არასამთავრობო ორგანიზაცია "აფბა" ონლაინ-კაზინოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტს მალე წარუდგენს.
როგორც PALITRANEWS-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "აფბას" წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ განუცხადა, აუცილებელია ადეკვატური საგადასახადო ბაზის შექმნა.
"რეკომენდაციების მხარე ეხება თავად მოთამაშეების შეზღუდვას. საუბარია წაგების ლიმიტის დაწესებაზე. შესაცვლელია ლოკაციის ადგილები, უნდა შეიქმნას დასახლებულ პუნქტებთან შორიახლოს გარკვეული ზონები, სადაც სათამაშო სახლები მოეწყობა - ეს არ უნდა იყოს შუა ქალაქში განთავსებული", - განაცხადა ზურაბ კუკულაძემ.