პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ წელიწადნახევრიანი მუშაობა შეაჯამა - ძირითადი აქცენტები თბილისის მერის გამოსვლიდან
დავით ნარმანიამ წელიწადნახევრიანი მუშაობა შეაჯამა - ძირითადი აქცენტები თბილისის მერის გამოსვლიდან

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო დღეს ქა­ლა­ქის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას მოხ­სე­ნე­ბას უს­მენ­და. მოხ­სე­ნე­ბის და­წყე­ბი­სას ქა­ლა­ქის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წი­ნა­შე წარ­სდგა, რათა წერ­ტი­ლი და­უს­ვას თბი­ლი­სის მე­რი­ის მი­მართ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს.

"მო­ვე­დი, რათა და­ვას­რუ­ლო სიც­რუ­ის პრო­პა­გან­და, მისი ტი­რა­ჟი­რე­ბა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პა­სუ­ხი გავ­ცე ყვე­ლა იმ კი­თხვას, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოდ ის­მის და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ისა­ხავს მიზ­ნად. თუ დღე­საც ვინ­მე შე­ეც­დე­ბა რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნოს შეც­დო­მა­ში, არ მოგ­ვცეს ინ­ფორ­მა­ცი­ის ობი­ექ­ტუ­რად გად­მო­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა. ეს იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თბი­ლი­სე­ლე­ბის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სხდო­მის და­წყე­ბი­სას.

ამის შემ­დეგ მან სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დარ­ბაზ­ში გა­ის­მა შე­ძა­ხი­ლი "ბო­ტა­ნი­კუ­რი", რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ პლა­კა­ტი გა­შა­ლა, წარ­წე­რით "ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ქურ­დე­ბი". დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რის გა­მოც ნარ­მა­ნი­ას სი­ტყვით გა­მოს­ვლა დრო­ე­ბით შე­წყდა. დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეს, რის შემ­დე­გაც სხდო­მა გა­ნახ­ლდა.

ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი პი­რის გა­მოს­ვლის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ბრალ­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა. თბი­ლი­სის მერ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" "მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის" შე­მო­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდის მო­საკ­რე­ბე­ლი 2007 წლი­დან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­წეს­და. ნარ­მა­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2009 წლი­დან 2014 წლის აგ­ვის­ტომ­დე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბის K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდის მიზ­ნით 2000-ზე მეტი ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა. "ჩვენ ავ­კრძა­ლეთ K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდა, რათა ქა­ლაქს თა­ვი­დან ავა­რი­დოთ თქვენს მიერ ნე­ბა­დარ­თუ­ლი ქა­ო­ტუ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, უსა­ხუ­რი შე­ნო­ბე­ბი. სწო­რედ თქვენ შე­მო­ი­ღეთ 2007 წლი­დან მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის K2 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ა­წე­სეთ მო­საკ­რე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი (ზო­ნა­ლუ­რი) შე­თან­ხმე­ბის გა­ცე­მი­სათ­ვის, რის შე­დეგ­საც დღეს ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­კი­ან", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ქა­ლა­ქის მერ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა, ყბა­და­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ე­ბის სა­კი­თხია. ნარ­მა­ნი­ას თქმით, მისი მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში დე­და­ქა­ლა­ქის საპ­რე­მიო ფონ­დი მი­ნი­მუმ­ზე და­იყ­ვა­ნა და მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და და­ნა­მა­ტე­ბი: "სწო­რედ, თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას, თბი­ლი­სის მე­რი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ი­ცე­მო­და კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხით. დიახ, სწო­რედ, თქვე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის ის პი­რე­ბი, ვინც ახლა დარ­ბაზ­ში სხედ­ხართ, იღებ­დნენ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ოდე­ნო­ბის პრე­მი­ებს იმ თან­ხი­დან, რო­მე­ლიც თბი­ლი­სე­ლებს და მათ კე­თილ­დღე­ო­ბას უნდა მოხ­მა­რე­ბო­და.

მე შე­მიძ­ლია ციფ­რე­ბით გე­სა­უბ­როთ, მა­გა­ლი­თად: 2012 წელი - პრე­მი­ის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 10 698,5 ათა­სი ლარი; 2013 წელი - პრე­მი­ის სა­ხით გა­ი­ცა 17 110,5 ათა­სი ლარი; 2014 წელი - 15 833,8 ათა­სი ლარი. მა­შინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თან­ხე­ბი გა­ვა­ნა­ხევ­რეთ და პრე­მი­ის სა­ხით გა­ვე­ცით თქვენს მიერ გა­ცე­მუ­ლი თან­ხე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი - 8 893,1 ათა­სი ლარი. ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი გაქვთ 15 მლნ ლარ­ზე მეტი, ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს საქ­მეს ვუ­პი­რის­პი­რებთ. ჩვენ დღეს, სწო­რედ, 9-წლი­ან უმოქ­მე­დო­ბას ვიმ­კით თბი­ლის­ში. სად არის თქვე­ნი და­გე­ბუ­ლი გზე­ბი, თქვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რაში იღებ­დით პრე­მი­ებს? თუ 2 წე­ლი­წად­ში და­ინ­გრა გზე­ბი, გაჩ­ნდა ორ­მო­ე­ბი და და­ზი­ან­და ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა? - აი, ამ უმოქ­მე­დო­ბა­ში იღებ­დით თქვენ კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს. მა­შინ, როცა თქვენ პარ­ტი­უ­ლი ნიშ­ნით არაფ­რის­თვის უხ­დი­დით მი­ლი­ო­ნებს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში ვი­თომ­და და­საქ­მე­ბულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხურ­შიც კი არ და­დი­ოდ­ნენ", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო დრო­ის კი­დევ ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სა­კითხს - ბო­ტა­ნი­კურ ბაღს, ქა­ლა­ქის მე­რის თქმით, კი­თხვა­ზე, თუ ვინ მო­ი­გო გა­რი­გე­ბის შე­დე­გად, "პა­სუ­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, ამით მო­ი­გო ბო­ტა­ნი­კურ­მა ბაღ­მა": "არა­ვის და­ა­ვი­წყდეს ის წლე­ბი, როცა 2006-07 წლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი იყო არა ერთი მცდე­ლო­ბა ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის გას­ხვი­სე­ბის. სწო­რედ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ბით, მის მიერ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ტი­უ­რი ინ­ვეს­ტი­რე­ბით გა­დარ­ჩა ეს ტე­რი­ტო­რია. კარ­გად გახ­სოვთ, რად­გან ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი მა­შინ ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბა­ში იყა­ვით. 20 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია და­ხარ­ჯუ­ლი, უშუ­ა­ლოდ ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ იმი­სათ­ვის, რომ ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, არ გას­ხვი­სე­ბუ­ლი­ყო და დღე­ვან­დელ დღემ­დე მო­სუ­ლი­ყო ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფორ­მით, რო­გორც ჩვენ დღეს გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბით, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, აქამ­დე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი, აუთ­ვი­სე­ბე­ლი გა­ნა­პი­რა ფერ­დო­ბის სა­ნაც­ვლოდ, თა­ბო­რის მთის ვაკე ტე­რი­ტო­რია შე­უ­ერ­თდა. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, კი­დევ ერთი სიც­რუე, რაც ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გაჟ­ღერ­და, არის ის, რომ ახა­ლი ტე­რი­ტო­რია იყო სა­ხი­ფა­თო, რად­გა­ნაც იქ გა­დი­ო­და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი - ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ პრო­ექ­ტის ეკო­ნო­მი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა: "ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გამო, მათ შო­რის, აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად ინ­ვეს­ტორ­მა აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შეს­ყი­დულ 29 ჰა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­დეს მი­ნი­მუმ 80 ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მოხ­დე­ბა შეს­ყი­დუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მხო­ლოდ 7%-ზე (20 000 კვ/მ), სა­მა­გი­ე­როდ ინ­ვეს­ტო­რი მზად არის მო­ახ­დი­ნოს და­ნარ­ჩე­ნი 27 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თის გამ­წვა­ნე­ბა, რეკ­რე­ა­ცი­ულ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნახ­ლე­ბა. რაც ბუ­ნებ­რი­ვია გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნას, ბიზ­ნე­სი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას. თბი­ლისს შე­ე­მა­ტე­ბა კი­დევ ერთ უნი­კა­ლუ­რი პარ­კი.

ასე­ვე, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის გა­ყიდ­ვით შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს კრწა­ნი­სი-შინ­დი­სის გზის მშე­ნებ­ლო­ბა, სრუ­ლი სიც­რუ­ეა. გზის ძი­რი­თა­დი კონ­ტუ­რი და მი­მარ­თუ­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა, საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­პი­რე­ბი­სა­მებრ, შე­მოდ­გო­მა­ზე ეს გზა თბი­ლი­სე­ლებს ჩა­ბარ­დე­ბა. პრო­ექ­ტი და­კო­რექ­ტირ­და გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რისი დო­კუ­მე­ტე­ბიც ჩვენ ხელთ გვაქვს. მოხ­და მხო­ლოდ გზის ღერ­ძის გა­და­ტა­ნა. ეს შე­ე­ხო ერთ მე­სა­მედ ნა­წილს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით ორ კი­ლო­მეტ­რამ­დე მო­ნაკ­ვეთს, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით პრო­ექ­ტი გახ­და უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი. არ გაზ­რდი­ლა ხარ­ჯე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა 395 ხეს, მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლი პრო­ექ­ტი რომ არ შეც­ვლი­ლი­ყო, მა­ინც მო­იჭ­რე­ბო­და. ამ ხე­ე­ბის ნაც­ვლად კი მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნია შე­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­გოს 400 ხე. გზა არ გა­ყოფს შუ­ა­ში გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას, არ და­არ­ღვევს გა­რე­მოს მთლი­ა­ნო­ბას, მისი და­ნა­წევ­რე­ბა კი ხელს შე­უშ­ლი­და გა­რე­მოს თვი­თაღ­დგე­ნის პრო­ცეს­სა და ლან­დშაფ­ტის ერ­თი­ან აღ­ქმას", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

ნარ­მა­ნი­ას თქმით, ახა­ლი გზა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­კეთ­დეს ახა­ლი მი­სას­ვლე­ლი ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა შინ­დი­სის და მიმ­დე­ბა­რე და­სახ­ლე­ბე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
მკითხველის რჩევით

დავით ნარმანიამ წელიწადნახევრიანი მუშაობა შეაჯამა - ძირითადი აქცენტები თბილისის მერის გამოსვლიდან

დავით ნარმანიამ წელიწადნახევრიანი მუშაობა შეაჯამა - ძირითადი აქცენტები თბილისის მერის გამოსვლიდან

თბილისის საკრებულო დღეს ქალაქის მერის დავით ნარმანიას მოხსენებას უსმენდა. მოხსენების დაწყებისას ქალაქის მერმა განაცხადა, რომ საკრებულოს წინაშე წარსდგა, რათა წერტილი დაუსვას თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს.

"მოვედი, რათა დავასრულო სიცრუის პროპაგანდა, მისი ტირაჟირება და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გავცე ყველა იმ კითხვას, რაც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ისმის და უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. თუ დღესაც ვინმე შეეცდება რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, არ მოგვცეს ინფორმაციის ობიექტურად გადმოცემის საშუალება. ეს იქნება იმ ადამიანების პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე", - განაცხადა დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებისას.

ამის შემდეგ მან სხვადასხვა საკითხზე დაიწყო საუბარი, თუმცა რამდენიმე წუთში დარბაზში გაისმა შეძახილი "ბოტანიკური", რა დროსაც რამდენიმე მოქალაქემ პლაკატი გაშალა, წარწერით "ბოტანიკური ბაღის ქურდები". დარბაზში ხმაური და დაპირისპირება დაიწყო, რის გამოც ნარმანიას სიტყვით გამოსვლა დროებით შეწყდა. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები დარბაზიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც სხდომა განახლდა.

ქალაქის პირველი პირის გამოსვლის ძირითადი აქცენტები "ნაციონალების" ბრალდებებზე პასუხებით შემოიფარგლა. თბილისის მერმა "ნაციონალური მოძრაობა" "მანკიერი პრაქტიკის" შემოღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწესდა. ნარმანიას ინფორმაციით, 2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა. "ჩვენ ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენს მიერ ნებადართული ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან", - განაცხადა ნარმანიამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ყბადაღებული პრემიების საკითხია. ნარმანიას თქმით, მისი მერობის პერიოდში დედაქალაქის საპრემიო ფონდი მინიმუმზე დაიყვანა და მინიმუმამდე შემცირდა დანამატები: "სწორედ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გაიცემოდა კოლოსალური თანხები პრემიებისა და დანამატების სახით. დიახ, სწორედ, თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.

მე შემიძლია ციფრებით გესაუბროთ, მაგალითად: 2012 წელი - პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი; 2013 წელი - პრემიის სახით გაიცა 17 110,5 ათასი ლარი; 2014 წელი - 15 833,8 ათასი ლარი. მაშინ, როცა 2015 წელს, ჩვენ ეს თანხები გავანახევრეთ და პრემიის სახით გავეცით თქვენს მიერ გაცემული თანხების ნახევარზე ნაკლები - 8 893,1 ათასი ლარი. ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9-წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? - აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ", - აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება ბოლო დროის კიდევ ერთ გახმაურებულ საკითხს - ბოტანიკურ ბაღს, ქალაქის მერის თქმით, კითხვაზე, თუ ვინ მოიგო გარიგების შედეგად, "პასუხი ძალიან მარტივია, ამით მოიგო ბოტანიკურმა ბაღმა": "არავის დაავიწყდეს ის წლები, როცა 2006-07 წლებიდან დაწყებული იყო არა ერთი მცდელობა ბოტანიკური ბაღის და მისი მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილებით, მის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აქტიური ინვესტირებით გადარჩა ეს ტერიტორია. კარგად გახსოვთ, რადგან ზოგიერთი თქვენგანი მაშინ ქალაქის მმართველობაში იყავით. 20 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, უშუალოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმისათვის, რომ ბოტანიკური ბაღი განვითარებულიყო, არ გასხვისებულიყო და დღევანდელ დღემდე მოსულიყო ისეთი განვითარებული ფორმით, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ტერიტორიების კორექტირებით, ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა. დედაქალაქის მერის განმარტებით, კიდევ ერთი სიცრუე, რაც ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჟღერდა, არის ის, რომ ახალი ტერიტორია იყო სახიფათო, რადგანაც იქ გადიოდა ელექტროგადამცემი ხაზები - ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დავით ნარმანიამ პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო, მათ შორის, აუქციონში გამარჯვების შედეგად ინვესტორმა აიღო ვალდებულება, შესყიდულ 29 ჰა ტერიტორიაზე აშენდეს მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმრო, განაშენიანება მოხდება შესყიდული ტერიტორიის მხოლოდ 7%-ზე (20 000 კვ/მ), სამაგიეროდ ინვესტორი მზად არის მოახდინოს დანარჩენი 27 ჰა მიწის ნაკვეთის გამწვანება, რეკრეაციულ-დასასვენებელი დანიშნულებით განვითარება, ტერიტორიის განახლება. რაც ბუნებრივია გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. თბილისს შეემატება კიდევ ერთ უნიკალური პარკი.

ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა, სრული სიცრუეა. გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა, საგზაო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, შემოდგომაზე ეს გზა თბილისელებს ჩაბარდება. პროექტი დაკორექტირდა გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე, რისი დოკუმეტებიც ჩვენ ხელთ გვაქვს. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო ერთ მესამედ ნაწილს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტი გახდა უფრო მომგებიანი. არ გაზრდილა ხარჯები. რაც შეეხება 395 ხეს, მათი უდიდესი ნაწილი პროექტი რომ არ შეცვლილიყო, მაინც მოიჭრებოდა. ამ ხეების ნაცვლად კი მშენებელი კომპანია შემოდის ინიციატივით მიმდებარე ტერიტორიაზე დარგოს 400 ხე. გზა არ გაყოფს შუაში გამწვანებულ ტერიტორიას, არ დაარღვევს გარემოს მთლიანობას, მისი დანაწევრება კი ხელს შეუშლიდა გარემოს თვითაღდგენის პროცესსა და ლანდშაფტის ერთიან აღქმას", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნარმანიას თქმით, ახალი გზა იძლევა შესაძლებლობას, გაკეთდეს ახალი მისასვლელი ბოტანიკურ ბაღთან, გაუმჯობესდება გადაადგილება შინდისის და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებისთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."