კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭირო ადგილზე არ აღმოვჩნდი იმიტომ, რომ შემრცხვა" - თათული ედიშერაშვილი კარიერასა და პირად ცხოვრებაზე
"საჭირო ადგილზე არ აღმოვჩნდი იმიტომ, რომ შემრცხვა" - თათული ედიშერაშვილი კარიერასა და პირად ცხოვრებაზე

"ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს, ავა­შე­ნებ­დი თე­ატრს, სა­დაც არ იქ­ნე­ბო­და ბო­რო­ტე­ბა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი. რის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი, რო­მე­ლი თვი­სე­ბა მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში, რას ნა­ნობს და რა გან­ცდა აქვს, როცა სა­ჯა­როდ აქე­ბენ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

" და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

" ...1981 წლის 14 ივ­ნი­სი.

" ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

" ...მსა­ხი­ო­ბი, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია. კი­თხვა არ შე­მეძ­ლო, მაგ­რამ ერთ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ლექ­სი ზე­პი­რად ვი­ცო­დი. თან, ისე­თი ლექ­სე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ ასაკ­ში არ უნდა მცოდ­ნო­და. დე­დას პო­ე­ზია ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ხში­რად მი­კი­თხავ­და და რო­გორც ჩანს, და­მა­მახ­სოვ­რდა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი მთხოვ­დნენ, მხატ­ვრუ­ლად წა­მე­კი­თხა. პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო, არას­დროს მი­ნა­ნია, მაგ­რამ ვიქ­ნე­ბი გულ­წრფე­ლი და ვი­ტყვი, რომ გუ­ლის­ტკი­ვი­ლი მქო­ნია. იმედ­გაც­რუ­ე­ბა გან­მიც­დია არა პრო­ფე­სი­ა­ში, არა­მედ " პრო­ფე­სი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ასეთ დროს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ვხდე­ბი. ზო­დი­ა­ქო­თი ტყუ­პი ვარ და ერთ თა­თუ­ლის მე­ო­რეს­თან გა­მუდ­მე­ბით რა­ღა­ცის მტკი­ცე­ბა უწევს. სურ­ვი­ლებ­ში ხში­რად გა­ო­რე­ბა მაქვს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დიდი ფიქ­რის შე­დე­გად ვი­ღებ.

" ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

" ...ყვე­ლა­ზე ხში­რად მეს­მის: რა საყ­ვა­რე­ლი გო­გოა, რო­გო­რი პა­ტა­რა და გამ­ხდა­რი ყო­ფი­ლა, ეკ­რან­ზე კი დიდი ჩან­სო. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სით­ბოს გა­მო­ხატ­ვას მი­ვეჩ­ვიე. იმე­დია, ბო­ლომ­დე ასე­თი გან­წყო­ბა ექ­ნე­ბათ. მა­ყუ­რებ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებ. ზურგს უკან არ ვიცი, რას ამ­ბო­ბენ.

" ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

" ...ვარ თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი, ჩემი მშობ­ლე­ბის შვი­ლი, ჩემი დე­ბის და, ჩემი შვი­ლე­ბის დედა და ჩემი მე­უღ­ლის მე­უღ­ლე (იღი­მის).

" თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

" ...ეს არის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და პა­ტი­ე­ბის სურ­ვი­ლი. მომ­წონს, რომ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მქო­ნია და ამ დროს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მშვე­ლის.

" თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

" ...ეს ემო­ცი­უ­რო­ბაა. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პირ­და­პი­რი ვარ და ხან­და­ხან ამას და­ვუ­ზა­რა­ლე­ბი­ვარ, მაგ­რამ თა­ვი­დან ბევ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბაც ამი­ცი­ლე­ბია. მერე რომ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მივმხვდარ­ვარ, რომ ჯობ­და, სათ­ქმე­ლი მშვი­დად მეთ­ქვა, ლო­ი­ა­ლუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

" არ მჩვე­ვია...

" ...ღა­ლა­ტი. რო­გორც პრო­ფე­სი­ა­ში, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ერ­თგუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ვის­თვის და არაფ­რის­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ასე მგო­ნია.

" ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

" ...წა­ვი­დე წინ, ვიშ­რო­მო ბევ­რი, მე­ტად განვვი­თარ­დე.

" ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"საჭირო ადგილზე არ აღმოვჩნდი იმიტომ, რომ შემრცხვა" - თათული ედიშერაშვილი კარიერასა და პირად ცხოვრებაზე

"საჭირო ადგილზე არ აღმოვჩნდი იმიტომ, რომ შემრცხვა" - თათული ედიშერაშვილი კარიერასა და პირად ცხოვრებაზე

"ბევრი ფული რომ მქონდეს, ავაშენებდი თეატრს, სადაც არ იქნებოდა ბოროტება", - ამბობს მსახიობი თათული ედიშერაშვილი. რის გამო საყვედურობენ ახლობლები, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რას ნანობს და რა განცდა აქვს, როცა საჯაროდ აქებენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

" დაბადების თარიღი...

" ...1981 წლის 14 ივნისი.

" ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

" ...მსახიობი, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. კითხვა არ შემეძლო, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ლექსი ზეპირად ვიცოდი. თან, ისეთი ლექსები, რომელიც მაშინდელ ასაკში არ უნდა მცოდნოდა. დედას პოეზია ძალიან უყვარდა, ხშირად მიკითხავდა და როგორც ჩანს, დამამახსოვრდა. ოჯახის წევრები მთხოვდნენ, მხატვრულად წამეკითხა. პროფესიული არჩევანის გამო, არასდროს მინანია, მაგრამ ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ გულისტკივილი მქონია. იმედგაცრუება განმიცდია არა პროფესიაში, არამედ " პროფესიულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ბრძოლისუნარიანი ვხდები. ზოდიაქოთი ტყუპი ვარ და ერთ თათულის მეორესთან გამუდმებით რაღაცის მტკიცება უწევს. სურვილებში ხშირად გაორება მაქვს, გადაწყვეტილებებს დიდი ფიქრის შედეგად ვიღებ.

" ჩემზე ამბობენ...

" ...ყველაზე ხშირად მესმის: რა საყვარელი გოგოა, როგორი პატარა და გამხდარი ყოფილა, ეკრანზე კი დიდი ჩანსო. უცხო ადამიანებისგან სითბოს გამოხატვას მივეჩვიე. იმედია, ბოლომდე ასეთი განწყობა ექნებათ. მაყურებლის სიყვარულის შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ დავიშურებ. ზურგს უკან არ ვიცი, რას ამბობენ.

" ბედნიერი ვარ, რომ...

" ...ვარ თათული ედიშერაშვილი, ჩემი მშობლების შვილი, ჩემი დების და, ჩემი შვილების დედა და ჩემი მეუღლის მეუღლე (იღიმის).

" თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

" ...ეს არის ბრძოლისუნარიანობა და პატიების სურვილი. მომწონს, რომ მიზანდასახული ადამიანი ვარ. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა მქონია და ამ დროს მიზანდასახულობა ძალიან მშველის.

" თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

" ...ეს ემოციურობაა. ურთიერთობებში პირდაპირი ვარ და ხანდახან ამას დავუზარალებივარ, მაგრამ თავიდან ბევრი გაურკვევლობაც ამიცილებია. მერე რომ დავფიქრებულვარ, მივმხვდარვარ, რომ ჯობდა, სათქმელი მშვიდად მეთქვა, ლოიალური ვყოფილიყავი.

" არ მჩვევია...

" ...ღალატი. როგორც პროფესიაში, ასევე პირად ცხოვრებაში, ერთგულება ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია ვთქვა, რომ არავისთვის და არაფრისთვის არასდროს მიღალატია. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია.

" ყოველთვის მაქვს სურვილი...

" ...წავიდე წინ, ვიშრომო ბევრი, მეტად განვვითარდე.

" ჩემი პირველი წარმატება... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება