­დეც. მუ­რა­ბებ­საც ვა­კე­თებ, სახ­ლსაც ვა­ლა­გებ, ვკე­რავ, ვა­უ­თო­ებ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. როცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, მის გამო ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებ...

კვი­რა­ო­ბით ერთ-ერთი სე­რი­ა­ლის სა­ყუ­რებ­ლად ბე­ნის მე­გობ­რე­ბი ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბი­ან და საჭ­მე­ლებს მიკ­ვე­თენ. გეხ­ვე­წე­ბი, პურ­ში ლო­ბიო რომ იყო, ის გა­ა­კე­თეო; ყვე­ლამ რომ ვჭა­მეთ და ვერ გა­ვი­გეთ, რა იყო, ის გა­ამ­ზა­დეო - აჯაფ­სან­დალს გუ­ლის­ხმო­ბენ. ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო შეკ­ვე­თე­ბი მო­დის, მწვა­ნე რა­ღაც რომ იყო ნიგვზით, ის გაგ­ვი­კე­თეო - ფხალ­ზე ამ­ბო­ბენ. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ", - ამ­ბობს ნუკი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა

"ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე" - რა გააკეთებინა ნუკი კოშკელიშვილს ამერიკულმა სიყვარულმა

ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკულმა სიყვარულმა, ნამდვილ ქართველ ცოლად აქცია - თუ სამშობლოში საოჯახო საქმეების კეთებით თავს არ იწუხებდა, ახლა ქმარს - ბენ ჩეიმს ნაირ-ნაირი კერძებით ანებივრებს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ლამაზმანმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის პროფესიის დახვეწას აპირებს, რადგან ტელევიზიაში მუშაობის გაგრძელება სურს.

"ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. არაფერს ვაკეთებდი და ახლა დიდი მეოჯახე გოგო გამოვდექი. სულ ვამბობ, ჩემგან ამას არ მოველოდი-მეთქი. რაღაცნაირად მთლიანად გადართული ვარ ოჯახურ საქმიანობაზე, საჭმლის კეთებაზე. დაუთოება-დასუფთავებაზე. საქართველოში მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი და დაუთოება და საჭმლის კეთება არ მიწევდა. ახლა ყველაფერს მე ვაკეთებ. სულ მეცინება, საქართველოში ქართველ მამაკაცებს რომ ჰგონიათ, შოუბიზნესის წევრი ქალი ოჯახში შემოსაყვანი არ არისო, ნურას უკაცრავად! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქართველ დიასახლისს ვაჯობე და გავუსწარი კიდეც. მურაბებსაც ვაკეთებ, სახლსაც ვალაგებ, ვკერავ, ვაუთოებ, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ. როცა ადამიანი გიყვარს, მის გამო ყველაფერს შეძლებ...

კვირაობით ერთ-ერთი სერიალის საყურებლად ბენის მეგობრები ჩვენთან იკრიბებიან და საჭმელებს მიკვეთენ. გეხვეწები, პურში ლობიო რომ იყო, ის გააკეთეო; ყველამ რომ ვჭამეთ და ვერ გავიგეთ, რა იყო, ის გაამზადეო - აჯაფსანდალს გულისხმობენ. ძალიან სასაცილო შეკვეთები მოდის, მწვანე რაღაც რომ იყო ნიგვზით, ის გაგვიკეთეო - ფხალზე ამბობენ. ქართული კერძები ძალიან მოსწონთ", - ამბობს ნუკი ინტერვიუში.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება