მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგთიმ" სტანდარტული ტარიფი გააძვირა - გაეზრდებათ თუ არა ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებს?
 "მაგთიმ" სტანდარტული ტარიფი გააძვირა - გაეზრდებათ თუ არა ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებს?

კომ­პა­ნია "მაგ­თი­კომ­მა" სტან­დარ­ტუ­ლი ტა­რი­ფის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ზარ­და - 1 წუთი 24 თეთ­რით გა­ნი­სა­ზღვრა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. არც ისე დიდი ხნის წინ, "მაგ­თი­კომ­მა" კომ­პა­ნია "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" აქ­ტი­ვე­ბი შე­ი­ძი­ნა და გა­ზეთ "ვერ­სი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ში­შობს, რომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­საც გა­ეზ­რდე­ბათ ტა­რი­ფი.

ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ (აფბა) სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში გა­აფრ­თხი­ლა, რომ კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მი" ტა­რი­ფე­ბის ზრდას გეგ­მავ­და. თუმ­ცა ერთი თვის წინ, 1 წუ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14 თეთ­რით მხო­ლოდ "ბა­ნის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის უნდა გაზ­რდი­ლი­ყო და 10 თეთ­რის ნაც­ვლად, 24 თეთ­რი გამ­ხდა­რი­ყო. ახლა კი ირ­კვე­ვა, რომ ტა­რი­ფე­ბი ზო­გა­დად "მაგ­თის" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის იზ­რდე­ბა. აფბა-ს წევ­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ "მაგ­თი­კო­მი" 90-იან წლებ­ში ბრუნ­დე­ბა, როცა ბაზ­რის ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ნო­პო­ლის­ტი იყო.

"მაგ­თი­კო­მის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ტა­რი­ფის ზრდა ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას მოჰ­ყვა. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტებს სწო­რედ ამ­გვა­რი ახ­სნა აეჭ­ვებთ, რად­გან მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბის ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ სამი კომ­პა­ნია - "მაგ­თი", "ჯე­ო­სე­ლი" და "ბი­ლა­ი­ნი" ოპე­რი­რებს და მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია არც ისე მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ იმ მი­ზე­ზით, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც მო­ბი­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია.

მას შემ­დეგ, რაც "მაგ­თიმ" კომ­პა­ნია "კავ­კა­სუსონ­ლა­ი­ნის" აქ­ტი­ვე­ბი შე­ი­ძი­ნა, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერტთა შე­ფა­სე­ბით, ის ამ ბაზ­რის უპი­რო­ბო მო­ნო­პო­ლის­ტი გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ცალ­კე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ხელს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის­კენ იშ­ვე­რენ და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას სთხო­ვენ. გა­ზეთ "ვერ­სი­ას" კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ხა­ტია ყუ­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა: "ვიდ­რე "მაგ­თი­კო­მი" "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" აქ­ტი­ვებს შე­ი­ძენ­და, კო­მი­სი­ამ ვრცე­ლი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა, თუ რა შე­საძ­ლო გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბო­და ამ­გვარ ტრან­ზაქ­ცი­ას ბაზ­რის შე­სა­ბა­მის სეგ­მენტზე. კო­მი­სი­ამ მი­იჩ­ნია, რომ ეს ტრან­ზაქ­ცია არ­სე­ბით ცვლი­ლე­ბებს არ გა­მო­იწ­ვევ­და, რად­გან მარ­თა­ლია "მაგ­თი­კო­მი" მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბაზ­რო წი­ლის მფლო­ბე­ლი ოპე­რა­ტო­რია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნიც" ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ინ­ტერ­ნეტ, სა­ტე­ლე­ფო­ნო და მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზი­ტის ბაზ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან წილს ფლობს. რაც მთა­ვა­რია, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს" გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც ჰქონ­და, მათ შო­რის, სა­ტა­რი­ფო რე­გუ­ლა­ცია, გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა. მას შემ­დეგ, რაც "მაგ­თიმ" "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" აქ­ტი­ვე­ბი შე­ი­ძი­ნა, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად გა­და­ვი­და მას­ზე. ამ ნა­წილ­შიც "მაგ­თი­კო­მი" მკაცრ რე­გუ­ლა­ცი­ებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა" გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"მაგთიმ" სტანდარტული ტარიფი გააძვირა - გაეზრდებათ თუ არა ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებს?

 "მაგთიმ" სტანდარტული ტარიფი გააძვირა - გაეზრდებათ თუ არა ტარიფი ინტერნეტმომხმარებლებს?

კომპანია "მაგთიკომმა" სტანდარტული ტარიფის ღირებულება გაზარდა - 1 წუთი 24 თეთრით განისაზღვრა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. არც ისე დიდი ხნის წინ, "მაგთიკომმა" კომპანია "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა და გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ინტერნეტმომხმარებლებსაც გაეზრდებათ ტარიფი.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (აფბა) საზოგადოება ჯერ კიდევ აპრილში გააფრთხილა, რომ კომპანია "მაგთიკომი" ტარიფების ზრდას გეგმავდა. თუმცა ერთი თვის წინ, 1 წუთის ღირებულება 14 თეთრით მხოლოდ "ბანის" აბონენტებისთვის უნდა გაზრდილიყო და 10 თეთრის ნაცვლად, 24 თეთრი გამხდარიყო. ახლა კი ირკვევა, რომ ტარიფები ზოგადად "მაგთის" აბონენტებისთვის იზრდება. აფბა-ს წევრებს მიაჩნიათ, რომ "მაგთიკომი" 90-იან წლებში ბრუნდება, როცა ბაზრის ფაქტობრივი მონოპოლისტი იყო.

"მაგთიკომის" წარმომადგენლების განცხადებით, ტარიფის ზრდა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას მოჰყვა. თუმცა ეკონომიკის ექსპერტებს სწორედ ამგვარი ახსნა აეჭვებთ, რადგან მობილური ოპერატორების ბაზარზე რეალურად მხოლოდ სამი კომპანია - "მაგთი", "ჯეოსელი" და "ბილაინი" ოპერირებს და მათ შორის კონკურენცია არც ისე მაღალია. შესაბამისად, სწორედ იმ მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მობილური მომსახურების ტარიფები ყველაზე მაღალია.

მას შემდეგ, რაც "მაგთიმ" კომპანია "კავკასუსონლაინის" აქტივები შეიძინა, ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, ის ამ ბაზრის უპირობო მონოპოლისტი გახდა. საზოგადოება და ცალკეული ექსპერტები ხელს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისკენ იშვერენ და შესაბამის რეაგირებას სთხოვენ. გაზეთ "ვერსიას" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი ესაუბრება: "ვიდრე "მაგთიკომი" "კავკასუს ონლაინის" აქტივებს შეიძენდა, კომისიამ ვრცელი კვლევა ჩაატარა, თუ რა შესაძლო გავლენა ექნებოდა ამგვარ ტრანზაქციას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს ტრანზაქცია არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევდა, რადგან მართალია "მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მფლობელი ოპერატორია, მაგრამ ამავდროულად "კავკასუს ონლაინიც" ფიქსირებული, ინტერნეტ, სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტის ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობს. რაც მთავარია, "კავკასუს ონლაინს" გარკვეული ვალდებულებებიც ჰქონდა, მათ შორის, სატარიფო რეგულაცია, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა. მას შემდეგ, რაც "მაგთიმ" "კავკასუს ონლაინის" აქტივები შეიძინა, ეს ვალდებულებები სრულად გადავიდა მასზე. ამ ნაწილშიც "მაგთიკომი" მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება"  განაგრძეთ კითხვა

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე